ერთ რამეში უგულავა ნამდვილად მართალია

gerbi1„ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“,- ამბობს ქალაქის მერი უგულავა თბილისის სატრანსპორტო სისტემაში  შექმნილი პრობლემების განხილვისას.

სრული სიმართლეა, მაგრამ, მხოლოდ ხელმძღვანელობის დონეზე. როგორც ქალაქის მერიას, ასევე თბილისის გაერთიანებულ სატრანსპორტო კომპანიას ნაციონალური“ სექტის, ოჯახური და მეგობრულ კლანებს გარდა სხვა არავინ მართავს.

მეტროსა და ავტობუსების გაერთიანებულ სატრანსპორტო კომპანიაში ფინანსური დეპარტამენტის უფროსი ვინმე გელა ძაგანიაა, კადრების დეპარტამენტის უფროსი –   მისი მეუღლე ნინო ნიკოლაიშვილი.

ამავე კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ეკა შანიძეა – კონტროლის დეპარტამენტის უფროსის, ზაალ გუგუშვილის მეუღლე.

გენერალური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ვინმე გია კობახიძეა, მისი შვილი კი – შესყიდვების წამყვანი სპეციალისტია.

გაერთიანებული სატრანსპორტო კომპანიის ყველა დეპარტამენტის უფროსი ან ერთმანეთის, ან კომპანიის დირექტორის, ლევან კოპლატაძის, ან აკაკი ჯოხაძის თანაკლასელი,  მეგობარი, ახლო ნათესავია. სხვა ვინმე თანამდებობაზე გამორიცხულია.

ეს კიდევ არაფერი, ამის უკან რომ  დიდი კორუფცია არ იდგეს. ჩვენი ანალიზით იგი ყოველთვიურად რამდენიმე მილიონია და ეს ყველაფერი მგზავრების ხარჯზე. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი ძველებურად ქურდებთან მიდიოდეს. სწორედ ქურდებთან. ერთის მხრივ იმათთან, ვისაც ეს ხელისუფლება უკანონოს ეძახდა და ტვინი წაგვჭამა მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საუბრით, მეორეს მხრივ კი მართლაც კანონიერ ქურდებთან, ანუ იმათთან, ვინც ნაციონალების ხელისუფლებას წარმოადგენდა და წარმოადგენს. ამას ყველაფერს დაადასტურებს პროკურატურის გამოძიება.

ეჭვგარეშეა, რომ სატრანსპორტო მაფია იმართება სააკაშვილის გუნდის მიერ,  მძღოლთა უმრავლესობა  საუბრობს გუბერნატორების, მერების, გამგებლების, დეპუტატების, სააკაშვილის საოჯახო კლანის ერთობლიობაზე. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორი დეპუტატი ეკა ხერხეულიძეა, მისი ძმის მეშვეობით.

დღეს უამრავ კორუფციულ ფაქტზეა საუბარი. ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს შევეხებით:

მეტროში დაყენებული თითოეული ვიდეოკამერის (სულ ათასზე მეტი) შესყიდვა გაფორმებულია 2 500-ზე მეტ დოლარად, მაშინ, როცა, როგორც ამბობენ შესყიდვა 750 დოლარად შეიძლებოდა;

უკრაინაში 1000-ზე მეტ დოლარად შესყიდული  ავტობუსების განრიგის მაჩვენებელი ერთი  ელექტრონული ტაბლოს დამზადება მაქსიმუმ 300 დოლარად შეიძლებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსში. როგორც ამბობენ, საქართველოში დამზადებულის ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება.

სპეციალისტების აზრით, კორუფციულია „ლუკოილთან“ გაფორმებული ხელშეკრულება დიზელის საწვავის შესყიდვის თაობაზე. აღარ ვსაუბრობთ „მკვდარი სულების“ დიდ რიცხვზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციასთან.

მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ხალხის ყვლეფის ხარჯზე (ხელოვნურად გაზრდილი ფასების ხარჯზე დაწესებული იძულებითი ბეგარა) გამდიდრებულნი, ხალხით სპეკულირებენ. ამის კლასიკური  მაგალითია გიგი უგულავას შანტაჟური ქმედებები თანამდებობიდან გადაყენებული ყოფილი პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილის  მიერ ახალი მთავრობისათვის უკანონოდ გადაწერილი მილიონების მოთხოვნით.

 

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 10 ნოემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *