ფულისუფლების ქვეყანა

„თეთრების“ პოზიცია

gerbi1უკვე ყოველმხრივ დასტურდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე გვაქვს არა ნანატრი თავისუფალი და დემოკრატიული, არამედ ჩვენი წარსულისა და ტრადიციის, ჩვენი ღირსების შემლახავი „ფულისუფლების ქვეყანა“.

ქვეყანა, რომლის მომავალი ოდითგან მხოლოდ ერთ ძალაუფლებასთან – ნიჭის ძალაუფლებასთან იყო დაკავშირებული, „მოქკავშირ“- „აღორძინება“ – „ნაცმოძრაობამ“ ფულის ძალაუფლებაზე ააგო.

ამ ქვეყანაში ფული ყიდულობს ყველაფერს: ამომრჩეველსაც, დეპუტატობასაც, პრეზიდენტობასაც, ბიზნესმენობასაც, ლოიალობასაც, ხელისუფლების კეთილგანწყობასაც… ფულით შეიძლება იყიდო არამარტო ძალაუფლება, არამედ სხვისი თავისუფლებაც, ცნობილი ადამიანის კეთილგანწყობაც, სტუდენტური მოძრაობაც, პროფკავშირიც, პარტიაც, შენი ქებაც და სხვისი ლანძღვაც.

უარესის წარმოდგენა შეუძლებელი გვეგონა, მაგრამ ესეც ვნახეთ. ხელისუფლებამ ოპოზიციისათვის შეთავაზებული საარჩევნო წინადადებებით მთელი ოპოზიციის როგორც იტყვიან, ნარდად ყიდვა მოინდომა. ყველა ღირსეული ადამიანი გრძნობს, რომ ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისათვის, საქართველოს მოსახლეობისათვის ძნელად წარმოსადგენია. ვერაგობა იმაშიც არის, რომ ეს შეთავაზება 26 მაისის სისასტიკით დარბეული მიტინგის ერთი თვის თავზე მოხდა.

ყოფნა-არყოფნა საკითხავი მართლაც ეს არის.

ან ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს წარსულზე და მომავალზე, ან ჩვენ თავზე ვიჯენთ არაქართული ცნობიერების, ქვეყნის გარედან მართვად ხელისუფლებას. ან ბრძოლით ვიცავთ ჩვენს წარსულს,ჩვენს მომავალს, ქართულ სიწმინდეს – ქართულ ცნობიერებას.

დღეს მხოლოდ კაცებს შეუძლიათ ბრძოლა ამ ჩარჩი ხელისუფლების წინააღმდეგ… ბრძოლა მამულისათვის, დემოკრატიისათვის, შიმშილის დამარცხებისა და ღირსეული მომავლისათვის.

ეშმაკს ნუ მივეყიდებით, ვიყოთ კაცები და დავამთავროთ არაკაცების პარპაში საქართველოში.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები) სახელით
თემურ შაშიაშვილი
2011წ. 27 ივნისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *