“თეთრების“ პოზიცია NDI-ს მორიგ „კვლევასთან“ დაკავშირებით

 

ndiNDI მ გამოაქვეყნა მორიგი „კვლევის“ მასალები

ეს არ არის უბრალოდ სამართლიანი, ან დაკვეთილი შედეგი; ეს არ არის უბრალოდ სწორი, ან არასწორი ციფრები;
ეს არ არის უბრალოდ სიმართლე, ან ტყუილი!
ეს არის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მავნებლური, ძირგამომთხრელი მუშაობის მორიგი შედეგი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის უბოროტესი გამოვლინება.

ჩვენ არ ვკამათობთ პოლიტტექნოლოგიებზე, კვლევის მეთოდოლოგიებზე, პროცენტულ მაჩვენებლებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე.

ნაცვლად ნეიტრალური, პატიოსანი მეცნიერული კვლევისა, ჩვენ წარმოგვიდგინეს ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების საზოგადოების მოსამზადებლად უზრუნველყოფის პასკვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი რეჟიმის მომყვანთა გარკვეულ ოკეანისგაღმელ წრეებს სურთ კვლავაც შეინარჩუნონ „ნაცმოძრაობის“ დიქტატურა საქართველოში.

პარტია, რომელიც არ მონაწილეობს საარჩევნო პროცესში ვამბობთ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ქმედების შემდეგ საზოგადოება მოითხოვდა მსგავსი ორგანიზაციის გაძევებას.

გვესმის რა, რომ NDI არის მეგობარი ქვეყნის ორგანიზაცია, ჩვენ ამერიკელ ხალხს არ ვაკადრებთ ასეთ რამეს. ერთს კი ვიტყვით: ხშირად გვეკითხებიან, რა იქნება არჩევნების შემდეგ. თუ არჩევნები დამთავრდა იმ სრულიად არარეალური შედეგით, რასაც NDI თავს გვახვევს, არასამართლიან არჩევნებს დაუყოვნებლივ მოყვება რევოლუცია, და ეს იქნება გარედან შემოტანილი შიდა ქართული ძმათა შორის კონფლიქტი. მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს რეალობაა.

2012 წლის 8 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *