ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ… საგანგაშო ანალიზი

gerbi1რამდენიმე ციფრი ანალიზისა და დაფიქრებისათვის

• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება 76 აშშ დოლარი… – ისრაელში – 1477 , ფინეთში – 1940, გერმანიაში – 2548 ამერიკული დოლარი.

• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება ყველაზე ნაკლები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

• საქართველოში განათლებაზე იხარჯება რამდენჯერმე, ან გაცილებით ნაკლები, ვიდრე კითილმოწყობაზე, ვიდრე გზების დაგებაზე. ყველა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ჰყავს – პირიქითაა.

• საქართველოში სამთვრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო სტრუქტურების შენახვა ჯდება 1,8 -ჯერ მეტი, ვიდრე განათლება, 5-ჯერ მეტი, ვიდრე კულტურა და სპორტი, 3-ჯერ მეტი, ვიდრე ჯანდაცვა, 1,2-ჯერ მეტი, ვიდრე სოციალური დაცვა. ხელისუფლების ასეთ ქმედებასა და თავგასულობას ანალოგი არ აქვს მსოფლოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა დიქტატორულისა.

• საქართველოში ბენზინი ღირს 37,4 პროცენტით, ხორცი – 41,8 პროცენტით, კვერცხი – 24,4 პროცენტით, მოუხდელი რძე – 52,9 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში, მაშინ, როცა საქართველოში 10-ჯერ ნაკლებია საშუალო ხელფასი, ვიდრე ამერიკაში.

საშუალო ხელფასი
საქართველოში – 572,5 ლარი
ამერიკაში – 3202 დოლარი

• საქართველომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის უკანასკნელი 25 წლის პიკური მაჩვენებელის (1988წ.) მხოლოდ ნახევარს მიაღწია, მაშინ, როცა სომხეთმა 32,2 პროცენტით, აზერბაიჯანმა 78.5 პროცენტით გადააჭარბა. პოზიტიური მაჩვენებელი აქვს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, გარდა საქართველოსი.

• საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე10 ადგილზეა: ჩამოვჩებით ყველას, გარდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთისა.

• საქართველო ეკონომიკური განვითარების დონით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მე11 ადგილზეა. გვისწრებს თურქმენეთიც. ჩამოგვრჩება ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

• საქართველოში ხელისუფლებას მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკი და ყველაზე დაბალი პენსია აქვს დაწესებული. თუ საქართველოში იგი 48 ამერიკული აშშ დოლარია, სომხეთში – 65 დოლარს, აზერბაიჯანში 107 დოლარს, რუსეთში – 220 დოლარს აჭარბებს.

• საქართველო ჩამორჩება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს საშუალო ხელფასისა და საშუალო პენიის თანაფარდობითაც. ეს თანაფარდობაა : საქართველოში 15.2 პრცენტი, სომხეთში 20.1 პროცენტი, რუსეთში – 34. 2 პროცენტი, აზერბაიჯანში- 34.9 პროცენტი.

• საქართველო ერთადერთია ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაც, სადაც მასწავლებლის, კულტურის მოღვაწის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი.

• საქართველო ერთადერთია ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც სახელმწიფო სახსრებიდან გაცემულ მაქსიმალურ ხელფასსა და პენსიას შორის 200-300 ია და ზოგჯერ 400- საც აღწევს.

• საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია უმაღლესი განათლება, ყველაზე დაბალია სტიპენდია, ყველაზე ნაკლებია მეცნიერებაში ჩადებული თანხების მოცულობა.

13 მაისი 2010

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *