”ეჭვი მეპარება რომ გაეროს ტრიბუნისათვის რომელიმე ორატორს ოდესმე ამდენი ტყუილი ეკადრებია

 

სულხან-საბას ლექსიკონშიც კი გაჭირდება იმ სიტყვის მოძებნა,რომელიც გაეროს ტრიბუნიდან მოლაპარაკე სააკაშვილს შეესატყვისება.უტიფარი.სწორედ რომ უტიფარი.ვერც ვიხსენებ ეს სიტყვა თუ ოდესმე გამომიყენებია.

ტრიბუნასთან იდგა უტიფარი.უშუბლო,სინდისის ნერვგაწყვეტილი სკამის ძალაუფლებაზე შეყვარებული მოქალაქე,რომელიც თითქმის ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან ლაპარაკობდა.დარბაზმა იცოდა,რომ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს ამომრჩევლზე იყო გათვლილი და ამიტომ მათ ინტერესს არ შეესაბამებოდა.

მოკლედ რომ ვთქვათ,დარბაზმაც იცოდა,რომ სააკაშვილი ტყუოდა და სააკაშვილმაც იცოდა,რომ დარბაზი მის ტყუილს არ იჯერებდა,მაგრამ მისთვის მთავარი პირველ ოქტომბერს გადარჩენაა.

ეჭვი მეპარება რომ გაეროს ტრიბუნისათვის რომელიმე ორატორს ოდესმე ამდენი ტყუილი და ასეთი ავანტიურა უკადრებია.

ჩვენი ტრაგედია იმაშია,რომ ეს მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტია დღეს.
დღეს ამოვხსენი,თუ რატომ დაინიშნა არჩევნები პირველ ოქტომბერს:გაეროს ტრიბუნა საკუთარი ტყავის გადასარჩენად.საქართველოში ბევრს,ერთის მხრივ,საკუთარი წესიერებისა და ,მეორეს მხრივ,გაუცნობიერებლობის გამო ვერც კი წარმოუდგენია,რომ გაეროს ტრიბუნიდან შეიძლება ტყუილი ითქვას.

ქართველი კაცი ბუნებით წესიერია,მაგრამ სიმართლე არ იცის-სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებით არის ტყუილით მოწამლული და სწორედ ამიტომ ხშირად,ძალიან ხშირად თვითონვე ებრძვის საკუთარ თავსაც,მისი შვილების მომავალსაც.
დღეს მოაზროვნე და ზნეობრივმა ადამიანმა იცის,რომ სააკაშვილმა ფეოდალურ ხანაში დაგვაბრუნა და ქვეყანას მომავლის კარები ჩაუკეტა.

ვეყნის მომავალი პირველ ოქტომბერს წყდება.სააკაშვილი წარსულია,ამასთან მძიმე წარსული.

მომავალს მივცეთ ხმა და არა მძიმე წარსულს,რომლის სათავეში მოქკავშირის ყოფილი გენერალური მდივანია, აღორძინების ავანტიურისტ ლიდერებთან ერთად.
პირველ ოქტომბერს, 21-ე საუკუნის დიდგორზე საქართველოსთვის იბრძვის დეპუტატობის კანდიდატი,რომელმაც დღებდე სახელზე იფიქრა და არა სიმდიდრეზე,დღეს კი ამომრჩევლის მოსყიდვას არ ცდილობს და ამომრჩეველი,რომელიც მიდის არჩევნებზე და ხმას არ ყიდის.

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 26 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *