თემურ შაშიაშვილი: ჩემი გადაწყვეტილება

ამ არჩევნებმა ეს დაადასტურა. როგორც არჩევნების წინა დღეს ვთქვი, ეს არ იყო არც არჩევნები და არც არჩევნების იმიტაცია…ეს იყო ფულის,სიძულვილისა და სიყალბის ზეიმი…ნათელი დადასტურება იმისა,რომ ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა,გვსჯიან ჩვენი ისტორიის,ტრადიციების,გეოგრაფიული მდებარეობისა და ინტელექტის გამო ხალხი დაამშიეს და დააუძლურეს იმისთვის,რომ ადვილად მართონ და აბრძოლონ თავისივე დიდებისა და მომავლის წინააღმდეგ.სწორედ ისეთი ადამიანები აარჩევინონ,რომლებიც ქვეყნის გარეთ დაწერილ ამ სცენარის მიხედვით იმოქმედებენ და კიდევ უფრო დააჩმორებენ ხალხს, დააკარგვინებენ მთავარს – ღირსებას!

დგომარეობა იმაზე უარესია,ვიდრე წარმოგვიდგენია:სიკეთე გათითოკაცებულია,ბოროტება ერთ მუშტადაა შეკრული და წარმოუდგენელი სისწრაფით მიდის ხალხის გაბოროტება.

ამ არჩევნებმა ,ისიც დაადასტურა რომ ქვეყანაში სიძულვილი მძვინვარებს .

არავის არ გაუმარჯვია.გამოჩნდა რამდენს სძულს ,ერთის მხრივ, “ოცნება” და ივანიშვილი ,მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი.

პოლიტიკაში ორთაცე ბოროტებაა. ბოროტება შიშით ერთიანდება.

ივანიშვილის განცხადებამ – “ერთ წელიწადში ყველას თავისი მიეზღვება,გააერთიანა,ყველა,ვისაც კი ოდესმე ნაცებთან ჰქონია რამე კავშირი.”,-..ჩაერთო თვითგადარჩენის ინსტიქტი..

სააკაშვილისა და მისი ბიძის შემაძრწუნებელმა საუბარმა, არნახულად შეკრა ყველა,ვინც ოდესმე მდგარა “ოცნებასთან”...აქაც იმძლავრა თვითგადარჩენის ინსტიქტმა.

ორი ბოღმიანი კაცის ირგვლივ შემოკრებილები,როცა ქვეყანაში პრაქტიკულად დამარცხებულია ავტორიტეტები,გაყიდულია ინტელიგენცია,ვერ,ან სრულად ვერ აცნობიერებენ,თუ როგორ ებრძვიან ქვეყანას,საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახს და საკუთარ თავს.

ეს არჩევნები იყო იმედისა და უიმედობის,სიძულვილისა და სიყვარულის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დადასტურება.

სამწუხარო რეალობაა,რომ გამარჯვებულია სიძულვილი და უიმედობა…უიმედობაშია საქართველის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი,ამაზე მეტისთვის სიძულვილია მოქმედების მოტივაცია.

ქვეყანა სიყალბეში იღრჩობა-ფსკერზე ვართ.

სად არის გადარჩენა?

ყოველ იმ ადამიანში,რომელიც არ იყიდება,ღირსებით,სწორედ ღირსებით ცხოვრობს და ფიქრობს,რომ სამასმეერთე არაგველია,მეათე ცხრა ძმა ხერხეულიძეა, ერთი კაცია იმ ოცში,რომელთა ერთობა იმ ეპოქაში საკმარისად მიაჩნდა ვაჟა-ფშაველას სამშობლოს გადასარჩენად, დამატებული ერთი კაცია იმ დიდგორის ომში,დავით აღმაშენებელმა ქვეყანაც და ევროპული ცივილიზაცია რომ გადაარჩინა.

მე საკუთარ თავში ვეძებ ამ ძალას.ასეთ ადამიანებთან ერთად ვიყავი ამ საარჩევნო პროცესში ,უამრავ ასეთ ადამიანს ვიცნობ ქვეყნის მასშტაბით, ასეთებს ვხვდებოდი ქუჩა-ქუჩა,სოფელ-სოფელ სიარულის დროს.

ასეთთა ერთობას შეუძლია სიყვარულით სიძულვილის დამარცხება,სიყალბის დამარცხება და მოსახლეობის განთავისუფლება მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისგან, “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ე.წ. ელიტის პოლიტიკური მაფიისგან,რომელიც აერთიანებს მაფიოზ პოლიტიკოსებს,ხალხის ქონების ვაჭრობით შექმნილ ოლიგარქებს,მათ მომღერალ თვითმარქვია,თუ სახედაკარგულ ინტელიგენციას.

თუ ოდესმე საქართველოსთვის ბრძოლას ჰქონდა აზრი,დღეს -განსაკუთრებულად.

ეს არის ჩემი გადაწყვეტილება.

ამ ბრძოლაში ჩემი მამოძრავებელია:

● სახელმწიფო კაცების მიერ შექმნილი და ხელმოწერილი დიდ სახელმწიფოებრივი დოკუმენტიმოქმედების მანიფესტი: “ერთი სამშობლო,ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!”

● მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ერთად შექმნილი პროგრამა, ” გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”

● იმ ხალხთა სიმრავლე ,რომელთაც კარგად გააცნობიერეს გენიალური დიმიტრი უზნაძის სიტყვები: “გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ,რომ ღატაკნი მიტომ ვართ,რომ გლახები და მონები გახლავართ”

ვისაც არ გვინდა გლახები და მონები ვიყოთ ,არ გვინდა ფულისუფლების ქვეყანაში ვცხოვრობდეთ და ქვეყნის გარედან გვმართავდნენ…,ვინც ვიცით მსოფლიო გამოცდილება,რომელიც უნიკალურად ჩანს მაჰათმა განდის ზოგადკაცობრიულ ფორმულაში : “ჩვენ დაგვღუპავს-სიამოვნება სინდისის გარეშე,სიმდიდრე შრომის გარეშე, ბიზნესი მორალის გარეშე,მეცნიერება ადამიანობის გარეშე,ლოცვა მსხვერპლის გარეშე,პოლიტიკა პრინციპების გარეშე!”…ვინც ვიცით,რომ დუმილი დღეს ღალატის ტოლფასია,-დავიწყოთ ერთმანეთისკენ სვლა,გადავდგათ ერთმანეთისკენ ნაბიჯები…

დღეს ეს განსაკუთრებულია,რადგან პარტიებში ზნეობის დეფიციტია და პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საქვეყნო კაცია,ვიდრე პარტიებში.ეს არის კანონმდებლობით გახსნილი გზა უზნეთათვის ხელისუფლებისკენ.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს რწმენისა და ნიჭის ძალაუფლების სახელმწიფო და საზოგადოება,პიროვნებების პარლამენტი და ხელისუფლება.

ასეთი ქვეყნისთვის ღირს ბრძოლაც და თავგაწირვაც.

ასეთია ჩემი,ანუ იმ კაცის განწყობა,რომელიც იმის გამო რომ არც იყიდება და არც პრინციპებს ღალატობს, დიდი ხანია დასჯილია სააკაშვილისა და ივანიშვილისგან, მათი მსახური ტელევიზიებისა და საინფორმაციო საშუალებებისგან, რომელიც,თუ არჩევნები არ გაყალბებულა,გაწირა ამომრჩეველმაც,რაც ყველაზე დამანგრეველია,იმერეთმაც და ქუთაისმაც გაწირა და დასაჯა სიძულვილით დაპირისპირებულთა სასარგებლოდ!

მიუხედავად ყველაფრისა,ყველას სიყვარულით ვპასუხობ :

ჩემგან ღალატი არ იქნება..
სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებ ქვეყანაში რწმენისა და ნიჭის ძალაუფლებისთვის!

თეიმურაზ შაშიაშვილი

29 ოქტომბერი, 2018წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *