ჩვენთან წარმატებული – სუსტების ორგანიზებული ბრძოლაა ძლიერთა წინააღმდეგ

საერთოდ, მთავარია პოლიტიკური ნება და საქართველოში სასწაულიც კი არ გაგვიკვირდება. რამდენიმე მარტივ მაგალითს მოვიყვან დაფიქრებისათვის.

ქუთაისის მერად ჩემი ყოფნის პერიოდში, ერთ პატარა საქაბაბესაც კი მეტი ბრუნვა ჰქონდა ვიდრე აჭარის უნიკალურ კურორტ ქობულეთს ჰქონდა ნაჩვენები.

თბილისელებს ტრანსპორტში ყვლეფდნენ – ორი-სამჯერ ძვირს ახდევინებდნენ, ვიდრე ქუთაისში და მილიონზე მეტი მოსახლეობის ქალაქის სატრანსპორტო სისტემას გაცილებით ნაკლები შეჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ვიდრე 170 ათასიანი და იაფი ტრანსპორტის ქუთაისს.

იმ წლებში 5 მილიონი სახელმწიფო სახსრებით გავაკეთეთ თითქმის ათჯერ მეტი, ვიდრე დღეს 64 მილიონიანი უცხოური სესხით აკეთებენ წყალმომარაგების სისტემაში.

საქართველოში ასეთი და უკეთესი უამრავი კარგი კონკრეტული მაგალითი და გამოცდილებაა. მაგრამ ვის აინტერესებს? ჩვენთან წარმატებული – სუსტების ორგანიზებული ბრძოლაა ძლიერთა წინააღმდეგ.

(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: დარწმუნებული ვარ, შევარდნაძის არქივში იქნება პასუხი ამ კითხვაზე!

თემურ შაშიაშვილის ქუთაისის ხელმძღვანელობის პერიოდში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *