მომავალი არ აქვს ქვეყანას:

 

  • სადაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვთკმაყოფილებაა…
  • სადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიცია…
  • სადაც ქვეყნისა და ხალხისთვის ბრძოლა შეცვლილია ტელევიზიებისათვის ბრძოლით, სადაც სატელევიზიო საინფორმაციო სივრცე მონოპოლიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ პოლიტიკური მიზნების მქონე ოლიგარქთა მიერ და  ებრძვის ყოველგვარ ქართულს,  ყველა მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით, ემსახურება დამფინანსებლის ინტერესებს, უმეტესწილად, ხალხისა და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ …
  • სადაც ქვეყნის მთავარი კაპიტალი უზნეო მდიდართა ხელშია, მათ დაამთავრეს საწარმოების, ბანკების, ხალხის მატერიალური სიმდიდრის მითვისება და  გადავიდნენ ქალაქებისა და რაიონების გადანაწილებაზე…
  • სადაც ხალხს  ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს…
  • სადაც ათას მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია და საჭიროდ ვერ მძლავრობს, მაშინ როცა ასეთი შეტევა მიდის მარადიულ ღირებულებებზე – რწმენაზე, ოჯახზე, ტრადიციებზე, სიწმინდეზე, სიყვარულზე …
  • სადაც ახალგაზრდობა ეგუება წინაპართა ასეთ ლანძღვა-გინებას, მათ გაწამებულ ცხოვრებას და საკუთარ უპერსპექტივო გარემოს…
  • სადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლების მთავარი ოპონენტები…

საქართველოს  ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვსუდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასეთივეადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთერთი ყველაზეგამოკვეთილი გეოგრაფიული რესურსი.

 სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *