ეროვნულ კაცთა ერთობისა და მოქმედების დროა!

„თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა დავითობა ტრადიციულად ქუთაისში აღნიშნა. მისი თქმით, ქუთაისიდან გაორებული განწყობით დაბრუნდა და განსაკუთრებულ გულისტკივილს გამოხატავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯეროვანი პატივი არ მიაგო  დიდი მეგის ხსოვნას. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

„.გელათიდან ვბრუნდები გაორებული განწყობით. ერთი მხრივ,სიამაყის…ასეთი მეფე გვყავდა. მეორე მხრივ,როგორ გადავგვარდით – ეს არის მეფეთ მეფის დღის აღნიშვნა?!
პარლამენტი ქუთაისშია და მათი ნასახიც კი არ იყო გელათში…ყველას ეშინია გამოხატოს პროტესტი დავით აღმაშენებლის მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობის გამო …დუმს ინტელიგენცია…
ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

ვაპირებ მწვავე პოზიციის გაცხადებას პრესისათვის (ანტიქართული და პოლიტიზებული ტელევიზიები მაინც არ მიცემენ..ვცდი პირველ არხზე)ასე ცხოვრება აღარ შეიძლება ეროვნულ კაცთა ერთობისა და მოქმედების დროა! განახლებული ეროვნული მოძრაობის დროა!!“
9.02.2017წ

http://www.tetrebi.org/?s=სოროსი&submit=Search&lang=ka

http://www.tetrebi.org/?p=19659

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *