ქართული ერთობის დარბაზი: ამ განწყობით მივემგზავრებით ხვალ გელათში

ხვალ დავით აღმაშენებლის დღეა. „ქართული ერთობის დარბაზი“ ულოცავს მთელს საქართველოს ამ დიდ დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით   სპეციალური განცხადებას ავრცელებს:

„ ჩვენ უნდა ვამაყობდეთ , რომ ათი საუკუნის წინ გვყავდა მეფე,  რომელმაც საქართველოს  გეოგრაფია უდიდეს პოლიტიკად აქცია, საქართველო იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი  სახელმწიფო გახდა. ჩვენ გვყავდა მეფე, რომელმაც გელათში აკადემია შექმნით, „მეორე იერუსალიმი და სხვა ათინა შექმნა“. მეფე, რომელმაც მწიგნობრობის   ახალი ეპოქა დაიწყო. იმ ეპოქაში დაუჯერებელ რამეს აკეთებდა. მის მიერ შექმნილი ობსერვატორიით ზეცის, სამყაროს შესწავლა დაიწყო. მეფე, რომელმაც რელიგია გაამეცნიერა და მეცნიერება გაარელიგიურა…

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დაიწერა დავით აღმაშენებელსა და მის ეპოქაზე, მეფეთ-მეფისა და დიდი სასულიერო მოძღვარის, გიორგი ჭყონდიდელის ურთიერთობაზე, მაინც როგორც ჩანს, მთავარი სათქმელი წინაა. დღევანდელი მსოფლიო პროცესები  და მეცნიერთა დასკვნა მსოფლიოს მომავალან დაკავშიირებით კონვერგენციის თეორია.) ამას ადასტურებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარსულში და წარსულით ცხოვრობს და წარსულით აზროვნებს ყველა, ვინც თვლის, რომ დავით აღმაშენებელი წარსულია. ქართულად მომართული და ზოგადკაცობრიული მასშტაბებით  მოაზროვნე  ადამიანისათვის – დავით აღმაშენებელი მომავალია.

ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ  დღეს  დავით აღმაშენებლის ქვეყანაში სოროსელები ბატონობდნენ და ქვეყანა ანტიქართული იდეოლოგიით იმართებოდეს!

მით უფრო, რომ დღევანდელი მსოფლიო პროცესების გათვალისწინებით,  თავად სამშობლოში სოროსი სახელმწიფო საშიშროებად გამოაცხადდა… საქართველოს ხელისუფალფა 90 პროცენტი კი სოროსით არის ნასაზრდოები და სოროსიზმით დაავადებული.  ჩვენი მდგომარეობა უმძიმესია. დღეს სოროსის წინააღდეგ ბრძოლა პოპულიზმია, სოროსელებისაგან განთავისუფლება კი,
ეროვნული საქმე.  ეს 8 თებერვალს,დავით აღმაშენებლის დღეს, გამოკვეთილად უნდა ვთქვათ და მოქმედებაც დავიწყოთ!! სწორედ ამ განწყობით მივემგზავრებით ხვალ გელათში!

ჩვენ ვამაყობთ, რომ „ქართული ერთობის დარბაზის“ უპირველესი დოკუმენტი – „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო“ რომელიც შეიქმნა საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით და ცნობილი ქართველი მოღვაწეების მონაწილეობით, სწორედ გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსის კედლებში იყო მიღებული. რომ ყოველთა ქართვლთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა     მსოფლიო კონგრესის პირველის სესია აქ ჩტარდა.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ გელათის კონგრესის სესიის იდეებსა და განწყობს შემოუერთდა „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული თანხმობისათვის“ და 1990 წლის  28 ოქტომბერს არჩეული პირველი ეროვნული უზენაესი საბჭოს   წევრთა უმრავლესობა.  ეს იდეები განვითარებას მიიღებს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის მარტის კონგრესზე, საქართველოს პირველი და მომდევნო პარლამენტების წევრთა გაერთიანებულ ფორუმზე, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ახალგაზრდობის ფორუმზე მაისის თვეში და „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის“ სესიებზე, რომელიც მაისში დაიწყება  და 30 ზე მეტი ქვეყნის 50-მდე ქალაქში გამართული სესიების შემდგომ, დასრულდება მსოფლიო კონგრესით, რომელიც მომავლის საქართველოს პროგრამას  მიიღებს. ამას სჭირდება სამთა ერთობა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების. პირველი ორი არის, ჩვენი სურვილია, ხელისუფლებამ წარმმართველის ფუნქცია მიიღოს და კონგრესიც და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის იუბილე დიდი ქართული ერთობით შედგეს და ის მთელმა მსოფლიომ იგრძნოს და დაინახოს.

სწორედ ამ განწყობით მიემგზავრება „ქართული ერთობის დარბაზის“, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის და პირველი უზენაესი საბჭოს დეპუტატთა  წარმომადგენლები  გელათში.  ხვალ  დილის 8 საათზე შეკრება მოხდება იმ ადგილას, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა. ღონისძიების მონაწილენი ქუთაისში ეახლებიან დიდი მეფის საფლავს და მუხლს მოიდრეკენ მის წინაშე.  გელათის აკადემიის შენობაში შედგება  მცირე სესია.  აქციის მონაწილეებს გათვალისწინებული აქვთ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე გამოხატონ მიუღებლობა მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით.

გელათში დაწყებული საუბარი გაგრძელდება სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“  ტრადიციულ  შეკრებაზე.

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *