საქართველოს პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა არის ქუჩის არეულობის მოწყობის დიდოსტატი

საქართველოს პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა არის ქუჩის არეულობის მოწყობის დიდოსტატი,საქმის კეთების აზრზე არ არიან.

ეს კატასტროფაა!

გამოცდილება ადასტურებს,რომ ქუჩიდან მოსული ყოველი ხელისუფლება – წინაზე უარესი,წინაზე ვერაგი,წინაზე ხარბია…

ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ არა ქუჩით, მით უფრო,არა გუნდით,სადაც ნაცმოძრაობის რომელიმე პოლიტიკური პარტია იქნება.

ჩვენი პოზიცია აქციების დაწყების პირველივე დღეს გამოვაქვეყნეთ.დღეს გაცილებით მეტად ვარ დარწმუნებული,რომ ამ სიბინძურის სცენარი დაწერილია ქვეყნის გარეთ მიზნად ისახავს ქართულის წაშლას.ამის დიდი დასტურია ისიც,რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა მოწოდება პარტიებისადმი.

ამაზე დიდი ვერაგობა ვერც კი წარმომიდგენია.ქვეყნის მტრებს ყელზე ადგათ ჩვენი მართლმადიდებლობა და პატრიარქის დიდი ავტორიტეტი.

ხალხი არა თუ არ უნდა გახდეს,ამ მზაკვრული გეგმის მონაწილე, საერთოდ არ უნდა გააკაროს ხელისუფლებას არც ერთი ის პარტია და პოლიტიკოსი,რომელუც იზიარებს ქუჩით ხელისულების შეცვლის იდეას..ისინი ქვყნის გარედან იმართებიან და ფინანსდებიან..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *