დიდი ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში

… ეს არ იყო ადვილი

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტების წევრთა და მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიმართვა

დღეს, ჟურნალისტების წინაშე   დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტების წევრთა და მეცნიერთა ერთი ჯგუფის სახელით  პროფ.  ტარიელ ფუტკარაძემ, პროფ. პაატა გიორგაძემ და პოლიტიკოსმა თეიმურაზ შაშიაშვილმა წარადგინეს  საქართველოს მოსახლეობის, ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მთელს მსოფლიოში საქართველოს მეგობრებისადმი  მიმართვის ტექსტი.

ხაზგასმით ითქვა, რომ  მომავლის საქართველოს სჭირდება კონსოლიდაცია, რომლის საფუძველი უნდა გახდეს სამართლიანობის დადგენა და ეს უნდა დავიწყოთ 1991-92 წლების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი შეფასებით.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად მიიჩნიეს ის, რომ ეს მიმართვა კეთდება არა  მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უზენაესი საბჭოს წევრთა სახელით, არამედ ყველა შემდგომი პარლამენტების წევრთა სახელითაც.

„ეს პირველი პრეცედენტია და კარგია, რომ ის საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვების დღეს ხდება“ – აღნიშნეს პრესკონფერენციის მონაწილეებმა.

ამ დოკუმენტზე ხელმოწერა სწორედ პრესკონფერენციის მსვლელობის დროს მოხდა. მიმართვის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ 14 ნოემბერი – პირველი უზენაესი საბჭოს გახსნის დღე უნდა იქცეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში იმ დღედ, როცა საქართველოს პარლამენტის ისტორიულ შენობაში შეიკრიბებიან დამოუკიდებელი საქართველოს ყველა პარლამენტის წარმომადგენლები,  რაც ხელს შეუწყობს  კონსოლიდაციასაც და გააძლიერებს ბრძოლასაც ქართული ინტერესისათვის, მომავლის საქართველოსათვის.

დოკუმენტზე ერთ-ერთი ხელმომწერი პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი ასე აფასებს ამ მოვლენას

“26 წლის წინ, სწორედ 28 ოქტომბერს პირველად გავხდი დეპუტატი და ვამაყობ ამით. ვამაყობ, რომ ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მრავალპარტიულად არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატი. და წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. ასეთივე განწყობას განვიცდი დღეს, როცა  ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. რომელიც მნიშვნელოვანია არა იმით, რომ მასზე იქნება დამოუკიდებელი პარლამენტის  დეპუტატების ხელმოწერა. არამედ უპირველესად იმით, რომ იგი ასრულებს პირველ და დანარჩენი პარლამენტების დაპირისპირების მძიმე ეპოქას და სრულიად სხვა მასშტაბებს ანიჭებს  ქართულ პარლამენტარიზმს.

მე, როგორც პირველი უზენაესი საბჭოს დეპუტატს, კარგად მესმის, რომ ადვილი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა   უზენაესი საბჭოს უმრავლესობისთვის – მრგვალი მაგიდის წევრებისთვის. მაგრამ ეს მოხდა.  და ეს  შედეგია პირველი პარლამენტის წევრთა მაღალი პოლიტიკური კულტურის და იმის, რომ ჩვენთვის ყველასთვის უპირველესია საქართველო და მისი ინტერესები.”

პრესკონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ დღეს არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის დროა. პარლამენტარები ამ განწყობას ვადასტურებთ, ხალხს ეს უნდა  სიტყვა ხელისუფლებაზეა“

პრეს-ცენტრი

28.10.2016წ

P.S.  დღეს, 17 საათზე „ქართულიTV“ – ს პირდაპირ ეთერში შედგება  დეტალური საუბარი  ამ მიმართვაზე. იქვე შედგება ხელმოწერების პროცესი.

იხ. მიმართვის ტექსტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *