ასეთი პოლიტიკით სინათლე არ სჩანს  

 

ვთქვათ პირდაპირ და გულახდილად, თქვენ არათუ ცვლით ეროვნული ხელისუფლების კურსს, არამედ უპირისპირდებით მას თითქმის ყველა პრინციპულ მიმართულებაში. მხოლოდ ერთი მაგალითი: ეროვნული ხელისუფლების მოსვლისთანავე,  ეროვნული განწყობის უზენაესმა საბჭომ საპარლამენტო მმართველობა საპრეზიდენტოთი შეცვალა. დღეს სრულიად საპირისპირო პროცესი მიდის. და ეს ხდება ხალხის მონაწილეობის გარეშე, სახლისუფლებო ეშელონების პრეროგატივად და გადასაწყვეტად იქცა. ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიული კაცობრიობის გამოცდილების იგნორირებით და ტოტალიტარული სისტემის მთავარი ინსტრუმენტის დამკვიდრებით. დემოკრატიულ მსოფლიოში  ხელისუფლება მსახურია…  ტოტალიტარულ სახელმწიფოში, კი უფროსი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია, ყოფილიყო მსახური, ყველა ეუფროსებოდა ხალხს. რაც დრო გადის, ეს ტენდენცია ძლიერდება. დღევანდელობამ ხალხი ხელისუფლების, ანუ თავისი მსახურის მსახურად აქცია. ეს ფუნდამენტური საკითხია.  

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამასმოსახლეობა გრძნობს და ხედავს დღეს. რომ  ასეთი პოლიტიკით სინათლე არ სჩანს,პირდაპირ ვთქვათ, სრული სიბნელეა.

 სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *