(ipress.ge)შაშიაშვილი: იტყუება რომ შეიცვალა, მე ვნახე ბოღმიანი სააკაშვილი, რომელსაც სამაგიეროს გადახდა სურს

მე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი არ მქონია, არც მაქვს. დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში ნებისმიერ ტელევიზიაში და ვაჩვენებდი მთელ საქართველოს რა ტყუილებით ცხოვრობდა და რა ტყუილებით ცხოვრობს დღესაც.

ამერიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ, როდესაც ამერიკაში ქართველებთან შეხვედრა გააკეთა, დავრწმუნდი იმაში რომ რეალურად არა თუ იპარავდა იმას რაც ჩვენ დიდი ხანია გაკეთებული გვქონდა, არამედ ის პროგრამა რაც ჩვენ წარუდგინეთ, გაეგრძელებინა თავის დროზე როგორც პრეზიდენტს ემიგრანტებთან დაკავშირებით, რაც გვერდზე გადააგდო და იგნორირება გაუკეთა, ყველაფერი ის ამოიღო და ილაპარაკა.

მე ჩავედი დაანონსებულ ქართველთა მსოფლიო კრებაზე. მე მიმაჩია რომ ასეთი სათაურით როცა ტარდება რაიმე მნიშვნელოვანი, საყურადღებოა, მაგრამ ეს იყო თურმე შეფარებული.

მე რეგისტრაცია გავიარე არა სააკაშვილთან შეხვედრაზე,(მასთან შეხვედრის სურვილი არ მექნება არასდროს)

მე ტელედებატებში დოკუმენტალურად ვაჩვენებ ყველაფერ იმას, რომ 2007-2008-2009 წელში რა წარვუდგინეთ ჩვენ ემიგრანტებთან დაკავშირებით მას, ყველაფერზე ური თქვა და იმ პროგრამით გამოდის დღეს, რა პროგრამით გაიხსნა ამერიკაშიც და განსაკუთრებთ ისაუბრეს იმ პროგრამით ახლა ბელგიაში.

არამარტო გამომაძევეს, არამედ 26 მაისს როგორც იქცეოდნენ… აქაც იტყუება სააკაშვილი, როცა ამბობს მე შევიცვალე, ის აღარ ვარ… მე ვნახე გაცილებით უარესი განწყობის, ბოღმით დატვირთული, ოღონდ რაღაც პოსტი მიიღოს და გადაუხადოს ყველას სამაგიერო.

მე ვნახე მის ირგვლივ 50-მდე დაცვა, რომელიც რეალურად გიყურებს სახეში და ფეხს გირტყამს. ასეთი რამე 26 მაისს ვნახე, ეს დღეს გავიხსენე თავიდან ბოლომდე. ეროვნული ყრილობის ჩატარებაზე ლაპარაკობს კაცი, რომელმაც 2006 წელს როცა ჩვენ მოვკიდეთ ხელი ეროვნული ყრილობის ჩატარებას და ეს მინდა გუბაზ სანიკიძეს გავახსენო… და როცა ჩვენ ვატარებდით ეროვნულ ყრილობას, სადაც უდიდესი ინტელიგენცია შეიკრიბა 1000-მდე კაცი, დააპატიმრა, დაგვირბია ოფისი სააკაშვილმა და იგივე პიროვნება ამბობს ეროვნული ყრილობა უნდა ჩავატაროო, ასეთ ხალს თუ არ უთხარი დროზე რომ იტყუება, ეს ხალხი იკრებს ძალას, დიდი ფული აქვთ.

მე წავედი და გავიარე რეგისტრაცია  ქართველთა მსოფლიო კრებისთვის და იქ დამხვდა, იქ იყო შენიღბული ხალხი…

მე არ მესმის ვის აქვს ის აზრი, რომ ოდესმე მინდოდა სააკაშვილთან შეხვედრა. სააკაშვილთან შეხვედრას კი არა, შევარდნაძე სააკაშვილთან  შეხვედრა მეხვეწებოდა და ვეუბნებოდი, ესენი არინ საშიში, არასერიოზული და გაუწონასწორებელი ხალხი და ქვეყანას უბედურებაში შეიყვანენ.

საქართველოში მე არ მაქვს ტრიბუნა, ტრიბუნა აქვს მიხეილ სააკაშვილს და მისთანებს, უნდა დამთავრდეს ეს დრო.

ორი პიროვნება არის ერთმანეთთან დაპირისპირებული. შეიკრიბება სააკაშვილის გუნდი და იწყება ივანიშვილის ლანძღვა, ივანიშვილის გუნდი შეიკრიბება და ლაპარაკობენ სააკაშვილზე, ნაკლებს მაგრამ მაინც სააკაშვილზე.

ჩემი პოზიცია არის ლაკონური, ვიდრე ხალხი არ გამოიტანს განაჩენს და პოლიტიკიდან ივანიშვილი და სააკაშვილი არ იქნება გაყვანილი, საქართველოში იქნება უბედურება. ეს ორი ძალა კი არ არის ქვყანაში, ორი დაპირისპირებული გუნდია და მთელი საქართველო ეწირება ამას.

მე ვარ იმ საქართველოსთან ერთად, რომელიც თვლის რომ მათი გატარებული პოლიტიკით ქვეყანა  ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მე ვთვლი, რომ მომავალი არც „ნაცმოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და არც „ქართულ ოცნებასთან“, მომავალი დაკავშირებულია განათლებულ საზოგადოებასთან. არ შეიძლება ქვეყანა ორი ადამიანის დაპირისპირებას ეწირებოდეს.

შეხვედრაზე პირველივე სიტყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მინისტრმა დაიწყო ლანძღვით, გინებით… ის რაც ხდებოდა დარბაზში შეურაცხმყოფელი იყო.

რაც შეიძლება ბევრ ემიგრანტთან უნდა მივიდე, უნდა გავაგებინო და უთხრა, რომ სააკაშვილმა ემიგრანტები გამოიყენა ხელისუფლებაში მისვლისთვის, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და დღეს კიდევ  ემიგრანტებს იყენებს იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

მე მინდოდა დამერიგებინა ორივე წიგნი დარბაზისთვის და მეთქვა, აი რა პროგრამა გვაქვს ჩვენ და დადოს ვინმემ ალტერნატიული პროგრამა. ამას როცა ვაპირებდი, არც სიტყვა მომცეს, არც წიგნი დამარიგებინეს. .

თქვენ ვერ წამოგიდგენიათ ლიეჟი რა ძვირი ქალაქია, დაახლოებით 55 ლარი ღირს 1 ბოთლი ლუდი და ასეთ ქალაქში ღონისძიებას რომ ატარებ, ვინ აძლევს ამ ფულს, როგორ აკეთებენ ამის ორგანიზაციას?

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ასეთი ძვირი ქალაქის, თქვენ როგორ მოახერხე ქალაქ ლიეჟში ჩასვლა ამ სიძვირის პირობებში, თან როგორც ვიცით რჩებით ევროპაში და ემიგრანტებს ხვდებით…

ბანკიდან ავიღე  სესხი 5030 ლარი..”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში”.

შეგახსენებთ, 2019 წლის 10 თებერვალს ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში, კონგრესის შენობიდან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს ხვდებოდა,

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *