თამაზ ჭეიშვილი: “ღირსების ულტიმატუმი” თითქმის ასი პროცენტით ემთხვევა ივანიშვილის პროგრამას…

 

tamaz cheishvili surati2009 წლის 23 ნოემბერს, მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მაღალპროფესიონალური, რეალური პროგრამა სახელწოდებით „ღირსების ულტიმატუმი“, რომელსაც ხელს აწერდა 2000 მეცნიერი, ეკონომიკის დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ხელოვნების მოღვაწეები და სხვა მოქალაქეები, რომელთათვისაც სულ ერთი არ იყო სამშობლოს ყოფნა არყოფნის ბედი „ღირსების ულტიმატუმი“ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გაეგზავნა. მას რომ წაეკითხა ქვეყნის გადარჩენის ეს პროგრამა და აემოქმედებინა, მასში ჩამოყალიბებული პუნქტების თუნდაც ნახევარი, ალბათ დღეს სულ სხვა სურათი იქნებოდა… მაგრამ ჩანს მიხეილ სააკაშვილი იმ დროისათვის „ღრმა კრიმინალურ კოლაფსში“ იმყოფებოდა და ამიტომაც „თეთრების“ პატრიოტული ჩანაფიქრი არ განხორციელდა… გავიდა დრო, ქვეყანას მოევლინა ღვთისნიერი ადამიანი, მდიდარი მეცენატი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც იკისრა სამშობლოს გადარჩენა.

მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში და პირველად ზვიადის შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, მშვიდობიანი, ცივილიზებული ფორმით შეძლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვება. დღეისათვის, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ უმცირესობას წარმოადეგნს გაყალბებისა და მაფიოზურ-კრიმინალური საქმიანობის კლანის გუნდი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები არიან…

ამ მოკლე ისტორიაში“ ერთი საოცარი ფაქტია მეტად ყურადსაღები, რომელიც მისტიკის სფეროს საგანს უფრო წარმოადგენს… არ ვიცი, დამთხვევა იყო, თუ აუხსნელი წინასწარმეტყველება, თემურ შაშიაშვილისა და მისი გუნდის „ღირსების ულტიმატუმი“ თითქმის ასი პროცენტით ემთხვევა ივანიშვილის ხელისუფლების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სახელმწიფო სამოქმედო პროგრამას… რომელმაც რეალურად უნდა გადაარჩინოს საქართველო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით… არა და ანალოგიური პროგრამა 2009 წელს შეიქმნა, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ფიქრობდა პოლიტიკაზე, ხოლო ქვეყანაში გამეფებული იყო შიში, ტერორი და განუკითაობა, ასეთ პირობებში, „თეთრების“ მიერ განხორციელებული პატრიოტული აქტი გმირობის ტოლფასია…

 

თამაზ ჭეიშვილი

ასავალ-დასავალი

2012 წლის 24 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *