ქუდზე კაცი – ავლაბარში!

gias suratiბატონმა სააკაშვილმა ძლევამოსილი ნაცმოძრაობის“ აქტივთან შეხვედრის დროს ყველა ოპონენტზე, მოწინააღმდეგეზე და მოძულეზე ბრძანა: „ისინი ჩაფლავდებიან იმიტომ, რომ არასდროს იქნებიან ერთიანნი“

ისინი – არა რომელიმე პარტია, კოალიცია, ან ერთობა, არამედ სრულიად საქართველოს ხალხია, რომელიც ერთად იყო 7 ნოემბერს, ერთად იყო 9 აპრილს, ერთად იყო 26 მაისს.

ერთად იყო სააკაშვილის მომწამვლელი გაზის ბუღს ამოფარებული ხელისუფლების წინააღმდეგ;
ერთად იყო სააკაშვილის რეზინის ხელკეტებით დაცული ძალაუფლების წინააღმდეგ;
ერთად იყო სააკაშვილის პლასტმასის ტყვიების ზალპით შენარჩუნებული ტირანიის წინააღმდეგ…
ერთად იყო 1 ოქტომბრის არჩევნების სააკაშვილის რეჟიმის დამხობის ისტირიულ მცდელობაში.

მცდელობაში, ვინაიდან, არჩევნები რომ მართლა დემოკრატიული და სამართლიანი ყოფილიყო, დღეს „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში ვერ იქნებოდა. ხალხის სამართლიანი რისხვა არ მისცემდა საარჩევნო მინიმუმის ბარიერის გადალახვის საშუალებას.

სახელმწიფო აპარატის შესაძლებლობების გამოყენების, მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის ბეჭედი უზის „ნაცმოძრაობის“ ყოველი დეპუტატის მანდატს. არაკეთილსინდისიერი უცხოელი მფარველების ხელშეუხებლობის ფირმანი იცავს ბატონ სააკაშვილს და მის გუნდს დღესაც.

უცხოელ მფარველთა ძლისხმევით ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მეტეორივით შემოიჭრა ტერმინი „კოჰაბიტაცია“, რაც თურმე თანაარსებობას , თანაცხოვრებას ნიშნავს. ამ მოწოდებების ავტორთა ერთი ნაწილი იმ ქვეყნებიდანაა, სადაც ოჯახში მეუღლეებად ბედნიერად თანაცხოვრობენ ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან პირიქით. უარესიც, ორი მამაკაცი, ან ორი ქალი. შვილისათვის კი კარგა ხანია, არ არსებობს „დედა“ და „მამა“ და მათ ნაცვლად ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაწერილი აქვს „მშობელი #1“, მშობელი#2“ . ამას მათთან ბედნიერი ოჯახები, ადამიანთა უფლებების დაცვა, ჰუმანიზმი, სულიერი და კიდევ სხვაგვარი თანაცხოვრება ჰქვია. ჩვენ „ჯერ ვერ ვწვდებით“ ასეთ სიმაღლეებს თანაცხოვრებისა და უბრალოდ გაუკუღმართებას, გარყვნილებას და პროსტიტუციას ვეძახით.

აი, ის „კოჰაბიტაციაც“, გარყვნილებაა, მხოლოდ პოლიტიკური, თუ თანაცხოვრებას შეძლებ ნეონაცისტებთან;

პოლიტიკური პროსტიტუციაა, თუ თანაცხოვრებას შეძლებ საკუთარი ერისთვის გენოციდის მომწყობ პოლიტიკურ ძალასთან;

უბრალოდ არაკაცობაა, თუ ქვეყნის სათავეში კვლავ იგუებ ვადაგასულ, „შტერს“ , რომელზეც, როგორც ბატონმა ოტია იოსელიანმა ბრძანა, „თავისი ქვეყანა თავადვე დაანგრია“.

აი, რატომ უნდა მოვიდეს ქუდზე კაცი 2013 წლის 4 იანვარს, 13:00 საათზე, ავლაბრის რეზიდენციასთან.

გია სიხარულიძე
ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

2012 წლის 26 დეკემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *