ნაცმოძრაობა – თავის ადგილზე!

პარტია „თეთრების“ საგანგებო პოლიტიკური განცხადება

 

gerbi1ეს უნდა ითქვას სწორედ დღეს. ითქვას ის, რასაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, მაგრამ ცოტა ამბობს: „ნაცმოძრაობა“ გაცილებით საშიში გახდა!

ჩვენ, პოლიტიკოსებს – რომლებიც არასდროს. არც ერთი წუთით არ ვყოფილვართ ნაცისტური პარტიის წევრები, რომლებსაც არც ერთი წუთით არ გვითანამშრომლია ნაცისტურ რეჟიმთან, რომლებიც ჯერ კიდევ მათი ხელისუფლებაში მოსვლამდე ვაფრთხილებდით საზოგადოებას მათი ლიდერების ფსიქო-პათოლოგიური გადახრების შესახებ – მორალური უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ნაცმოძრაობისაგან ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება;

მოვითხოვოთ, ვინაიდან – საკუთარი ერის წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებით მათ მომავალი მოუსპეს ახალგაზრდა თაობას, საარსებო მინიმუმი წაართვეს ორმოც წელს გადაცილებილ მოსახლეობას, პრაქტიკულად გაანადგურეს ქართული მეცნიერება, განათლება, კულტურა, ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ისე ერის არა ერთ სახელოვან შვილს – მეცნიერს, ხელოვანს, პოლიტიკოსს;

მოვითხოვოთ, ვინაიდან – ნაცისტური პარტიის წევრთა დარჩენა საპარლამენტო სავარძლებში გახლავთ ურცხვი, თავხედური გაყალბების და არა ალალი პოლიტიკური ბრძოლის, არა ხალხისაგან მათი აღიარების შედეგი;

მოვითხოვოთ, ვინაიდან – მათი საბოლოო ჩამოცილება პოლიტიკური არენიდან იქნება არა დევნა, არა რევანში, არამედ პოლიტიკური სამართლიანობის აღსრულების აქტი;

მოვითხოვოთ, ვინაიდან – ბოლო არჩევნების რეალური (!) და არა ცესკოს დაფიქსირებული შედეგი გახლავთ სრულიად საქართველოს ხალხის და არა მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური ერთეულის გამარჯვება. არჩევნები დოკუმენტურად გაყალბდა. გაყალბდა ტოტალურად. საინტერესოა, რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ საქართველოში მოხდა ის, რაც არ მომხდარა არც ერთ დროში, არც ერთ სახელმწიფოში – არჩევნების გზით წავა დიქტატორი, არჩევნების გზით წავა დამნაშავე რეჟიმი.

რეალობაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ მალე დეპუტატის ხელშეუხებლობით აღიჭურვებიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, ორგანიზებული ეკონომიკური დანაშაულის მთავარი მოქმედი პირები, საქართველოს სახელმწიფოსადმი უდიდესი ზიანის მიმყენებელი მაღალი რანგის მოხელეები.

* * *

პრეზიდენტად წოდებულისაგან ოპოზიციაში გადასვლის განცხადება – ეს არის პოლიტიკური ჟონგლიორობისა და იდეოლოგიური ტაკიმასხარობის უნიკალური მაგალითი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია პოლიტიკურ ისტორიაში. მას შეუძლია თავი ჩათვალოს ოპოზიციად, ეს მისი არჩევანია. მაგრამ სააკაშვილის ოპოზიციონერად აღიარება იქნება საქართველოს ხალხის სირცხვილი და ქვეყნისათვის დიდი საფრთხის შემცველი პრეცედენტი.

პრეზიდენტი და მისი გუნდი არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის თავისი ბუნებით იქნება არა ქართველ ხალხზე მზრუნველი, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ჩასაფრებული, პროცესების სწორად განვითარების წინააღმდეგი, გაცილებით უფრო საშიში, ვიდრე ოდესმე იყო, გაბოროტებულ ადამიანთა ერთობა.

თუმც უნდა ვაღიაროთ, რომ უცხოელთა დაკვეთით ექსპერიმენტების ჩამტარებელი სააკაშვილი და მისი პოლიტბანდა ყოველთვის იყო ოპოზიცია – მხოლოდ არა პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ ოპოზიცია ქართული აზროვნებისა, ქართული სულისა, ქართული სახელმწიფოებრიობისა.

რაც შეეხება მისგან ჩამოყალიბებული პარტიის ოპოზიციონერობას:

– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან წარსულისა და აწმყოს გამო მას არ შეიძელბა პატივს სცემდეს ღირსეული საზოგადოება;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან მან ათი წლის მანძილზე ვერ შეძლო ოპონირების რეჟიმში თანამშრომლობა ვერც ერთ პოლიტიკურ ოპონენტთან ვერც ერთ საკითხზე;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ოპოზიცია საზოგადოდ მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლით იცავს მოსახლეობის ინტერესებს. ნაცმოძრაობის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვა ათწლეულის და მეტი ხნის მანძილზე კარგად ნახა ქართველმა ხალხმა;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის თავისი არსით არის არა პოლიტიკოსთა, არამედ ქვეყნის და კაცობრიობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩამდენთა თავყრილობა. დამნაშავე პოლიტიკური ძალისათვის ოპოზიციის ნიშის დაკავების შესაძლებლობის მიცემა გახდება სერიოზული ეჭვის საგანი ქართველი ხალხის ზურგს უკან გარკვეული პოლიტიკური გარიგებების შესაძლო დაშვებისა;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან საქართველოს საზოგადოებისაგან ეჭვმიტანილია ახალგაზრდების სერიული წამებისა და მკვლელობების დაგეგმვაში,განხორციელებაში და სადისტ მკვლელთა მფარველობაში;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან მისი დარჩენა ქვეყნის პოლიტიკურ არეალში გამოიწვევს სახელმწიფოს შესვლას კონსტიტუციურ ჩიხში, პოლიტიკურ კრიზისს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, მოქალაქეობრივ ამბოხს;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის აყალბებდა, დღესაც (!) აყალბებს და კვლავაც გააყალბებს პოლიტიკურ პროცესებს;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ნაძალადევი და შერყვნილი კონსტიტუციის სრული დაცვით პრეზიდენტად წოდებული მოქალაქე სააკაშვილი შეძლებს პარლამენტის დათხოვნით პოლიტიკურ გადატრიალებას და ერის დიდი გამარჯვების სრულ ანულირებას.
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის არ არის კლასიკური პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია. ის გახლავთ კლანური პრინციპით შექმნილი სექტა. ყოველი სექტა კი ჩაკეტილი, დანაშაულით ურთიერთდაკავშირებულთა კრებულია, მხოლოდ საკუთარი წესებით ფუნქციონირებადი და სექტის გარეთ მდგომთათვის უაღრესად საშიში გაერთიანება. სექტას, სახელად „ნაცმოძრაობა“, დამარცხებულს და დემორალიზებულს, დღესაც კი მოაქვს ფრიად ხელშესახები ნგრევა ქართულ პოლიტიკაში. ის არანაკლებ მავნე იქნება ქართული სახელმწიფოსათვის, ვიდრე გახლდათ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.

ქართველთაგან – დამარცხებული, უცხოელთაგან – მიტოვებული:
– არ შეიძლება ოპოზიციად ითვლებოდეს ქვეყნის და ერის აბსურდის რეალობაში ჩამგდები;
-არ შეიძლება ოპოზიციად ითვლებოდეს სახელმწიფოში მრავალწლიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი კრიზისის ორგანიზატორი და განმხორციელებელი;
– არ შეიძლება ოპოზიციად ითვლებოდეს საკუთარი ერის წინააღმდეგ ათწლეულის მანძილზე ხისტი და სასტიკი სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, იდეოლოგიური პოლიტიკის გამტარებელი.

* * *

ჩვენ, „თეთრებმა“, რომლებმაც წლების მანძილზე მეცნიერებთან ერთობლივი შრომით შევქმენით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის კომპლექსური ანალიზი, რომლის საფუძველზე დავასკვენით, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს გენოციდს მისი გამოვლინების ყველა ფორმით, პოლიტკორექტულობის სრული დაცვით ამ პრობლემებზე არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, რომელმაც პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალა. ჩვენს ხელთ არსებული მასალებით შევქმენით „მხილების მუზეუმი“, რომლისაც ხელისუფლებას ისე შეეშინდა, რომ ექსპონატები 2011 წლის 26 მაისის შემდეგ დაპატიმრებული აქვს. არსებული უმძიმესი ანალიტიკური მასალების მპყრობელთ, უფლება არ გვქონდა ჩუმად ვყოფილიყავით. ამიტომაც, სწორედ ჩვენ ვიყავით იმპიჩმენტის ინიციატორები და ავტორები.

რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, ფიქრობს საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ამბობს კი – ცოტა. შეიძლება სწორედ ამაშია პოლიტიკის სიბრძნე და დიპლომატია. მაგრამ დღეს გაჩუმება არ შეიძლება, თუნდაც რადიაკლიზმის ეს გამოვლენა ხვალ ჩვენს პარტიას საზიანოდ შემოუბრუნდეს , ვინაიდან , დარწმუნებულნი ვართ, ჩვენი სიტყვა და საქმე ქვეყანას არგებს.

* * *

ჩვენ, „თეთრები“, ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემაზე, ზემოაღნიშნულ პოზიციებიდან ვსაუბრობთ დღიდან დაარსებისა. ჩვენ, „თეთრებმა“, ჯერ კიდევ 2009 წელს ჩამოვაყალიბეთ ფორმით ოცდახუთი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, არსით კი – მმართველი ძალის პოლიტიკური ბრალდება, რომელსაც „ღირსების ულტიმატუმი“ ვუწოდეთ და რომელიც ათობით პარტიის, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ოპრგანიზაციის, 2 000 მეცნიერის, ხელოვანის და ქართველი ხალხის პატივისცემით აღვსილი თანამემამულის ხელისმოწერით გადავეცით პრეზიდენტის კანცელარიას.
ჩვენი მოთხოვნა არის თანმიმდევრული, დაჟინებული, უკომპრომისო – ნაცმოძრაობა, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე.

ჩვენ, „თეთრები“ , რომლებიც ამ გამარჯვებაში ქართველ ხალხთან ერთად ვიყავით დღესაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ბატონ ივანიშვილს ძალუძს ნეონაცისტური პარტიის საბოლოო ჩამოცილება ქართული პოლიტიკური სივრცისაგან, არ აპატიებს მათ გაყალბებას, ძალადობას, ერის მასიურ შეურაცხყოფას.
– ეს არ არის პოლიტიკური რევანშის მოთხოვნა,
– ეს არ არის პოლიტიკური სულსწრაფობის გამოვლინება,
– ეს არ არის პოლიტიკური მაქსიმალიზმისაკენ სწრაფვა
ეს არის საზოგადოებისაგან ინიცირებული და იმპულსირებული ხალხის ნება

ეს არის ბოლომდე დაცვის წყურვილი იმ დიდი გამარჯვებისა, რომელიც ემყარება ოთხ პოლიტიკურ საყრდენს:
პირველი-სააკაშვილის სულელური ქმედებები
მეორე – ივანიშვილის სწორი, გათვლილი მოქმედება;
მესამე – აშშ და ევროპის სწორი პოზიცია და რუსეთის ჩაურევლობა ;
მეოთხე, და უმთავრესი – საქართველოს ხალხი, ახალგაზრდობა, რომელიც ქვეყნისათვის კრიტიკულ მომენტში სასწაულმოქმედი ხდება

ჩვენი დასკვნა ემყარება პოლიტიკური პროცესების ანალიზს და იგი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

პირველი – გაკეთდეს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის კომპლექსური ანალიზი. ამ ანალიზმა პასუხი უნდა გასცეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებულ ორ ურთიერთდაპირისპირებულ შეფასებას: ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანა წარმატებულზე წარმატებულია, აყვავდა, აშენდა, ხოლო ოპოზიცია ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს-მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ქვეყანა პრაქტიკულად განადგურდა და ნგრევის პროცესი არნახული პროგრესით ძლიერდება.
იმისათვის, რომ კომპლექსური ანალიზის მიმართ ნდობა, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე გარეთ მაღალი იყოს, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ანალიზი უნდა გაკეთდეს მსოფლიოში ცნობილ ექსპერტთა და ანალიტიკოსთა მონაწილეობით.

მეორე – მოეწყოს მოქმედი ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ საჯარო გასამართლება კონკრეტულ ანალიტიკურ და მამხილებელ დოკუმენტებზე დაყრდნობით.
ჩვენ ვთვლით, რომ ამ მიზნით ყველაზე ეფექტური იქნება ამოქმედდეს პროექტი „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ .

მესამე – ჩვენ ვთვლით, რომ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი წელი – ეს არის ქვეყნის ნგრევის გაგრძელება, საჭირო მომენტში და საჭირო დროს ქვეყნის დესტაბილიზაციის საშიშროება.
თუ სააკაშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე, მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს საქართველოს პარლამენტი, ჩვენი წინადადებაა მოეწყოს რეფერენდუმი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ჩვენ „თეთრები“ ვიყავით ამ ბოლო წინადადების ინიციატორი და ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით შეიქმნა იმპიჩმენტის სრულყოფილი დოკუმენტი.

„ნაცმოძრაობა“ პრეზიდენტი თავიანთ ადგილს ხედავენ ოპოზიციაში. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი გადავიდნენ არა ოპოზიციაში, არამედ ჩასაფრებაში და ჩასაფრებით ამზადებენ რევანშს. სწორედ ამიტომ მათი ადგილი არის საბრალდებო სკამზე და არა ოპოზიციაში.

საქართველოს მომავალი არია დაკავშირებული ორი რამის გამორიცხვასთან: მოქმედი ხელისუფლების რევანშიზმთან და მომავალი ხელისუფლების რევანშიზმთან. მომავალი ხელიუსფლების რევანშიზმის გამორიცხვის დადასტურება იქნება ქვეყანაშირეალური დემოკრატიული პროცესების განვითარება, ხოლო დღეს მოქმედი ხელისუფლების რევანშიზმი უნდა გამოირიცხოს მისი საჯარო და საერთაშორისო პრონციპებით მოწყობილი გასამართლებით.

პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო:

თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი

ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი

ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი

ინგა კაპანაძე ექიმი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე

ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი

მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)

მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში

ავთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

გიორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი

 

 

პ.ს. განცხადება გაჟღერებული იქნა საგანგებო ბრიფინგზე 2012 წლის 5 ოქტომბერს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *