საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია.

 

ჩვენ ვფიქრობთ, მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ  გამძაფრდეს, ხელისუფლებას გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და დაქსაქსულობაში. ხელისუფლების მხრივ იმის აღიარება, რომ მას დახმარება  და გვერდში დგომა სჭირდება,  სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. სისუსტე ამაზე უარის თქმაა. სისუსტე დაპირისპირებაა. ამ სიტუაციაში კი, დაპირისპირება მომაკვდინებელია. ამის წინაპირობა კი, აშკარად ჩანს: თვითკმაყოფილი ხელისუფლება, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ჩასაფრებული ოპოზიცია და ეს იმ დროს, როცა ქვეყანა სავსეა მოაზროვნე და კომპეტენტური ადამიანებით, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიებს მიღმა.

საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოსაკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.  ამ დიალოგის ინიციაორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამ დიალოგმა უნდა გააერთაინოს  ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მცხოვრებნი. ეს პრინციპული საკითხია.  ჩევნ უკადრებელი ვაკადრეთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. იმ ხალხს, ვინც პრაქტიკულად გადარგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. ასეთი დიალოგისათვის ეხლაყველაზე კარგი დროა. მოვიდა ახალი პარლამენტი, გვყავს ახალი მთავრობა, მათ უნდამოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის.

ღია, მართალი, კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე ძლიერი ჯგუფის შექმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში, ან ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით. ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ:

პირველი-შეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი… მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია. ვიცოდეთ  რას ვფლობთ  და რისი გაკეთება შეიძლება.

მეორე – გაკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი, ღრმა, უაღრესად კოპმეტენტური ანალიზი.

მესამე – შეადგინოს კონკრეტული, რეალისტური პროგრამა, რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში, მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.

 

სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *