პარტიის წევრად მიღების; რაიონული, საქალაქო, სამხარეო ორგანიზაციების შექმნის წესი
პოლიტიკური ძალა „თეთრების“ პოლიტიკური საქმიანობიდან, პრინციპებიდან, წევრთა შემადგენლობიდან გამომდინარე, ახალი წევრების მიღებისას რეკომენდატორობის პრიორიტეტი ენიჭებათ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე მოღვაწეებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი თავად არ არიან „თეთრების“ წევრები, ამასთან, საკმარისია მათი სიტყვიერი რეკომენდაცია, საორგანიზაციო ჯგუფის მიერ შესაბამისი მითითების თანხლებით.
პარტიის წევრის რეკომენდატორად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, მხატვარი, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს სახალხოდ აღიარებული წარმომადგენელი, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ხალხის პატივისცემითა და სიყვარულით დახუნძლული პიროვნება რეკომენდაციას გაუწევს მხოლოდ ღირსეულ მოქალაქეს იმ პარტიის წევრად მისაღებად, რომლისთვისაც გონება, სინდისი, ნამუსი უპირველესად აღიარებული პრიორიტეტებია.
პარტიის წევრად შეიძლება აგრეთვე მიღებულ იქნას საქართველოს, ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, პარტიის სხვა წევრის (ან წევრთა) რეკომენდირების და ადგილობრივი ორგანიზაციის დამტკიცების შემდეგ.
პარტიის დამფუძნებელთა საბჭოს წევრს უფლება აქვს წლის მანძილზე რეკომენდაცია გაუწიოს არაუმეტეს 20 კანდიდატს.
ქალაქებსა და რაიონებში, სადაც ჯერ არ არის შექმნილი „თეთრების“ ადგილობრივი ორგანიზაცია, პარტიის დამფუძნებელთა რეკომენდაციით და შემდგომი განმტკიცებით ყალიბდება საინიციატივო ჯგუფი, მინიმუმ 5 წევრის შემადგენლობით, რომელიც თავის მხრივ შესაბამისი საორგანიზაციო საქმიანობის საფუძველზე აყალიბებს რაიონულ (საქალაქო) ორგანიზაციას. საინიციატივო ჯგუფის თითოეული წევრი პარტიაში რეკომენდაციას უწევს ადგილობრივ 5 მოქალაქეს, ხოლო მათი პარტიაში მიღების შემდგომ, ისინი თავის მხრივ პარტიაში მიღების რეკომენდაციას უწევენ თითო წევრს, იმ დათქმით, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრი უფლებამოსილია გასცეს მხოლოდ ერთი რეკომენდაცია.
საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების 3-3 წევრის წარმომადგენლობით იქმნება სამხარეო ორგანიზაცია.
„თეთრები“ წარმოადგენს განსაკუთრებული დემოკრატიული პრინციპებით შექმნილ ორგანიზაციას, რაც გულისხმობს შიდაპარტიული დემოკრატიული ბალანსის დაცვის მიზნით პარტიაში მიღების ზემოთმოცემული შეზღუდვების დაწესებას
პარტიაში მიღების აღნიშნული მექანიზმი ხელს შეუწყობს ერთის მხრივ შიდაპარტიული დემოკრატიის, ხოლო მეორეს მხრივ – პარტიული დისციპლინის შემდგომი ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესს. ამ გზით პარტიას დაიცავს ცალკეული პიროვნებებისა თუ ჯგუფების არასასურველი გავლენისაგან და შესაძლებლობას მისცემს იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული კონსესუსის პრინციპებზე, რაც საფუძველთა საფუძველია პარტიული დემოკრატიისა.
politikuri partia `TeTrebi~
wevrobis kandidatis saregistracio ganacxadi
გვარი | |
სახელი | |
მამის სახელი | |
დაბადების თარიღი | |
დაბადების ადგილი | |
ოჯახური მდგომარეობა | |
განათლება | |
სპეციალობა | |
სამეცნიერო ხარისხი | |
სახელმწიფო ჯილდოები და სხვა დამსახურებები | |
სამუშაო ადგილი და თანამდებობა | |
ინფორმაცია სხვა პარტიის წევრობისა და მისი დატოვების თაობაზე | |
მისამართი | |
ტელეფონი | |
ელექტრონული საშუალებების საკონტაქტო მონაცემები | |
პირადი ნომერი | |
კანდიდატის ხელმოწერა | |
განაცხადის შევსების თარიღი |