ნიაზ დავითაძე: ნამდვილად ყველაზე რეალური და გამართლებული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ბატონი თემურ შაშიაშვილი

ნამდვილად ყველაზე რეალური და გამართლებული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ბატონი თემურ შაშიაშვილი, თუ საქართველოს მოსახლეობა გონიერებას და კეთილსინდისიერებას გამოიჩენენ საარჩევნო ყუთებთან და სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთებენ რეალურ და ობიექტიურ არჩევანს!…

განმეორებით ვაზიარებ ჩემი ერთერთი პოსტ-კომენტარის ასლს ბატონ თეიმურაზის მიმართ:

ამერიკის ადმინისტრაციის, პენტაგონისა და ცრუ-ს „დავერბოვკებულ“ და მოსყიდულ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდებში თუ კი ვინმე იყო ხელმძღვანელებიდან ერთერთი საუკეთესო, უძლიერესი, უპატიოსნესი, კეთილსინდისიერი, პრინციპულიცა და უკეთილშობილესიც, სამართლიანი და ობიექტურიც, ხალხზე ორიენტირებული და ხალხის ინტერესებზე მზრუნველი, ეს იყო ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, მე მიკვირს შევარდნაძის შემდგომი არც ერთი ხელისუფლებები ამ ფენომენ პიროვნებას გვერდში არ იყენებენ, რომელსაც ხელეწიფება და შეუძლია ნებისმიერი დარგი და სტრუქტურა ჩაიბაროს, თუნდაც წარუმატებელი და განადგურებული…  ფეხზე დააყენოს, მისი შემოქმედებითი მიდგომებითა და უნარიანი ხელმძღვანელობით, უდიდეს წარმატებებს მიაღწიოს და ქვეყანას და მოსახლეობას უდიდესი სარგებელი და სიკეთე მოუტანოს, მაგრამ რატომღაც არა, ასეთ კეთილსინდისიერ კადრებზე ორიენტაციას არ ახდენენ, არც „ნაციონალებმა“ გამოიყენეს იმიტომ, რომ მათ ასეთი არაზონდერ-კრიმინალ-რეკეტიორი ხელმძღვანელი კადრი არ აწყობდათ, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებაც, რომ დასაწინაურებელ კადრებს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნაცბანდ-რეკეტ-ზონდერ-კრიმინალებში ეძებენ და იქედან ცხვრის ტყავში გახვეული მგლები პორტირებით გადმოყავთ, ეს ნამდვილად ვერ გამიგია, როგორ შეიძლება მაგათი ნდობა, როგორც ყოფილი „კგბშნიკი“ არ არსებობს, ისევე არ არსებობს ყოფილი „ნაციონალები“!…

სხვათა შორის ბატონ თეიმურაზს არც მხედრიონელებისა და გვარდიელების ბანდფორმირებები არ შეუშვია ქუთაისში მის დროს, იგი მედგრად გადაუდგა და მათ ვერ ძარცვეს და ვერ აყაჩაღეს ქუთაისელები ისე, როგორც სამეგრელოში და სხვა რეგიონებშიც, აჭარის გარდა!!!…

უღრმესი მადლობა ტვ 12-ის ხელმძღვანელობას, ბატონ ჯემალ მეგრელიძეს საინტერესო და შინაარსიანი გადაცემის მომზადებაში, წარმართვაში და ამ დონისა დამსახურების, ღვაწლმოსილი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ბატონ თეიურაზ შაშიაშვილის მოწვევაში და მისი ბრძნული ინტერვიუებითა და მოსაზრებებით მაყურებლები კმაყოფილებებიცა ვართ და აღფრთოვანებულებიც!

იხ(ვიდეო) თემურ შაშიაშვილი ბათუმის ტელევიზია “ტვ 12” ის პაატა შავაძის საავტორო გადაცემაში “ზღვარი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *