გავშალოთ დიდი დისკუსია და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ

 

დემოკრატიულ ქვეყანაში გაზეთი ასე არ უნდა იქცეოდეს!

დღეს, ”საქართველოს რესპუბლიკაში”, გამოქვეყნდა პარტია ”თეთრების” ხედვა  შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან და გამოსვლის გზებთან დაკავშირებით.

ჩვენ, საპრეზიდენტო არჩევნებში, შევედით ჩვენთვის საწინააღმდეგო, მაგრამ ხალხისთვის და ქვეყნის მომავლისთვის სასარგებლო პოზიციით. დაგვეწყო პრაქტიკულად, 25 წლიანი პოლიტიკური პროცესის დემონტაჟი და პრეზიდენტად აგვერჩია არა დაპირისპირებული ძალებიდან და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ორთავე პოლიტიკური პარტიისათვის, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის”, ასევე ქართული ოცნებისთ[ის გვეთქვა უარი და აგვერჩია პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება. ეს არ იყო უბრალო პოზიცია, ეს გახლდათ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ, მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზით მიღებული დასკვნა.

ამომრჩევლებმა ჩვენი პოზიცია არ გაიზიარეს და, როგორც ჩვენი პროგნოზი იყო, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება ძლიერდება, პოლიტიკური პროცესი კვლავ ქუჩაშია, და ხატოვნად რომ ვთქვათ, დოლარი კოსმოსში მიისწრაფის, ხალხის ცხოვრების დონე  – ქვესკნელში.

იმედის ელემენტი გააჩინა ბიძინა ივანიშვილის აღიარებითმა გამოსვლამ. ჩვენ ვითხოვთ ხელშეკრულებას ხალხთან. დოკუმენტს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში”   პირვანდელი ფორმით  გადაეცემა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მმართველ პოლიტიკურ გუნდს. თუ ისინი, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, მოახდენენ რეაქციას ჩვენს წინადადებებზე, ჩვენც შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ვწუხვართ, რომ რედაქციამ თვითნებულად ამოიღო  ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე შეფასება.

პირველი – სათაურშივე გვეწერა: ქვეყანა სიყალბეში ცხოვრობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება;

მეორე  – ჩვენი სამოქმედო პროგრამის სამი ეტაპიდან , გამოაქვეყნა მხოლოდ ორი და ამოიღო მესამე, კერძოდ ჩვენ გვეწერა და ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას: ”მესამე ეტაპზე უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის პოლიტიკური სივრცე განთავისუფლდეს, როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნებისგან, არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში მიხეილ სააკაშვილისგან და პოლიტიკაში უზომოდ არაკომპეტენტური, ამასთან, უსაფუძვლოდ თვითდაჯერებული ბიძინა ივანიშვილისგან.”

ჩვენი დიდი სურვილია, ბევრმა ნახოთ ეს მასალა და კიდევ ერთხელ ვამბობთ: ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ არჩევნებამდე სამი დღით ადრე, იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება გაზიარებული ჩვენი პოზიცია. გავშალოთ ფართო დისკუსია. დემოკრატიულ ქვეყანაში გაზეთი ასე არ უნდა იქცეოდეს! ველით თქვენს მოსაზრებებს.

აქვე ვაქვეყნებთ პირვანდელ ვერსიას, გაზეთში გამოქვეყნებულ ვერსიას და თემურ შაშიაშვილის ბრიფინგის ჩანაწერს

მთავარია არა შეცდომების აღიარება, არამედ ხელშეკრულება ხალხთან და პრაქტიკული ქმედებები

(საქართველოს რესპუბლიკა) მთავარია არა შეცდომების აღიარება, არამედ ხელშეკრულება ხალხთან და პრაქტიკული ქმედებები

(ვიდეო)  თემურ შაშიაშვილის ბრიფინგი: “მთავარია არა შეცდომების აღიარება, არამედ ხელშეკრულება ხალხთან და პრაქტიკული ქმედებები!”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *