ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას

საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სისუსტის მაჩვენებელია. თანამშრომლობა მხოლოდძლიერთ შეუძლიათ. გულწრფელად ვურჩევთ საკუთარ პარტიასაც და საერთოდ  ხელისუფლების გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს: ყველანი ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და გვეკისრება პასუხისმგებლობა მომავლისათვის.ჩვენ ყველას გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას და სიხარულს ხელისუფლების შეცდომებით, ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად  იმას ნიშნავს,რომ ხელისუფლებას შეცდომები არ ჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაა, რომლის გარეშეც მომავალი არ გვექნება. სწორედ ამიტომაა დასაწყები დიდი დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგის დაწყება, ხელისუფლებისმხრივ ეს ძლიერი ნაბიჯი იქნება.  თვით დიალოგის პროცესი გვაჩვენებს, ვინ ვინ არის.

სრულად დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *