მიხეილ ჯიბუტის შესავალი სიტყვა, წარმოთქმული რომან რურუას პატივდების საღამოზე

ქალბატონებო და ბატონებო.

„მეფე დავითის“ ამ უნიკალური კომპლექსის მე – 17 სართულზე, საიდანაც, როგორც ხელის გულზე სჩანს მთელი თბილისი, კარგ საქმესთან დაკავშირებით შევიკრიბეთ. ქართველმა მთასვლელებმა  დიდი სიურპრიზი მოუწყვეს ჩვენთვის საყვარელ კაცს, რომან რურუას.

დეკემბრის ბოლოს, ალპინისტთა ჯგუფმა ევერესტის დამლაშქვრელ მერაბ ნემსიწვერიძის თავკაცობით, კავკასიონის  ერთ-ერთ უმაღლეი მწვერვალი  (3 900 მ) დალაშქრა და მას რომან რურუას სახელი უწოდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი რომანი პირველი გახდა, რომლის სახელთანაც მწვერვალის სახელწოდებაა დაკავშირებული.

თავისთავად დიდი მოვლენაა… ისტორიული.

ხაზგასასმელია  დღევანდელი შეკრების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებაც, რომ ეს მოვლენა არათუ უბრალოდ აღნიშნულიყო, არამედ შევკრებულიყავით განსაკუთრებული შემადგენლობით. დღეს ამ დარბაზში ვართ მეცნიერები, მწერლები, საერთოდ, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ცნობილი ადამიანები, მოღვაწეები, ახალგაზრდები… ბედნიერებაა, რომ ოლიმპიურ ჩემპიონთა ასეთი წარმომადგენლობაა – ოლიმპიელები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

ჩვენ საერთო სიხარული გვაერთიანებს, რომელიც ჩვენს სასიქადულო მამულიშვილთანაა დაკავშირებული.

მივულოცოთ ბატონ რომანს ეს დიდი აღიარება, მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც დალაშქრა ეს მწვერვალი და პირველი სიტყვა სწორედ დამლაშქვრელთა ჯგუფის ხელმძღვანელს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, მთასვლელთა იმერეთის ფედერაციის თავმჯდომარეს, მერაბ ნემსიწვერიძეს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *