(gmtv.ge)“დუმილი ამ უზნეობაში მონაწილეობის ტოლფასია, ვიმოქმედოთ!” თემურ შაშიაშვილი

 

“ქართული ერთობის დარბაზი”

საქართველოში უზნეო უმცირესობის დიქტატურაა ზნეობრივ უმრავლესობაზე! თითქმის 30 წელია, ასეთ ყოფაში ვართ. ეს უნდა დამთავრდეს! (პოზიცია დაფიქრებისა და ანალიზისათვის)

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერული ანალიზი, უმძიმესი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს: სიძულვილი და სიყვარული პოლიტიკაში – ერთნაირად დამანგრეველია ქვეყნის ინტერესებისათვის.

საქართველოში ან უზომოდ უყვართ, ან უზომოდ სძულთ: ამერიკა, რუსეთი, მთავრობა, ხელისუფლება ზოგადად, პოლიტიკური ლიდერი, რომელიმე კონკრეტული პარტია, ან პოლიტიკოსი. საქართველოს მოსახლეობა, ქვეყნის პოლიტიკა ზოგადად, ორი ერთმანეთისთვის საჭირო, მაგრამ ამავე დროს, ურთიერთსაწინააღმდეგო ჯგუფის დიქტატით ცხოვრობს. ერთში ამერიკის შეერთებული შტატების ფანატიკური სიყვარულია და რუსეთის ასეთივე სიძულვილი, მეორეს სიმპათიები რუსეთის მხარესა და ანტიპათია – ამერიკის. ერთი აფეტიშებს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე – ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას’. კარგია, რომ მეორე სჭარბობს, მაგრამ, ცუდია, რომ მოსახლეობის მართლაც, თავისუფალი ნაწილი, საქვეყნოდ მომართული ხალხი (ალბათ 80 პროცენტზე მეტი), რომელთაც ღირსება აქვთ და პოლიტიკური სიყვარულით, ან სიძულვილით არც საკუთარ თავს აყენებს შეურაცხყოფას და არც ქვეყანას, სამწუხაროდ, თავისი ინდიფერენტულობით ხელს უწყობს უმცირესობის დიქტატურას უმრავლესობაზე, ანუ, პირდაპირ თუ ირიბად თავისი ქვეყნის მოწინააღმდეგის როლში გამოდის.

პირდაპირ ვთქვათ – 25 წელია, საქართველოში უზნეო უმცირესობის დიქტატურაა ზნეობრივ უმრავლესობაზე. ბელადების მორჩილთა ბატონობაა თავისუფალ ადამიანებზე. გვინდა თუ არ გვინდა, რეალობა ასეთია.

პარადოქსია,რომ გარე ძალთა ჩარევის შედეგად,საქართველოს ხელისუფლება,მისი ვერტიკალის არც ერთი შტო არ არის ზნეობრივი უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი…

ზნეობრივი უმრავლესობის ინტერესებში არ შედის პარლამენტის მიერ მიღებული კანონების და სამთავრობო გადაწყვეტილებების აბსოლუტყლური უმრავლესობა. ზნეობრივ უმრავლესობას არ აწყობს ბოლო პერიოდში ადამიანის თავისუფლების სახელით მიღებული კანონები…პრაქტიკულად ამ კანონებმა შელახა ზნეობრივი უმრავლესობის უფლებები,ჩვენი ისტორია,ტრადიციები,ქართველებს გვართმევს საქართველოს,ეწევა ანტიბიბლიურ პროპაგანდას,ნარკოტიკებისა და გარყვნილობისკენ ექაჩება ახალგაზრდობას.ცოტაც და ზნეობრივი უმრავლესობა უმცირესობად და უზნეო უმცირესობა უმრავლესობად იქცევა. ეს არის იმის შედეგი,რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ქვეყნის ყველა ხელისუფლება იმართება ქვეყნის გარედან და ემსახურება არა ქვეყნის მოსახლეობას,არამედ გარე ძალთა ინტერესებს. ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ უზნეო უმცირესობის დიქტატურის პირობებში…ადრე ეს კეთდებოდა ხალხის სახელით,დღეს-ადამიანის უფლების სახელით.

დავფიქრდეთ! იქნებ დავიწყოთ მოქმედება რეალური თავისუფლებისათვის. ისტორიის სიღრმიდან მოდის დიდი სიბრძნე, რომელიც პოლიტიკოსთა შორის ყველაზე რაციონალურად უინსტონ ჩერჩილმა თქვა: ცუდ მთავრობებს კარგი ადამიანები ირჩევენ. ამას აკეთებენ არჩევნებზე არმისვლით. დამოუკიდებელი საქართველო სწორედ ასეთი სიყვარულის და სიძულვილის, თავისუფალი ადამიანების ინდიფერენტულობის და არჩევნებზე არმისვლის მსხვერპლია.

ასეთ დროს დუმილი ამ უზნეობაში მონაწილეობის ტოლფასია.

ვიმოქმედოთ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *