სააკაშვილის მხარდაჭერა დღეს საქართველოსა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფის ტოლფასია

gerbi1როგორც მოვლენათა განვითარება ადასტურებს, საქართველოსთვის დღეს უპირველესია კარგად გაირკვეს, ვის რა ინტერესი აქვს ქვეყანაში ქვეყნის გარედან.

ნამდვილი მეგობრების პრობლემა მუდმივად ჰქონდა საქართველოს. დღეს ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ჩვენ ბევრი გვყავს ნამდვილი მეგობარი, გაცილებით მეტი პოტენციური მეგობარი და სამწუხაროდ ჩვენ მეგობრებად ვთვლით მათ, ვისაც ჩვენ ვჭირდებით.

ნამდვილი მეგობრისათვის, მტკივნეული იყო ყველაფერი ის, რაც ხდებოდა წლების მანძილზე  საქართველოში დაწყებული მოსახლეობის გენოციდით, გაგრძელებული პოლიტიზებული სასამართლოთი და მედიით,  დამთავრებული გამხეცებული ხელისუფლებით, რომელმაც ხალხის მსახურების ნაცვლად ხალხივე აქცია თავის მსახურად და ღარიბ,  გაღატაკებულ ქვეყანაში გარედან შემოსული ინვესტიციების და დახმარების მეშვეობით ფუფუნებით ცხოვრება მოიწყო.

ვიტყვი მოკლედ და პირდაპირ: არ არის საქართველოს მეგობარი ნებისმიერი სახელმწიფოს ის ხელისუფალი, თუ პოლიტიკოსი, რომელიც ყველაფერი იმის შემდგომ, რაც მოკლე პერიოდში გამოვლინდა „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებების სახით- მხარს უჭერს სააკაშვილს.

მეცნიერთა ჯგუფმა 200-ზე მეტი  ფაქტი  დაასახელა სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთი მათგანისთვისაც  კი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში  ხელისუფალს და ხელისუფლებას უნდობლობას გამოუცხადებდნენ.

მე, როგორც საქართველოს ერთ მოქალაქეს, გული მწყდება, რომ ბატონი რასმუსენი შეურაცხყოფილად არ თვლის თავს, იმის გამო, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გამდიდრების მნიშვნელოვან წყაროს სწორედ სამხედრო ხაზით შემოსული ინვესტიციები წარმოადგენდა, რომ ყველაზე მდიდარი ადამიანები საქართველოში სწორედ ყოფილი სამხედრო მინისტრები არიან დაწყებული ბეჟუაშვილით ბარამიძით, ოქრუაშვილით და დამთავრებული შაშკინით,  კეზერაშვილით და ახალაიათი.

პოლიტიზებული მგონია ბატონი რასმუსენის შეშფოთება საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებით. შეშფოთებული ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც რასმუსენის შეფასებებით.

დრო ადასტურებს, რომ ქვეყნის მომავალი იმ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება. დრო ადასტურებს, რომ საქართველოს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა  ქვეყნის ბედი გაცილებით მეტად წყდება ქვეყნის შიგნით, ვიდრე ქვეყნის გარეთ. დრო ადასტურებს, რომ რაც უფრო ღირსებით დავდგებით საქართველოსათვის მით უფრო ღირსეული მეგობრები გაგვიჩნდებიან ქვეყნის გარეთ.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ამ ეტაპზე ქვეყნისთვის მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება  სამი მიმართულებით:

1. მოწვეულ იქნან უცხოელი ექსპერტები და მათ შეისწავლონ – საქართველო აყვავდა, როგორც ამას სააკაშვილი და მისი მფარველები ამბობენ, თუ დაიქცა, როგორც ამას ქართველი მეცნიერებისა და ექსპერტების დასკვნები ამტკიცებენ;

2.მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლება. არ ვგულისხმობთ ვინმეს მიმართ რეპრესიული ზომების მიღებას, ვგულისხმობთ პოლიტიკურ სასამართლოს – „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიურ გაასამართლებას. შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.

3.აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში, ან ჩატარდეს საერთო-სახალხო რეფერენდუმი იმავე მიზნით.

 

თემურ შაშიაშვილი

12 ნოემბერი, 2012 წელი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *