უთქვამს, არ უთქვამს, რა ფასი აქვს?!

nბატონმა სააკაშვილმა პრაღაში ვიზიტისას მგონი ბრძანა, ორხელისუფლებიანი ქვეყნიდან ვარო. ჩვენ კი ვიცით, თქვა თუ არა, მაგამ მისი ამალა გვიფიცებს – ასე არ უთქვამს, სწორად ვერ თარგმნესო.

მოკლედ:

– თუ ღმერთი გაუწყრა და თქვა, გამოდის ბატონი სააკაშვილი საქართველოს კი არა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტია და ქვეყანა ორად აქვს გაყოფილი კონსტიტუციისა და გონების თვალის საზომით;

– თუ ასე არ უთქვამს, უარესი, ოპოზიციაში უდგას საერთო-სახალხო ნებას და ვერანაირად ვერ შეასრულებს პრეზიდენტის ერთ-ერთ უმთავრეს მედიატორის ფუნქციას უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.

– თუ ყველაფერი თარგმანის ბრალია, იქნებ იმ დარჩენილ ორიოდ დღეს მაინც ილაპარაკოს ქართულად, რაც მას პრეზიდენტობისა დარჩენია. თუმცა მისი ქართული რომ ვიცით, როგორ აჩუქურთმებს შოთას და მუხრანის მარგალიტებს, მგონი კიდევ მისი საყველპურო ინგლისური სჯობს, შეურაცხყოფას მაინც არ მიაყენებს ენას, რომელსაც „ქრისტეს შობამდე რომ შეიქმნა წიგნი ქართული…“

2012წლის  14 ნოემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *