მე კი არა, საქართველოს უნდა ეშინოდეს “თავისუფლების ინსტიტუტის” მსგავს სოროსულ-მასონურ ორგანიზაციებში გაწვრთნილი ხალხის

ტელეკომპანია “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში, მაყვალა ბერიანიძის საავტორო გადაცემაში “აზროვნების თავისუფლება” :

“ქართული ერთობის დარბაზის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოლიმპიური ჩემპიონი,  რომან რურუა

პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი

ვიდეო

 

ამონარიდები გამოსვლებიდან:

თემურ შაშიაშვილი:  თბილისში ვხვდები,  რაც დღეს ქუთაისში ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი  სხდომაა, მაგრამ მინდა საუბრის დასაწყისი ბატონ რომან რურუას  მივუძღვნა. როცა ბატონ რეზო ჩხეიძის სახლში,  ხელი მოეწერა „მოქმედების მანიფესტს – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო”, ბატონი რომანიც იქ იმყოფებოდა და მე გარკვეულწილად, ვნახე ეს პროცესი. მანამდეც ვიცნობდი ბატონ რომანს, მაგრამ შემდგომმა პერიოდმა დამანახა, რომ ეს სხვა სიმაღლის კაცია, არა მარტო სპორტსმენი.  12 აგვისტოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონი რომანის სტატია გამოქვეყნდა „საქართველოს რესპუბლიკაში“. წერილის  სათაური  ასეთია „ავირჩიოთ ადამიანები, რომლებსაც ქართული სული აქვთ, მაგრამ ესმით მსოფლიოს სუნთქვაც!..“ ასეთი ქართული განწყობის ნააზრევი მე იშვიათად მინახია. ქართული განწყობა, რომელიც მე ვნახე იმ ადამიანებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოქმედების მანიფესტს, ბატონი რეზო ჩხეიძე, უკვე გარდაცვლილია და აცხონოს უფალმა, , ბატონ მერაბს ჰქონდა დიდი იმედი „ქართული ერთობის დარბაზთან“,  იმედია გამართლდება ეს იმედი. როცა გყავს ანზორ ერქომაიშვილი არნოლდ გეგეჭკორი, გივი თოიძე, ცეკვის მეფე ომარ მხეიძე, აბესალომი – თემურ გუგუშვილი, სამედიცინო საზოგადოებას რამაზ ყურაშვილი წარმოადგენს, ტარიელ ხარხელაური – საოცარი პიროვნება, პოეტი, მოქალაქე, ბედნიერი და ამაყი ვიყავი ამ ხალხთან ურთიერთობით.

აქ წინაპრებზე იყო საუბარი, თუ წარსულის ანალიზს არ აკეთებ, წარსულში ცხოვრობ, ვინც უარყო წარსული, მან დააბრუნა ცუდი წარსული. ძალიან სასიამოვნოა, რომ მოდიან ახალგაზრდები, საინტერესო პიროვნებები,. მაგრამ  საქართველოში უნივერსიტეტდამთავრებულები, ქართულ ოჯახებში გაზრდილები, არის დიდი ძალა. და ქართულ უნივერსიტეტს, ქართულ განათლებას რომ უთხრეს უარი, ეს არის ძალიან შემაწუხებელი.ქართველი ჟურნალისტის, თემურ მეტრეველის ვაჟს შევხვდი, რომელმაც შვეიცარიაში პრეზენტაცია გააკეთა. თუ ასეთი ახალგაზრდები გვყავს უცხოეთში, ხელის გულზე ჩამოვიყვანდი და მოვიწვევდი პარლამენტში. ეს ადამიანები ქართველებად დარჩნენ იქაც და თავისი პოზიცია არ შეიცვალეს. მაგრამ არიან ისეთებიც,  რომლებსაც გაატარებენ სოროსის ფონდში, სხვადასხვა მასონურ ორგანიზაციებში და მათი მე მეშინია. თქვენ  რომ დათვალოთ წინა პარლამენტებში რამდენია ასეთების რაოდენობა -დაახლოებით 90  პროცენტი, ღმერთმა დაიფაროს, იგივე ხდენოდეს დღევანდელ პარლამენტში.

რაც შეეხება არჩევნებს. ჩემი პოზიცია იყო, რაც შეიძლება მეტი ხმა მიეღო „ქართულ ოცნებას“, ალბათ   გაგიკვირდებათ, იცით, მე ძალიან  მძიმე განწყობა მაქვს მმართველი ძალის მიმართ. მაგრამ ვამბობ, რომ კლასიკური პოლიტიკური პარტიები არ არსებობს ქვეყანაში. იმედს ვიტოვებდი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სხვა მიმართულებით წავიდოდა, მაგრამ მძიმე მიმართულებით მიდის დღეს საქართველო..  თუ შევარდნაძე თავს იმართლებდა, რომ მას ხელს უშლიდნენ, მიხეილ სააკაშბილი თავს იმართლებდა რომ მტრები ჰყავს, მე ძალიან მინდოდა, ერთხელ მაინც მომხდარიყო,  რომ პარლამენტში პოლიტიკურ ძალას აღარ ეთქვა რომ მას ხელს უშლიან. ეხლა მოვიდა ეს დრო „ჰა ბურთი და ჰა, მოედანი“ . ამ განწყობით ვარ.

„მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა ეროვნული თანხმობისთვის“, „ქართული ერთობის დარბაზმა“ კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც „თეთრები“ შევუერთდით. 6 თვე მივცეთ ვადა ახალ მთავრობას. რაც კარგს გააკეთებენ  მივესალმებით, მაგრამ ხელისუფლების უზურპაციის უფლებას ქართევლი ხალხი, დარწმუნებული ვარ, მათ არ მისცემს. განსაკუთრებული იმედი მაქვს მეცნიერების. ისინი გამოვლენ  ობიექტური განმსჯელის როლში და 6 თვის თავზე ჩვენ გვექნება სერიოზული ანალიზი იმისა, რა გზით მიდის ქვეყანა. თუ იქნება კარგი შედეგები ვიტყვით ყოჩაღ, კარგი გზით მიდის ქვეყანა. მაგრამ თუ მეცნიერები გააკეთებენ ანალიზს, რომ  ეს არ არის ქართული გზა, მაშინ უნდა ვეძებოთ სხვა რამ. ასეთია ჩვენი აზრი.

რომან რურუა. ის, რაც ქვეყანას სჭირდება, ვერავინ ვერ გააკეთა. დღეს პარლამენტარებმა დადეს ფიცი. ფიცი რას ნიშნავს? შეიძლება დაიფიცო, ან არ დაიფიცო, მაგრამ საქმე არ გააკეთო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მართვა, როგორ ვმართოთ საკუთარი ოჯახი, პარლამენტი, სახელმწიფო. ყველა პრობლემა იწყება მართვით. დაგიმტკიცებთ, რომ ყველაფერი არის მართვის პრობლემა. ქვეყანა, რომელსაც აქვს მიწა, წყალი, მზე, ელექტროენერგიის მარაგი, ჰაერი,,, რატომ უნდა იყოს ეს ქვეყანა მშიერი? რატომ უნდა შემოდიოდეს 80 პროცენტი პროდუქტებისა თურქეთიდან, ჩინეთიდან? მიწის ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს ღმერთმა გვიბოძა ასეთი მიწა-წყალი და ამის პატრონი რომ სხვისას სჭამდე, ეს მართლა სირცხვილია. იმის ფიცი დადეს, რომ  ასეთი მიდგომა აღარ იქნება?? ინფლაცია არ ასცდება ლარს, სულ მალე 3 ლარს ს გაუტოლდება დოლართან მიმართებაში . იმიტომ, რომ 90 პროცენტი პროდუქციისა უცხოეთიდან შემოდის და აქ არ იწარმოება.  დოლარი გაედინება ქვეყნიდან. რა ქნას ლარმა? ან უნდა აიღო სესხი, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, 8 წელიწადში ქვეყანას 8 მილიარდი დუტოვა. ანუ ის ლარს ვითომ ამყარებდა სესხით, მან იცოდა რომ  ორი ვადის  შემდეგ შეიცვლებოდა და ვინც მოვა იმან გადაიხადოსო. მან დატოვა „მყარი“ ლარი, მაგრამ ვალები გადააბარა მომავალ ხელისუფლებას. ისიც ვერ უთქვიათ, რატომ იყო მაშინ მყარი და ეხლა არ არის მყარი. იმიტომ რომ ეხლა სესხს არ იღებენ. პროდუქცია კი შემოდის გარედან,  თან სესხის გადახდის დროა. თუ ფული გაედინება ქვეყნიდან,. მოხდება ინფლაცია.

არის უდიდესი მეცნიერი  ადამ სმიტი, აი რას ამბობს ამის შესახებ:  „ეკონომიკა ბერძნული სიტყვაა და მეურნეობას ნიშნავს. პოლიტიკა სახელწმიფო მართვის ხელოვნებას (შესაბამისად, პოლიტეკონომია არის სახელმწიფოს სეული მართვა

ადამ სმიტამდე მრავალი ფილოსოფოსი ცდილობდა აეხსნა , რატომაა ზოგი ქვეყანა მდიდარი და ზოგი კი სიღატაკეში იღრჩობა. მარტივად როიმ ვთქვათ, ნათლად ჩანს,  რომ მდიდარ ქვეყანაში, ფულის რაოდენობა მეტია. ფულიმეტია იმ შემთხვევაში, როცა ქვეყანა ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომლის სხვა ქვეყანაში გაყიდვა შესაძლებელია. თუ წარმოებული პროდუქცია მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში იყიდება, მაშინ ფული ხელიდან ხელში გადადის  და მისი რაოდენობა არ მატულობს, ხოლო თუ საზღვარგარეთ გადის,  ქვეყანაში ფულის რაოდენობა იზრდება.  შესაბამისად, თუ გიმდათ, რომ  თქვენი ქვეყანა  გამდიდრდეს, აუცილებლად რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გაიყიდოს საზღვარგარეთ და უნდა ვეცადოთ გარედან ნაკლები პროდუქცია შემოვიდეს”.

გენიოსი კაცი იყო. ამდენი სწავლულია ქვეყანაში, რატომ არ იყენებენ იმ ბრძენი ხალხის რჩევებს? ქვეყანაში გაყიდულია ბაზარი. ეხლა სპეკულანტებია ბაზარში. გლეხმა მიატოვა მიწაზე მუშაობა.

თემურ შაშიაშვილი: გაოცებული ვარ ბატონი რომანის ბიბლიოთეკით. მან მცხეთაში აიღო მიწა და შექმნა წალკოტი. ჩვენ ვსაუბრობ ყველაზე დიდი წოდებების მქონე პიროვნებაზე. ნახეთ, როგორ  ცხოვრობს, როგორ აქვე მოწყობილი მეურნეობა.

ღამით მივედი ამ ბაზარში. ვარ შეძრწუნებული რისი ხილველიც გავხდი.  გადამყიდველი, რომელიც გლეხისგან ღამით 15-20 თეთრად იბარებს პროდუქტს და დილით 2 ლარად ყიდის. ეს არის  საშუალო რგოლი. როცა ქუთაისში 3 ლარს აღწევდა კილოგრამი ხორცი,. ბიუჯეტიდან ფულს ვაძლევდი ხალხს და ისინი მიდიოდნენ სვანეთში, რაჭაში ჩამოქონდათ ხორცი და 2 ლარად ყიდდნენ. სახელმწიფოს მოვალეობაა, შექმნას კონკურენტული გარემო . გლეხმა მითხრა 50 თეთრი რომ მომცეს, მიწას არ მოვცილდებოდიო. თქვენც, თბილისელებიც მოგებული დარჩებოდით, 2 ლარი რომ ღირს პროდუქცია, ის უნდა იყიდებოდეს ლარადო. გაზი აიღეთ. 160 დოლარად რომ შემოდის, თვითონ ისინი გვეუბნებიან. სახელმწიფომ გადაწყვეტილებად მიიღო რომ 200 ლარზე ნაკლებად არ მიყიდოს გაზგასამართ სადგურებს. ჭიათურაში, თუნდაც საკუთარ ეზოში ვინც მოიპოვებს მარგანეცს, კალამოისკი აძლევს ნებართვას წარმოებაზე. სააკაშვილმა დატოვა ეს კატასტროფა და ამათმა არ გაასწორეს ეს./ მაგრამ, მარგანეცი მან  ზესტაფონში უნდა ჩააბაროს, მაგრამ ზესტაფონში თვითონ ვერ მიაქვს. შუალედურ ფირმას მიაქვს  და ეს ფირმა, რომელსაც ერთი კომპიუტერი უდგას ოფისში, რჩება  მოგებული. ეს ხალხი სულ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. რომ გითხრათ გვარები,. ვინ არიან.  ანუ შუალედური ფირმები კლავენ მეწარმეს, ანადგურებენ მწარმოებელსაც და მყიდველსაც. ვინმე მკითხავს, შენც იყავი ხელისუფლებაში და რას აკეთებდიო. ხორცთან დაკავშირებული მაგალითი სწორედ ამიტომ მოვიყვანე. მე ამას ვაკეთებდი, იმ დროს, როცა ამას ვაკეთებდი, მაგალი თოდუა და არჩილ კოსტავა ორი დიდი რექტორი გვყავდა. იღებდნენ 450 დოლარის შესაბამ ის კუპონს. ყველა  პროფესორი და ლექტორი ქუთაისში ჩამოდიოდნენ და კითხულობდნენ ლექციებს . მე კი ცენტრალური ბიუჯეტიდან არც ერთ ლარს არ ვიღებდი. ამას რომ ვლაპარაკობ, ან მითხარით რომ ვტყუივარ და დაამტკიცეთ, ან შეისწავლეთ, მაშინ ქუთაისში ეს როგორ ხდებოდა. მასწავლებელს ერთი კუპონით მეტი  ჰქონდა ხელფასი ვიდრე მერს. ბატონი მაგალი თოდუას თავისი ხელფასით 200 კგ ხორცი შეეძლო ეყიდა.

რომან რურუა. როცა საქმე არ იცი, ურთიერთობის უნარი არ გაქვს ხალხთან ურთიერთობის, ინტელიგენტთან გლეხთან. როცა არ გაქვს უნარი მართო პოლიტიკა საგარეო, საშინაო… მეზობელთან ურთიერთობა არ გვივარგა. შიგნით რა გვივარგა? შიდა პოლიტიკაში რა არის? ხალხი უნდა დააპურო. სოფლის მეურნეობა პირველია და როგორ წარმართავ სოფლის მეურნეობას, როცა ტრაქტორი შენი არ გაქვს, თოხი არ გაქვს , ბარი არ გაქვს… შენი არაფერი არ გაქვს. კიდევ როგორ უდგას ლარს სული, თავს რის ხარჯზე იკავებს. უარესი იქნება თუ ქვეყანა თავად არ აწარმოებს და გარეთ არ გაიტანს მეტ პროდუქციას და გარედან ნაკლებს არ შემოიტანს. ეს ნათქვამია. დღესაც ამას ვერავინ ვერ გადაუვა. ჩვენია რაფერი გვაქვს გასაყიდი და ლართან არ გვინდა. >

თემურ შაშიაშვილი  – გარეთ დავიწყეთ მხსნელების ძებნა. ილია ჭავჭავაძეს არტურ ლაისტი და უორდროპი ჰყავდა. ჩვენ თანამედროვე არტურ ლაისტები და უორდროპები უნდა ვეძებოთ. როცა გვგონია, რომ მაკეინია საქართველოს მეგობარი, არ იქნება არაფერი სასიკეთო,. რატომ გაბოროტდა საზოგადოება? მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქუჩის პოლიტიკის შედეგი. მე ყოველთვის ვიყავი ქუჩის პოლიტიკის წინააღმდეგი. ხალხი გააბოროტეს.

ბატონი რურუა „რუსთავი2“ არ არის ნამყოფი. მე მგონი ტელევიზიებმა რიგი უნდა შექმნან, რომ ასეთ ადამიანს მოუსმინონ.  ნახონ კარ-მიდამო რაც მან გააკეთა.

ერთი მაგალითი. მარიკა ლორთქიფანიძის საიუბილეო საღამო იყო და იქ ანა კალანდაძეც იმყოფებოდა. ქალბატონი ანა მარტო რომ დარჩა, მივედი მასთან ჩემთვის დიდი პატივი იყო, ხელკავით გამოვიყვანე უნივერსიტეტის ეზოში. შემრცხვა, ის რომ მე, პოლიტიკოსს მიცნობდნენ, ხოლო ანა კალანდაძე ვერ იცნეს.

ორი რამ მინდა   პირველი ხელისუფალისაგან, როცა აირჩევენ. პირველი, მოსვლისთანავე შეხვდი  მეცნიერებათა აკადემიას და მეორე, სიმბოლური კაბინეტი გახსენი მეცნ იერებათა აკადემიაში, რომ ამით ხაზი გაუსვა რომ საქართველო ინტელექტის ქვეყანაა. და მესამე 20-30 კაცი ყოველვის არის საქართველოში, ვისაც ხელისუფალმა ჭკუა უნდა ჰკითხოს. ერთ-ერთი მათგანი ბატონი რომან რურუაა რომელიც აქ იმყოფება. ვიცნებობ,. რომ ხელისუფლება კვარტალში ერთხელ შეხვდება ამ ხალხს თუნდაც მერაბ ბერძენიშვილის ცენტრში და მოუსმენს ამ ადამიანებს. და მთელი საქართველოს მასშტაბით შეიცვლება ქვეყანა. ამ ხალხს თანამდებობა არ უნდა. ბატონმა რომან რურუამ ხელისუფალს  შეთავაზა, ერთ სოფელში მაინც გამგებელს უთხარით, რომ რომან რურუა გეხმარება და მეტი არაფერი არუნდა. არის იქ და ამ სოფელს მე ჩაგაბარებთო და ეს ვერ გადაწყდა ქვეყანაში.

რომან რურუა ჩვენ არ გვიშველის არც ოქსფორდი და არც კემბრიჯი. განათლება სხვა თემაა. მაგრამ ჭკუა, გონება, მართვის ნიჭი არ ისწავლება. მმართველი იბადება. ეს ბუნებისმიერ მონიჭებული უფლებაა ადამიანისათვის. ათი უნივერსიტეტიც რომ დაამთავრო, სხვაზე 10-ჯერ ჭკვიანი ვერ იქნები. თუნდაც იმ გლეხზე. ვინც იცის როგორ მოუაროს მიწას. მთელი აკადემიაა ეს ცხოვრებაა. გლეხმა თავისი საქმე უნდა იცოდეს, მეცნიერმა თავისი საქმე. ქალაქის მაცხოვრებლები ქარხანა ფაბრიკებში უნდა მუშაობდეს. უმუშევრობამ წაიღო ქალაქი. რისი ბრალია, წინდაუხედაობის გამო. თუ ვინმეს თანამდებობაზე დანიშვნა გინდა, უნდა მიხვიდე მის სახლში და ნახო, სად რა დგას და აქედან გააკეთებ დასკვნას, შეიძლება თუ არა ამ ადამიანს ვანდოთ ქვეყნის მართვა. ამას უნდა   არა ოქსფორდ და კემბრიჯდამტავრებული კაცი , არამედ ის,  ვისაც აქვს ხედვა და იცის რა და როგორ გააკეთოს    თუ საზღვარგარეთ სწავლას აქვს ამხელა მნიშვნელობა, გავაუქმოთ მაშინ ჩვენი უნივერსიტეტი?!

ერთი მაგალითი: მიჩურინს ძალიან უნდოდა ყურძნის მოყვანა ციმბირში. მაგრამ ვერ მოახერხა და მიხვდა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი. კანონები,  რომელსაც ვღებულობთ, ინგლისის თუ საფრანგეთის მოდელი გადმოგვაქვს არ იმუშავებს. კანონი უნდა მოარგო შენი ქვეყნის ინტერესებს და ხალხის ხასიათს. კანონების სასწრაფოდ მიღებაც არ შეიძლება, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ღებულობდნენ დროებით კანონებს, ნახულობდნენ როგორ მუშაობდა და ერთი წლის შემდეგ ღებულობდნენ თვით კანონს. ვინმეს პარლამენტში შეუმოწმებია, როგორ მუშაობს რეალურად მათ მიერ მიღებული კანონები? ყველა კანონი როგორ არის ხუთიანზე?

ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, არც ერთი არ არის ბუნების კანონებთან მიმართებაში და ამიტომ არის ხელოვნური. დღეს ვცხოვრობთ ხელოვნური კანონები. ბუნების კანონი არის კანონთა კანონი და რაც უფრო მეტია მიღებულ კანონებში ბუნების კანონი, ქვეყანა ყველაზე კარგად ცხოვრობს.

შაშიაშვილი: საქართველოს რესპუბლიკაში დაიბეჭდა ბატონი რომანის წერილი, მინდოდა მისი გატანა რეგიონებში, რათა რაც შეიძლება მეტს  წაეკითხა.   ბატონი რომანის ერთ-ერთი მთავარი რჩევა:  გადით ხალხში. და კიდევ ერთი კარგი რამ არის ამ წერილში, რაც მე მხიბლავს: ვინც პარლამენტში მოსახვედრად თავს იკლავს, მას ეჭვით უნდა შევხედოთ, მაგრამ ვისაც არ უნდა მაგრამ სჭირდება ქვეყანას, მას უნდა შევეხვეწოთო.

მინდა დიასპორასთან დაკავშირებით ერთი რამ ვთქვა. გუშინ დიასპორასთან დაკავშირებით სერიოზული შეხვედრა იყო. მქონდა საშუალება მიმეღო ამ შეხვედრაში მონაწილეობა. მე გუშინდელ შეხვედრაზე მოვიხიბლე იმ კულტურით რაც ჩვენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს აქვთ. ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ მთავრობა და მეც, საკუთარ თავზეც მინდა ვთქვა.  თავს ვიმართლებდით. მე ვისურვებდი, რომ დიდი გარღვევა მომხდარიყო  და პრემიერ-მინისტრთან შექმნილიყო დიასპორის საბჭო, სადაც თითო ქვეყნიდან ჩვენი თითო უცხოელი თანამემამულე გაერთიანდებოდა.  2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ქვეყნის გარეთ და ეს არის დიდი კაპიტალი. უნდა გავერთიანდეთ ვინც არის გასული ქვეყნის გარეთ და ვინც ვხოვრობთ ქვეყანაში   და ვისურვებდი, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდეს ამ ხალხს და შედგეს ან შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო გადაცემა.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *