გამოხმაურება – რეზო ბალანჩივაძე:თითქოს დაბეჩავდა ხალხი, თითქოს შეეგუა თავის მონობას…

‘ქართული ერთობის დარბაზის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი რეზო ბალანჩივაძე ეხმაურება თეთრების ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებას.“დუმილი ამ უზნეობაში მონაწილეობის ტოლფასია, ვიმოქმედოთ!” 

ბატონო თეიმურაზ! გულდასმით წავიკითხე თქვენი წერილი. ბრწყინვალე ანალიზია ჩვენი ქვეყნის 30- თუ 25 წლის ისტორიის.

სრული ჭეშმარიტებაა თქვენი ძირითადი თეზისი – ასეთ დროს დუმილი ამ უზნეობაში მონაწილეობის ტოლფასია. ყველაფერი ასეა! ყველაფერი სწორია, მაგრამ როგორ უნდა ეშველოს ამ საქმეს. რა დაძრავს ხალხის გულგრილობას, ინდიფერენტიზმს. თითქოს დაბეჩავდა ხალხი, თითქოს შეეგუა თავის მონობას. არადა, რა ხალხი. რა გენის, რა სისხლის, რა ჯიშის პატრონი. თქვენნაირი  ცოტათი დარჩით ჩემნაირი „ჩუმი პროტესტანტები“ ფაქტიურად ვერაფერს ცვლიან. რა გვეშველება არ ვიცი!”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *