ამ ეტაპზე ქვეყნისთვის მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

gerbi1

იშვიათ გამონაკლისს გარდა, ყველა მძიმედ შეხვდა ჩვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში კი არა, ჩასაფრებაში გადავიდა. ყოველი დღე ადასტურებს, რომ ეს პარტია ფიქრობს არა ქვეყანაზე, არამედ ხელისუფლების დაბრუნებაზე საეჭვო გზებით, რაც პრაქტიკულად არის ნგრევის გაგრძელება.

„თეთრების“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ახალი ხელისუფლებისადმი საჯარო მიმართვის მომზადების თაობაზე. ჩვენ ამ დოკუმენტის პროექტის განხილვას პარტიაში დაახლოებით 15 ნოემბერს დავიწყებთ და შეთანხმების შემდგომ წარვუდგენთ მთავრობას და საზოგადოებას.

„თეთრებმა“ დასაწყისშივე ვთქვით, რომ პროგრამა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ წარმოადგინა და რომელიც შემდგომ განთავსდა პრემიერ-მინისტრის საპროგრამო სიტყვაში, არის მომავლის საქართველოს პროგრამა, მაგრამ ნებისმიერი, ყველაზე სრულყოფილი და ძლიერი პროგრამაც, კი განწირულია ჩასაფრებული პოლიტიკური ოპოზიციის პირობებში.

საბოტაჟზე საუბრის დაწყებისას ბევრი დაეჭვდა, ხომ არ იყო ეს გარკვეული უიმედობის ნიშანი.
უიმედობა ——– ილუზიებშია,
იმედი ————- რეალობაში
ჩვენ რეალობის ფიქსირება მოვახდინეთ, ესე იგი იმედიანად შევყურებთ მომავალს.

პოლიტიკური ოპოზიცია საჭიროა, მაგრამ არა ჩასაფრებული, ორგული და მუხთალი. დღეს საქართველოს, „ქართულ ოცნებას“ ჰაერივით სჭირდება ქვეყანაზე დაფიქრებული ოპოზიცია. აშკარაა, რომ ამ როლის შესრულება არ შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“. იგი იყო და რჩება მნგრეველი ბუნების პოლიტიკურ ძალად.
პოლიტსაბჭოში შევთანხმდით, რომ სწორედ მოცემული პოსტულატები იქნება ჩვენი დოკუმენტის საყრდენი

ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით. ამ ეტაპზე მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
1. მოწვეულ იქნან უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ – საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ;
2.მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობთ ვინმეს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას, ვგულისხმობთ პოლიტიკურ სასამართლოს – „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიურ გაასამართლებას. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
3.აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, ან ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი იმავე მიზნით.

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო:

თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი

ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი

ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი

ინგა კაპანაძე ექიმი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე

ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი

მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)

მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში

ვთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

იორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი

2012 წლის 31 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *