ღირსებით ცხოვრება ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრეა!

 

ჩემი ფიქრები საშობაო ლიტურგიიდან დაბრუნების შემდეგ,როცა ვუყურებ მამა დავითსაც და სამების ტაძარსაც.

მთავარი ის კი არ არის,რომ საშობაო ლიტურგიას დაესწარი,არამედ იშვა თუ არა შენში კიდევ ერთხელ იესო და რა განწყობით დაბრუნდი სახლში,მიწიერ ცხოვრებაში!

დიდი პოეტი იყო სილეციუსი, რომელმაც თქვა : ქრისტე ათასჯერ რომ დაიბადოს ბეთლემში,თუ ყოველ შობას კიდევ ერთხელ შენში არ დაიბადა ,მაინც დაღუპული ხარ!

ქრისტე იშვა… გილოცავთ…გვიხაროდენ!

ჭეშმარიტება თავისუფლებაშია…
თავისუფლება-სინანულში,სიყვარულსა და პასუხისმგებლობაში!

წმიდა მამები ამბობენ:

“თავისუფლებისათვის სისხლის ფასად გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები!”

ზეციური ნათქვამია.

როგორია ბიბლიური ანუ ჭეშმარიატი თავისუფლება,როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი?

“ალალი,წრფელი,ღვთის მოშიში, ბოროტისაგან თავისუფალი”..

რა ბედნიერებაა!

ტაძარი,მით უფრო საშობაო წირვა-ლოცვის დროს ,საუკეთესო ადგილია შენი ცხოვრების ანალიზისა და გააზრებისთვის,სინანულისა და ზიარებისთვის…იმისთვის,რომ იფიქრო მომავალზე,მომავლის საქართველოზე და ეს სხვებსაც გაუზიარო….

ტაძარში ბევრი ვიფიქრე , როგორ მეთქვა ჩემი საშობაო და საახალწლო სათქმელი….დავრწმუნდი,რომ უკეთესად ვერ ვიტყვი,ვიდრე ეს შევძელი ორი ათასწლეულის გასაყარზე,როგორც ჩამოვაყალიბე 2000 და 2001 წლების საშობაო და საახალწლო მილოცვებში:

● სიყვარული აგვამაღლებს!

● ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვინც კარგ დროს ელოდება,ცუდს ახანგრძლივებს!

● პატიოსნება რომ შეინარჩუნო-ძალიან ძლიერი უნდა იყო და ცხოვრობდე პრინციპით:ნუ კითხულობ რად გაძლევს საქართველო,იკითხე რას აძლევ საქართველოს!

● ბედნიერია:…რწმენის კაცი… მართალი კაცი… შურზე და მტრობაზე ამაღლებული… ვინც ზნეობით ცხოვრობს…ვისთვისაც სინდისი ეს არის ,,გონებაი მამხილებელი.

მიუხედავად იმისა,რომ ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მომიწყო,ბევრჯერ გამლახა, მიწაზე მწარედ დამანარცხა , ამ პრინციპებს არ ვღალატობ,რამეთუ გაცნობიერებული მაქვს ბიბლიური სიბრძნე:

“უბედურება ის კი არ არის,რომ წაიქეცი,არამედ ის,რომ ადგომა არ გინდა”..

ამიტომ განსაცდელსაც გაგებით ვხვდებოდი,ვცდილობდი მასში სიკეთე დამენახა და არა ბოროტება და წაქცევასაც არ ვეგუებოდი-ვდგებოდი.

სწორედ ამ ძალამ გამაცნობიერებინა მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნეც:

● მთავარია სხვას კი არა საკუთარ თავს მოერიო ..

● უმჯობესია რამდენიმე მოაზროვნე,პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდეს ტაშს…

● თუ გინდა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნა,უნდა იცოდე მთავარი:შენ მსახური ხარ და არა უფროსი,უნდა იცხოვრო ეროვნული განწყობით და ზოგადკაცობრიული იდეალებით, მაგრამ იყო ხალხში ,გრძნობდე ხალხის განწყობას,ტკივილსა და სიხარულს იცხოვრო ხალხის ცხოვრებით..იყო ქვეყნის და ხალხის არა ხელისუფალი,არამედ ჭირისუფალი!

● თანამდებობა არ ამაღლებს ადამიანს,ადამიანი ამაღლებს თანამდებობას და ადამიანისთვის კი სიმდაბლით ამაღლებაა მთავარი

და კიდევ ერთი და მთავარი,რომლიც არ დავთმე უდიდესი რაოდენობის ოქრო-ვერცხლის და უმაღლესი თანამდებობის შემოთავაზების ფასად და არც მომავალში არ ვაპირებ:

“ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნისგადარჩენის სხვა გზა არ არსებობს – ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდაიმართებოდეს! ქართული არასდროს ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და ქვეყნის გარეთ მხსნელის ძებნა… გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთდა არა პატრონები! ”

მწამს და მჯერა,ღირსებით ცხოვრება ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრეა,რომელსაც ვერავინ წაგართმევს,ნაგრამ ყელაზე ძნელი და იმავდროულად ამაღლებულია…დაუმარცხებელია მხოლოდ სიმდაბლით ამაღლებული ადამიანი…ესაა ფილოსოფიური სიმაღლე და რაც უფრო ცდილობენ ამ სიმაღლიდან შენს გადმოგდებაზე თანამდებობაზე მყოფნი,მით უფრო მაღლა მიდიხარ,მაშინ როც თანამდებობრივ სიმაღლიდან გადმოვარდნილნი იმსხვრევიან და იმავე წამში არარაობანი ხდებიან..

ვიცი,კარგად ვიცი , რომ არც ერთ ტყვეობაში ყოფნა არ ვარგა, მაგრამ არაფერი სჯობს , როგორც დიდი მუხრანი ამბობს, „ზნეობის ტყვეობაში ცხოვრებას ..”

ვიცროვრებთ ღირსებით-ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!

ყოველივე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული…სწორედ ამ განწყობით დავწერე საუკუნეთა გასაყარზე ეს ორი საშობაო და საახალწლო მილოცვა.

ღმერთო მომეცი იმის ძალა,რომ ყოველ დღეს ვთქვა და ვთქვა და შევასრულო ერთი რამ პოეტ რეზო ამაშუკელის ლექსიდან:

“ისეთი დილა გათენდა-

მტერს რომ შევყროდი-

ალალ ძმასავით გავუღიმებდი!!

სიყვარული აგვამაღლებს!

უ კითხულობ, რას გვაძლევს საქართველო – იკითხე, რას აძლევ საქართველოს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *