თუ მართლა გჯერათ…

 

გულახდილად  და გულისტკივილით გვინდა ვუთხრათ მთავრობას, თქვენ უკვედაღუპული ხართ, თუ მართლა გჯერათ, რომ  თქვენს მიერ მიღებული ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 10-პუნქტიანი პროგრამა რეალურად რამეს შეცვლის;  თუ მართლა გჯერათ  იმ განმარტებების, რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  თუმართლა გჯერათ, რომ ლარის გაუფასურება  ხალხის ცხოვრების მაღალი დონითაა განპირობებული, თუ მართლა გჯერათ, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს (შეწუხებული კი არა, მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია)… თუ მართლაგჯერათ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება თქვენი საქმიანობის  ერთ-ერთი ყველაზე  დიდი წარმატებაა, თუ მართლა გჯერათ, რომ ამ საბანკო სისტემით, ან მოსახლეობას, ან ეკონომიკას  ეშველება.  თუ მართლა გჯერათ ტურიზმის გაფეტიშების პოლიტიკის, მაშინ  როცა  მიტოვებულია სოფელი, კვების მრეწველობა  და ტურისტებისათვის საჭირო კვების თუ მომსახურებისათვის საჭირო თითქმის ყველაფერი გარედან შემოგვაქვს (ხელსახოციც, პირსახოცი, პირადი მოხმარების ელემენტარული საგნები ვერ გვიწარმოებია)…  თუ მართლა გჯერათ, რომ დენზე, გაზზე, წყალზე  პრაქტიკულად, თქვენს მიერ დაწესებული ფასებით,  საქართველო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი  პროდუქციის გამოშვებას შეძლებს, (ნუთუ ვერ ხედავთ, რომ კომუნალური გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ყოფილ საბჭოთა სივრცეში, მაშინ როცა პენსიაც და ხელფასებიც, ალბათ, ყველაზე დაბალი)…  თუ მართლა გჯერათ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გასაღები ქვეყნის შიგნით კი არა, ევროკავშირსა და ნატოში შესვლასა და რუსეთთან დაპირისპირებაშია.. თუ მართლა გჯერათ, რომ დემოკრატიაა გარედან ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების ასეთი გაფეტიშება, მათთან მუდმივი დიალოგი და საქვეყნო ავტორიტეტების იგნორირება…   თუ მართლა გჯერათ, რომ სწორია თქვენი გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე…თუ მართლა გჯერათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის დამცირების „ნაცების“ კურსის გაგრძელებაა სწორი. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, თუ მართლა გჯერათ, რომ მომდევნო წელი „მაგარი წელი  იქნება“, რისი არავითარი არც წინაპირობა არსებობს და ეს მით უფრო შეუძლებელია, „ქართული ოცნების“ პარტიული კარჩაკეტილობის პოლიტიკით, რომელიც არ ცნობს არავითარ ავტორიტეტს პარტიის გარეთ,  რომელიც ხალხს ეუბნება – თქვენ არაფერი გეკითხებათ, მაინც ვერაფერს გაიგებთ, ყველაფერი ჩვენ ვიცით, და რასაც გვინდა ვაკეთებთ.

 სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *