გენოციდი … სესხები…ფასადები…კორუფცია…

gerbi1მსოფლიომ არ იცის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის ხელისუფლება არჩევნების წინ ხალხს ყიდულობდეს ხალხისვე ფულით, მაგრამ საქართველოში ეს წესად დანერგეს ,,ნაციონალებმა“,მათი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ე.წ. ,,კეთილმოწყობასა“ და ბიუჯეტის გაზრდაზეა აგებული, თუმცა რატომღაც ავიწყდებათ აღნიშნონ , რომ ეს ბიუჯეტი საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული ანუ ხალხის ფულია…

დავაკვირდეთ, საარჩევნოდ ყველა ქალაქსა და რაიონში ხსნიან კეთილმოწყობილ უბნებს, სკვერებს, ბაღებს, სპორტულ მოედნებს, ქუჩებს, შადრევნებს და ა.შ და ეს დაკავშირებულია არჩევნებთან – ხალხის მოსყიდვასთან. ყველაფერი ან ხალხის (ბიუჯეტის) ფულითაა გაკეთებული ან რაც ყველაზე მძიმეა ქვეყნისთვის, საგარეო ვალებით და გაუგებარი უცხოური ფირმების მეშვეობით ხდება.

სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უსინდისოდ ექცევა ხალხს, ცდილობს ხალხის ფულითვე ხალხის ყიდვას, მაგრამ გაცილებით მძიმეა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყიდება და კითხვასაც არ სვამს- რა იქნება ხვალ…მათ გაცნობიერებულიც არ აქვთ ,რომ ნაციონალების ყველა დაპირება წინასაარჩევნო მირაჟია …

ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ვითარდება მაშინ, როდესაც ეკონომიკა ძლიერია, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი შეკითხვაც არ უჩნდება: არ არსებობს ეკონომიკა და როგორ გაგვყავს გზა, როგორ ვაკეთებთ შადრევნებს, ბაღებს, სკვერებს, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ასე პომპეზურად, საბჭოთა პერიოდის გამოცდილებით, არჩევნების წინ ხსნიან თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში.

ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში ხელისუფლებას პასუხს მოსთხოვდნენ იმაზე, რომ დაიცალა საქართველო, ერთ მილიონზე მეტი კაცი ქვეყნის გარეთ გავიდა საკუთარი სიცოცხლისა და ქვეყანაში დარჩენილი მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად… პასუხს მოსთხოვდა იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კრედიტების გამო უსახლკაროდაა დარჩენილი, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი მატულობს და რომ ადამიანები საკვებს ნაგავსაყრელზე ეძებენ,რაც პრაქტიკულად გენოციდია.

ნებისმიერ ქვეყანაში ხალხი პასუხს მოსთხოვდა ხელისუფლებას იმისათვის, რომ მოსახლეობის გენოციდის ხარჯზე პოპულისტობს სხვადასხვა ობიექტების მშენებლობით, კეთილმოწყობით.

პირდაპირ ვამბობთ: საქართველო, რომელიც ითმენს და იტანს ხელისუფლების ამ თავხედობასა და ვერაგობას, ეს უკვე აღარ არის საქართველო. ეს ხელისუფლება აღწევს თავისას – დააჩოქოს და მონური ფსიქოლოგია გააძლიეროს ხალხში.

მსოფლიომ არ იცის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არჩევნების წინ ობიექტებს ამზადებდეს გასახსნელად. ეს საბჭოთა გამოცდილებაა: საშვიდნოემბროდ, საპირველმაისოდ, საარჩევნოდ ობიექტების გახსნა.როგორც რუსეთში ათვლის წერტილი ოქტომბრის რევოლუცია იყო, ასევე საქართველოში ათვლის წერტილი „ვარდების რევოლუციაა“ . როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე დღეს საქართველოში რევოლუციის წლისთავისთვის და არჩევნების წინ იხსნება ახალი ობიექტები. სწორედ ეს არის წარსულში ცხოვრება. საქართველოს კი მომავლით ცხოვრება სჭირდება.

დღეს რეალურად სახეზე გვაქვს მოსახლეობის გენოციდი,ხელისუფლება თავს ფასადებით და ე.წ. კეთილმოწყობით იწონებს მართალია, პენსიონერს პენსიას ვერ მოპარავენ , მაგრამ ფასადებისთვის და კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხების 30-40 % ხელისუფლების ჯიბეში მიდის ანუ რითიც თავს იწონებენ ,სწორედ ესაა ნაციონალების კორუფციის წყარო…დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია…

თემურ შაშიაშვილი
2012 წლის 14 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *