თამაზ ჭეიშვილი: ოპოზიციამ მაშინ გაგვწირა!

პრეზიდენტობის ამ 46 კანდიდატიდან ,რეალურია ,ხოლოდ ორი:ქალბატონი ზურაბიშვილი და ბატონი შაშიაშვილი!თანაც,ნახეთ,მისტიკასავით გამოდის: ბონდო ქურდაძის გაქცევას ემიგრაციაში აქტიურად შეუწყო ხელი სწორედ ამ ორმა პოლიტიკოსმა,ბატონმა თეიმურაზმა და ქალბატონმა სალომემ!

თბილისიდან წასვლის,ანუ გაქცევის დროს საკუთარი უკანასკნელი გროშები უბოძა, დევნილი რედაქტორის ოჯახს,თეიმურაზ შაშიაშვილმა,რომ ის აქ არ მოეკლათ,ან საპყრობილეში არ ჩაეგდოთ! სწორედ შაშიაშვილის ფულით აღებული ბილეთებით მოახერხეს კიევში გადაფრენა,ბონდომ,მისმა მეუღლემ და სამმა შვილმა.ბატონი თეიმურაზის მეგობრები კიევშიც დაეხმარენ ქურდაძის ოჯახს.ხოლო დიდი თავგადასავლების გამოვლის შემდეგ,პარიზში ჩასული დატანჯული ოჯახი თუ უსწრაფესად მოეწყო ადამიანურ პირობებში,სწორედ ქალბატონი სალომეს ავტორიტეტის დამსახურებაა!

მინდა შეგახსენოთ:2010 წლის მარტში,როცა საკნების აქციის დროს,თავი გავწირეთ ექვსმა ჟურნალისტმა(დიახ,თავი გავწირეთ!) და პირდაპირ პარლამენტის წინ დავიწყეთ,,ანტინაცისტური შანსის,, გამოშვება უფულოდ,უოფისოდ,უკომპიუტეროდ,მაშინდელი ოპოზიციონერებიდან მხოლოდ თეიმურაზ შაშიაშვილი და ზოგჯერ ადა მარშანია გვაქცევდა ყურადღებას!მაშინ თბილისში, სტუმრად იყო ჩამოსული,ქეთი დილიძის მეგობარი,დიდი ბრიტანეთის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ჰილარი ვუდი,სწორედ ის თარგმნიდა ყველაზე,,მჭახე,, მასალებს ქართულიდან ინგლისურად და ,,შანსი,, – ს მიეცა შანსი, ხმა მიეწვდინა მსოფლიოსთვის.უცხოელი ჟურნალისტები გაზეთის ელექტრონულ ვერსიას პლანეტის სხვადასხვა კუთხეში აგზავნიდნენ!

დანარჩენმა ოპოზიციონერებმა,პირდაპირ ვიტყვი, გაგვწირეს!

გულწრფელად ვუსურვებ ამ ორ ღვთისნიერ პოლიტიკოსს წარმატებას,საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში!

თამაზ ჭეიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *