სააკაშვილისათვის იჭერენ საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც

 

ხელისუფლება იჭერს გამოგონილი ღალატისათვის – დრო  ასამართლებს ნამდვილისათვის… 

 დრო ამ ხელისუფლებას ერის და ქვეყნის ინტერესების ღალატისათვის გაასამართლებს.

  

ხელისუფლება ებრძვის თავისუფლებას ადამიანში, ებრძვის ადამიანების თავისუფლებას: ციხით, შიმშილით, დაშინებებით, დამსმენლებით, თვალთვალით, ჯაშუშად გამოცხადებით… ეს არის სტაბილურობა და დემოკრატია ქართულად, სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან ბევრის მიერ მხარდაჭერილი. დრო საქართველოს ნამდვილ  უცხოელ მეგობრებსაც დაგვანახებს.

 

აივსო ციხეები საქართველოს მოქალაქეებით, საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც. საქართველო რომ ყოველ 1000 ადამიანზე პატიმართა რაოდენობით პირველ ადგილზეა – ეს არავისუკვირს მთელს მსოფლიოში… ჩვენ პირველ ადგილზე რომ ვართ უცხოეთის ქვეყნებში ქართველ პატიმართა რაოდენობის მიხედვითაც – ესეც ფაქტია… ავსტრიის ციხეში ყოველი მესამე პატიმარი საქართველოს მოქალაქეა. საქართველოსა და უცხოეთში საქართველოს მოქალაქე პატიმართა რაოდენობა, ალბათ, უკვე 60 ათასს აჭარბებს. სააკაშვილისათვის გვიჭერენ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ეს ნამდვილი ტრაგედიაა.

 საქართველოში ამ უბედურებას ისიც რომ ემატება, რომ ხალხი შიმშილშია – არც ეს არის მოაზროვნე ადამიანებისათვის საკამათო. უკვე არც იმაზე ვკამათობთ, რომ ალბათ 2 მილიონამდე საქართველოს მოქალაქე წავიდა ქვეყნის გარეთ მათხოვრული შრომით ფიზიკური ჯანმრთელობა რომ გადაირჩინოს და გადაარჩინოს საქართველოში დარჩენილი ერთ-ორი ახლობელიც.

ეს ხელისუფლება ეკლესიას რომ ეძგერა, დიდი ხანია, რომ ეკლესიის მნგრეველებსა და ეკლესიის წინააღმდეგ მომართულთ რომ აწინაურებს – ესეცფაქტია…სამწუხაროდ, ფაქტია ისიც, რომ ეს ხელისუფლება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევით უცხოეთის გარკვეული პოლიტიკური და ფინანსური ძალების დიდ მხარდაჭერას იღებს. „ხომ ხედავთ, რელიგიური ფუნდამენტალიზმის ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და დამეხმარეთო“ – ეს არის სააკაშვილის მთავარი მზაკვრული გზავნილი უცხოეთის ე.წ. თანამედროვე ლიბერალებისათვის… გავიხსენოთ აშშ ელჩის და ევროკავშირის ელჩის განცხადებები: როგორ წაახალისეს 25-26 მაისს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება „სახალხო კრების“ წინააღმდეგ საქართველოს ხალხი რომ სისასტიკით დაესაჯა და როგორ დაუჭირეს მხარი სააკაშვილს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიღებულ კანონზე ხელმოწერის შემდგომ. მინდა ვიფიქრო, რომ ელჩების ამ პოზიციას ბევრი მომხრე არ ჰყავს ამერიკასა და ევროპაში.

ეს ხელისუფლება,  ხალხს იჭერს სამშობლოს ინტერესების ღალატისათვის. მოაზროვნე ადამიანები ესაცხედავენ და დრო გაცილებით მეტად დაადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ხელისუფლებამ გაყიდა საქართველოს ინტერესები:

საქართველო საქართველოს აღარ ეკუთვნის, გაიყიდა ყველაფერი: მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც, გაიყიდა ხელისუფლების სინდისიც;

  • ეს ხელისუფლება განცხრომით ცხოვრობს და ხალხი შიმშილობს;
  • ეს ხელისუფლება ძაბავს მდგომარეობას კავკასიაში;
  • ეს ხელისუფლება მუდმივად სხვის ომში იბრძვის;
  • ეს ხელისუფლება ხელოვნურად ძაბავს ურთიერთობას რუსეთთან და ქვეყნის მთელი სიმდიდრე რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს ჩააბარა;
  • ამ ხელისუფლების პერიოდში ბიუჯეტში შესული ყოველი ლარი 20 თეთრის საქმეს აკეთებს, 35-40 თეთრი სააკაშვილის სკამის გამაგრებას ემსახურება, 45-40 თეთრი კორუფციულია. ეკონომიკა მკვდარია და ბიუჯეტში შესული თანხის 70-80 % მოსახლეობის ჯიბიდან ამოდის და ამ ფულის ამოღებაში სააკაშვილს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერრაო“ ეხმარება… მსოფლიო ისტორიამ რომ არ იცის, ესეც ჩვენთან ხდება: ნაგვის გადასახადსაც კი ეს ხელისუფლება რუსულ სახელმწიფო კომპანია   „ინტერ რაოსთან“ აკავშირებს;
  • ამ ხელისუფლებამ 2008 წლის 8 აგვისტოს, უაზრო გასროლით ქვეყანა სისხლისღვრაში შეიყვანა და მაშინ, როცა ჯარს, ხალხს და ქვეყანას ხელსიფალის გამბედაობა, ზნეობრივი და მორალური მაგალითი სჭირდებოდა –  პრეზიდენტმა ხელისუფალის უზნეობა აჩვენა – მიწაზე დაწვა;
  • „მოქკავშირ- აღორძინება – ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ხელში  ქვეყანას ეკონომიკა არ აქვს და მოჩვენებისათვის გაწეული ხარჯების უკვე  დეკლარირებულმა ვალმა 12 მილიარდს მიაღწია.

სურათის გადაღება კი არა, სწორედ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, რომლისთვისაც ეს ხელისუფლება ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაასამართლოს, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს სურვილი მსგავსი რამეები აკეთოს და პრეზიდენტი და მთავარსარდალი იყოს, რომ მომავალში მშიშარამ ვერ შეძლოს  პრეზიდენტად და მთავარსარდლად გაძრომა და ხალხის დათრგუნვა დაჭერებით,ხალხის თავზე პოლიციის დასმით.

 საკამათო ნამდვილად არ არის,  რომ დრო და მომავალი ამ რეჟიმს გაასამართლებს, როგორც ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამბობს: „ის ვინც ამცირებს ეკლესიას, აუცილებლად დაისჯება…“

ჩვენი ღირსების საქმეა დღევანდელმა საქართველომ  შეძლოს ამ სისხლიანი  რეჟიმის გასამართლება.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)

დამფუძნებელთა სახელით

თემურ შაშიაშვილი

2011 წლის აგვისტო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *