ინტერვიუ პოლიტოლოგ ლინკოლნ მიტჩელთან

 

ლ.მ. “ქართულ ოცნებას” მმართველობის მეორე ვადის პერიოდში ნაკლები ძალაუფლება ექნება, ვიდრე პირველში ჰქონდა. ეს მათ განასხვავებს ნაცმოძრაობისაგან და სწორიმიმართულებით სვლაზე მიუთითებს. მესამე ძალის წარმოშობას არ ველოდები მაგრამ გამოჩნდება რამდენიმე მცირე პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც ადვილად გაერთიანდება მმართველ უმრავლესობად, თუ საჭირო გახდა.

 – ამ უმრავლესობაში “ოცნებასაც” მოიაზრებთ?

ლ.მ. სავსებით მოსალოდნელია. მაგრამ თუ საარჩევნო არითმეტიკას მოიშველიებთ, შესაძლებელია რომ ისინი თავად გახდნენ უმრავლესობა.

 – მიუხედავად თქვენ მიერ ქართველების პოლიტიკური კულტურის ქებისა, ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ, ვერ ვუწყობთ ფეხს მედიისა და პოლიტიკური სივრცის გახსნილობას, რაც მივიღეთ ნაცმოძრაობის დამარცხების შემდეგ. მე ამას მაინც ჩვენი განვითარების ნაკლებობას ვაბრალებ…

ახლა თქვენ ამბობთ,რომ არ ელით მესამე ძალის წარმოშობას და ეს სწორედ ამ ჩემი მოსაზრების ირიბი დასტურია. რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ასე პოლარიზებული? რა არის საჭირო ამ ძალის წარმოქმნისათვის, თქვენი აზრით?

ლ.მ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყანა მართლაც პოლარიზებულია. თუ ვიწროპოლიტიკურ ჩარჩოს განიხილავთ, აქ მართლაც ოცნება/ნაციონალების პოლარიზაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ გვინდა უფრო ფართო სურათი დავინახოთ, პოლარიზაცია ვლინდება მოსახლეობის 30-40 პროცენტს, რომელიც ცხოვრობს და სუნთქავს პოლიტიკით და მათ შორის, ვისაც ის არ აინტერესებს. საქართველო მასშტაბური, მაკროცვლილების აუცილებლობის წინაშე დგას, რათა შექმნას კონკრეტულ ინტერესებსა და წარმმადგენლობითობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი. ჩემის აზრით, ეს ამ არჩევნებზე არ მოხდება. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ არჩევნებს, რომელიც მოგვაგონებს რეფერენდუმს არჩევანით – გარკვეულწილად პოპულარულ მმართველ პარტიას და კვლავ დიდწილად მიუღებელ ოპოზიციურ პარტიას შორის. არ მგონია პოლიტიკურ კულტურაზე საუბარი აქ სწორი იყოს, მე უფრო “პარტიულ სისტემაზე” ან “პოლიტიკურ განვითარებაზე” ვისაუბრებდი. თუმც ეს ყველაფერი რეალურ პრობლემად რჩება. მრავალი ამომრჩევლისათვის პოლიტიკა ჯერ კიდევ რომელიმე გუნდის მოწონება/არმოწონებას უკავშირდება, თუ საერთოდ მოსწონთ ვინმე… ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდენ, რომელი გუნდი უკეთ წარმოადგენს მათ ინტერესებს.

დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ყველგან, მათ შორის – საქართელოშიც, თუ არსებობს რაიმე მიზანი, ინტერესი და მას მოსახლეობის დიდი ჯგუფი იზიარებს, თუნდაც ის არ იყოს დიდად მიმზიდველი, მისი გამომხატველი შესაბამისი პარტია წარმოიქმნება. მაგრამ ქართული პოლიტიკა ჯერ ასე არ ფუნქციონირებს. საკითხავია, რამდენ ხანში შეძლებთ ამის მიღწევას – 3,5 წელი დაგჭირდებათ თუ 10. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მომავალში შეძებთ, მაგრამ დღევანდელი ამომრჩევლისთის ეს გაშვებული შანსია, და სხვათა შორის მიტმაც, რომ ნაცმოძრაობამ არჩია არჩევნები რეჟიმის შეცვლისათვის გამოეყენებინა და არა – კონკრეტულ საკითხებზე ფოკუსირებისათვის.

 –  და არამხოლოდ ნაცმოძრაობამ, მეგობარო. სრულად გეთანხმებით. დასასრულისკენ ვიტყვი, რომ ქართული პოლიტიკის აქტორები საოცრად შორს არიან საშუალოსტატისტიკური ამომრჩევლის ინტერესებისა და საჭიროებებისაგან.

ლ.მ. გეთანხმებით. და ასევე, პარტიებიც ფიქრობენ არა კონკრეტული ინტერესების წარმოდგენაზე, არამედ დაპირებების გაცემაზე, რომელთა უმრავლესობა უბრალოდ წყალწყალა სიცრუეა.

–  ბოლო კითხვა ჩემს მწვავე ინტერესის სფეროს წარმოადგენს: რატომ არის ასე ძნელი ეკოლოგიური იდეების მოსახლეობამდე მიტანა?

ლ.მ. ეკოლოგიურ იდეებში რას გულისხმობთ?

ც.გ. ურბანული გარემოს გაუარესებას, ინფრასტრუქტურულიობიექტების მშენებლობის დაბალ სტანდარტებს, მდინარეების დაბინძურებას, ენერგეტიკული ინფრასტუქტურისა და ჰესების უკონტროლო და ცუდად შესწავლილ მშენებლობებს, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებათა უგულებელყოფას…

ლ.მ. ვფქირობ, ეს რთულია რამოდენიმე მიზეზის გამო: პირველ რიგში, ეს საკითხები ყოფენ ან აკავშირებენ ადამიანებს. პოლიტიკურ პარტიებს არ სურთ ასეთ საკითხებში ერთ რომელიმე მხარეს დადგომა, რაც მეორე მხარის გაუცხოებას გამოიწვევს. მაგალითად, სამშენებლო კომპანიებს სურთ სუსტი რეგულაციები და ქარხნებს – მდინარეების დაბინძურების უფლება. პლურალისტურ დემოკრატიაში ყველა სუბიექტს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, მაგრამ ქართული დემოკრატია ჯერ არ მისულა ამ დონემდე. მეორეც, ხალხს არ ჯერა, რომ მთავრობას ძალუძს ამ ჩახლართული საკითხების გადწყვეტა, და მესამე, ამ საკითხებს სჭირდება ოსტატური მართვის უნარი ხალხის ჩართულობით, რთული გადწყვეტილებების მიღებითა და მათი სათანადოდ იმპლემენტაციით. პარტიებს მაინცდამაინც არ სურთ ამგვარი დაპირებების გაცემა.

ც.გ. დიდი მადლობა.

ლ.მ. მადლობა თქვენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *