თქვენ საქართველოს ჯალათი ხართ, მიხეილ!

saakთქვენ რუსეთს მიყიდეთ ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ხრამჰესის ოთხთავე ბლოკი, ვარციჰხესის ოთხთავე ბლოკი გარდაბნის ყველაზე დიდი მე – 9 და მე-10 ენერგობლოკები, მაღალი ძაბვის 500 კვტიანი ხაზების ქსელი, გუმათჰესის ორთავე ნაგებობა, შორაპანჰესი, აჭარისწყალი, ლაჯანურჰესი, რიონჰესი, თბილისის გაზმომარაგებისა და წყლით მომარაგების სისტემები, შავი ზღვის აუზში ნავთობის და გაზის მოპოვება , „მადნეული“, „კვარციტი“ , „ფერო“ , საბორნე გადასასვლელები ფოთიდან და ბათუმიდან, საავტომობილო საწვავის დისტრიბუციის ერთ-ერთი უდიდესი ქსელი „ლუკოილი“ , ელმვალმშენებელი ქარხანა, თბილისის პირველი საავადმყოფო, გაერთიანებული ქართული ბანკი… კიდევ გავაგრძელოთ? ამის შემდეგ გულამტებულ სტუდენტებს თქვენ უწოდებთ რუსული ფულით დაფინანსებულებს. ამის შემდეგ გაეროს ტრიბუნიდან რუსეთზე როგორღა ლაპარაკობთ?

თქვენ ანგრევთ ქართულ სახელმწიფოს. თქვენი უგუნურებით დაკარგეთ ტერიტორიის მეხუთედი. თქვენი მიწები დაუთმეთ იგივე სახელმწიფოს, რომელსაც გადაეცით ქვეყნის ენერგეტიკის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ზღვის ფსკერიდან ნავთობის და გაზის მოპოვების, სარკინიგზო ტრანსპორტი, გაზისა და წყლის დისტრიბუციის ყველა სტრატეგიული ობიექტი და ქსელი.

თქვენ ანგრევთ ქართევლი ერის ერთიანობას. ერთ-ერთ უკანასკნელ გამოსვლაში ბრძანეთ, რომ ერთ-ერთმა რეგიონმა გაგაგზავნათ თბილისის გასათავისუფლებლად. თბილისში თქვენი რეჟიმის დამყარებამდე ქართული სული დუღდა. არ იდგა საეჭვო ღირებულების სვეტები და ხიდები, რომელთაც ხალხმა საკადრისი სახელები შერქვა. თუ ასეთი ვაჟკაცი ბრძანდებოდით, იმ რეგიონიდან გაცილებით ახლო არის თქვენგან დაკარგული მართლაც დასაბრუნებელი მიწები. თქვენი ვაჟკაცობა და მიწაზე გართხმა მთელმა დუნიამ იხილა. თქვენ მხოლოდ რეგიონების დაპირისპირება სეგიძლიათ, რათა უკეთ იბატონოთ. თქვენი გამოსვლები და ქმედებები ემსახურება კონფრონტაციას, ერის გახლეჩას წინმდგომი დანაშაულებების ჩადენას.

თქვენ ანგრევთ ერის წარსულსა და აწმყოს მომავლის დანგრევის დიდი სურვილითა და იმედით. ბატონი ნიკოლოზის შვილმა და პატარა ნიკუშას მამამ, ორი თაობის ნიკოლოზის ოჯახის წევრმა წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ააფეთქეთ „დიდების მემორიალი“. თქვენ მოისურვეთ დაგემარცხებინათ ის 600 ათასი ქართველი, რომელიც მოკლა, მაგრამ ვერ დაამარცხა თქვენმა იდეურმა მამამ – ადოლფ ჰიტლერმა. თქვენ გაანადგურეთ მათი ხსოვნის აღმნიშვნელი ხორცშესხმული შედევრი მსოფლიო მონუმენტური ხელოვნებისა, მაგრამ ვერ შეძელით მათი წმინდა სულების შერყვნა. თქვენი და თანამოაზრეების ზნედაცემულობისადმი გაწეულმა წინააღმდეგობამ კიდევ უფრო აღამაღლა მათი სულები.
მათი სახლები ვერ შემუსრა ჰიტლერმა
მათი სახელები ვერ შემუსრეთ თქვენ.

თქვენ გსურთ საზოგადოების დაშინება უკან დაბრუნებით. ვერ ვიხსენებ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მწარე მონაკვეთსაც კი, როცა ხელისუფალი ქვეყანას მიათრევდა უკან, კაცთმოძულეობის წყვდიადში, როგორც ამას აკეთებთ თქვენ.

თქვენ ტყუით, როცა დაუღალავად იმეორებთ, რომ არ იცოდით რა ხდებოდა პენიტენციალურ სისტემაში. ჩვენ 2009 წელს მოვედით, მოგმართეთ, გადმოგეცით 25 პუნქტიანი „ღირსების ულტიმატუმი“ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველო წარჩინებული შვილების 2 000 ხელისმოწერით, სადაც ვამხელდით საკუთარი ერის გენოციდის პოლიტიკას, რომელსაც თქვენი ხელისუფლება დღესაც ეწევა.

თქვენ ცალკეულ რაიონებში გიკრებენ აუდიტორიას მთელი საქართველოდან. ნახეთ ავტობუსების ნომრები,მიკროავტობუსების ფერი. თქვენი აუდიტორია რეჟიმივით მდაბალია, რეჟიმივით მშიშარაა, რეჟიმივით ორპირია. ოპოზიციის აუდიტორია მომავლის ხედვაა, მომავლის მშენებელია, მომავლის იმედია.

თქვენ მომავალ არჩევნებს გააყალბებთ, მაგრამ ალალ ხმებსაც მიიღებთ. თქვენ ხმას მოგცემენ მოძალადეები, მამათმავლები, პედოფილები, პედერასტები. ერთ-ერთმა გეი-ორგანიზაციამ ხომ ოფიციალურად საჯაროდ დაგიდასტურათ თანადგომა.
თქვენ სოდომ-გომორის ცოდვა დაატრიალეთ ქვეყანაში – უდიდესი ბიბლიური ცოდვა.

თქვენ მორიგი ტყულებით წარსდგექით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. იქნებ თან წაგეღოთ ჩვენი „ღირსების ულტიმატუმი“ და საჯაროდ უარგეყოთ იქ მოტანილი ფაქტები: რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ იღებს სასიცოცხლო საარსებო ბიოლოგიური მინიმუმის ნახევარს. რომ ქვეყანაში ირღვევა ადაიანის ყველაზე ელემენტარული უფლებები, რომ საკუთარ ერს სისტემატურად უწყობთ გენოციდს… იქნებ განგემარტათ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის – რატომ არ გაეცით პასუხი ჩვენს ერთ მოთხოვნას მაინც.

თქვენი გამოსვლა გენერალური ასამბლეის სხდომაზე გახლავთ პოლიტიკური ჟონგლიორიბის მასტერ-კლასი. რაოდენ სამწუხაროა, რომ თქვენი გამოსვლის წინ გასული 74 დელეგატის შემდეგ მხოლოდ სკამები და ჩვიდმეტიოდე დარჩენილი ისმენდნენ თქვენ ურცხვ ტაკიმასხარობას, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, თქვენს სხვა ნამოქმედართან ერთად ღირსეულად დაფასდება საერთაშორისო და სისხლის სამართლის სპეციალისტების მიერ.

თქვენ ცდილობთ შეაშინოთ საქართველოს ხალხი ოპონენტების კრიმინალებთან კავშირით. ქურდების ეშინია სუსტ ხელისუფალს. ქურდების ეშინია ქურდებთან შეკრულ ხელისუფლებას. ქურდების ეშინია ქურდების ჩამნაცვლებელ მთავრობას. ამიტომაც თავად თანამდებობების ქურდს, სკამების ქურდს, საერთო-სახალხო დოვლათის ქურდს, ეროვნული, მატერიალური და სულიერი საუნჯის ქურდს გეშინიათ – გეშინიათ ქართველი ხალხის რისხვის.

თქვენ გეშინიათ განმათავისუფლებელი მოძრაობის. დღემდე ქართული ეროვნულ-განმატავსუფლებელი მოძრაობა ებრძოდა უცხო მხედრობას, უცხო რელიგიას, უცხო მსოფლმხედველობას. დღეასც ჩვენ ვებრძვით უცხო სულს, მხოლოდ ვითომ ქართველ ხელისუფალთა მიერ შემოტანილს.

თქვენ სრულიად საქართველოს ტრაგედია ხართ. თქვენ შექმენით ქართველ ჯალათთა კასტა. თქვენს გამო ქართველებმა ერთმანეთს სამძიმარი უნდა ვუთხრათ. სამძიმარი – პროტესტით, სამძიმარი – ბრძოლით, სამძიმარი – გამარჯვებით.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ხალხი საზოგადოებისაგან თქვენ მოკვეთას ითხოვს.
თქვენ საქართველოს ჯალათი ხართ, მიხეილ!

“თეთრები”

2012 წლის 25 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *