თემურ შაშიაშვილი: ქართველობაა ძნელი

ფიქრები დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით

 

კარგი იყო მთელი საქართველო დამდგარიყო და არ დაგვეშვა სააკაშვილის თავხედობა თავის დროზე.

კარგია,რომ ბევრი მიხვდა,რას ნიშნავდა ერთი და იგივე კაცის მიერ საფლავზე ფიცის დადება და ძეგლის შეურაცხმყოფელი გადაადგილება, თბილისშიც და ქუთაისშიც,პატრიარქის მიერ ნაკურთხი ადგილიდან.

ეს,სწორედ ეს არის ყალბი ეროვნული პათოსი.,რაც წარმოუდგენლად ყვავის საქართველოში. უსაზღვროებასაც აქვს საზღვარი,მაგრამ საქართველოს ხელისუფალთათვის ეს აზროვნება მიუწვდომლად იქცა.

“ქუჩაში ნუ დამიტოვებთ ძეგლსო” ,ამ თხოვნით წავიდა ამ ქვეყნიდან ბუნბერაზი კაცი,მთელი მსოფლიოს მიერ მეოცე საუკუნის უდიდეს მოქანდაკედ აღიარებული მერაბ ბერძენიშვილი.

საოცარი ამბის გახსენება მინდა. უცხოეთში ვეცნობი მსოფლიო ჩემპიონს კავკასიკურ ჭიდაობაში,გურამ გედეხაურს. “დღემდე განვიცდი,რომ თქვენთან ერთად არ ვიყავი,როცა დავით აღმაშენებლის ძეგლის გადატანას აპროტესდებდითო!”. წარმოუდგენებელი სიტყვები მითხრა:”ბედნიერი ხარ,რომ ძეგლთან მარტომ ათიე ღამეებიო!”.

ჩემში არის ბედნიერების ეს მომენტი.არ იყო მაშინ ადვილი ძეგლთან მარტო დარჩენა,მით უფრო “ტუალეტის პოეტები” ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდნენ და უმძიმესი სიტყვებით მლანძღავდნენ სააკაშვილის საამებლად…წარმოგიდგენიათ,”რა დროს აღმაშენებელიაო,როგორც ჩანს შაშიაშვილი წარსულში ცხოვრობს და ამ საუკუნის არაფერი ესმისო”-ასე საუბრობდნენ ჩემზე.

დრომ დაადასტურა ვინ ვინაა. ამ მოვლენიდან სულ 2-3 წელში, დავოსის მსოფლიო ფორუმმა,ანუ მსოფლიო ეკონომიკური ,პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის უდიდესმა თავყრილობამ აღიარა,რომ მსოფლიოს მომავალი არც კაპიტალიზმი და არც სოციალიზმია,რომ კაცობრიობის მომავალი არის კონვეგენციის თეორია,ანუ კაპიტალიზმის საუკეთესოს-კონკურენციის და სოციალიზმის საუკეთესოს-დაცული ადამიანი,-შეერთებაა. როცა აქ დავოსში ვთქვი,რომ ეს ჩვენ მეფეს ათი საუკუნის წინ ჰქონდა -თქო,ყველა შეცბა და დასაბუთება მომთხოვეს. ჩემი პასუხი იყო მარტივი:ძლიერს უჭერდა მხარს და სუსტს იცავდა მეთქი!“.მერე როცა ისიც დავამატე რომ, ვინც მიწას ამუშავებდა 4-ჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდა,ვიდრე იმას ,ვინც არ ამუშავებდა და მთავრობის სათავეები ქვეყნის ნთავარ სასულიერო პირს ჩააბარა-თქო,იქ სასწაული მოხდა…”ეს ვინ გყოლიათ და იმაზე დიდი საქმე რა გაქვთ,ვიდრე ეს მთელ მსოფლიოს გააცნოთო!”…

ამისთვის რომ არ გვცალია,ეს კიდევ არაფერი იმასთან ,რომ ხელისუფლებაში “ტუალეტის პოეტთა” განწყობა ბატონობს სხვა აზრი არც მქონია ,არც მექნება და ვამაყობ იმით,რომ მწამს,გაცნობიერებული მაქვს, ვისაც დავით აღმაშენებელი ჰგონია,წარსულია თვითონ.. რომ დავით აღმაშენებელი მომავალია. რომ უნდა ვიამაყოთ იმით რომ ჩვენი მეფე აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს მხედართმთავრად, უპირველეს მწიგნობრად,.. მეფედ,რონელიც ათი საუკუნის წინ სწავლობდა ზეცას,სამყაროს,შექმნა მეცნიერებათა აკადემია..რომ დიდგორის ომით გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია..

ეს მეფე არ გვინდა,ბაგრატოვანთა მეფობის ცხრა საუკუნის, მსოფლიოსთვის უნიკალური გამოცდილება,კულტურულ მემკვიდრეობათაც ვერ ვაღიარეთ,მეტიც ვებრძვით ქართულ მართლნადიდებელ ეკლესიას და ბაგრატოვანთა გვარს,ისტორიას, დამსახურებას.

ძეგლის გატანა ნიშნავდა ჩვენი დიდებულებისადმი უპატივცემულობას,წინაპართა გზიდან გადასვლას…ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა,ნაცმოძრაობამ..იგივეს ნიშნავს,რომ დღემდე ვერ დაბრუნდა ძეგლი იმ ადგილზე,სადაც მისი აღმართვა აკურთხა პატრიარქმა და ბრძანებულებით დაადასტურა მაშინდელმა პრეზიდენტმა.

გულისწყვეტით ვიხსენებ არა მარტო იმას,რომ ერთობა ვერ შევკარით და ძეგლების გადატანა დავუშვით თბილისსა და ქუთაისში,არამედ იმასც რომ ის არაერთი,ვინც მაშინ გადატანას აპროტესტებდა, დღეს დუმს. ძეგლის გადატანის წინააღმდეგ მიმართულ აქციათა ორგანიზატორი “წინ საქართველო” იყო.ჩვენ ჩვენი ოჯახებით ვიცავდით,როგორც მაშინ ვამბობდით-“ქართულ სულს”.აქ იყო გია კობახიძე თავის ოჯახით.მისი შვილი პარლამენტის თავჯდონარეა…სად არის ის “ქართული სული”,ბატონებო!

თვალწინ მიდგას, როგორ ეცვლებოდა უიმედობაში გადასულ ბატონ მერაბ ბერძენიშვილის გამომეტყველება , როგორ ივსებიდა იმედით,როცა გურამ გედეხაურის განწყობას გადავცემდი. როცა ვუთხარი,რომ ურაპატრიოტიზმით სავსე პოლიტიკისების ეპოქაში ვნახე დიდი სპორტსმენი ,,რომელმაც მეცნიერის დონეზე იცის აღნაშენებელი და მისი ეპოქა,რომ წარმოუდგენლად არის შეყვარებული ვაჟა -ფშაველაზე და ლამის ზეპირად იცის თქო , თავის ტელეფონი გადმომცა და მითხრა,თუ შეგიძლია დამალაპარაკეო. სიამაყის ცრემლები სდიოდა ლაპარაკის დროს.უთხრა,ბედნიერი ვარ ამ გულქვაობის ეპოქაში;ასეთი კაცი გაგიცანიო.

ბატონი მერაბის გარდაცვალების შენდეგ,ახალი წლის დღეს ბატონი გურამმა და მე მის საფლავთან მუხლი მოვიდრიკეთ,დიდი ქართული სულის ეზოს,მისი მუზეუმის მადლი გავიზიარეთ,მის უბრწყუნვალეს მეუღლესთან საყბრის შემდეგ თიანეთში გავემგზავრეთ ფილოსოფიური ლექსის-“ტახტზე ფიქრია ადვილი,დავითობაა ძნელი!”-ავტორთან,თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტთან,ტარიელ ხარხელაურთან..ეს მოულოდნელი სტუმრობა იყო.გაზულუქებულ მდიდართა ქვეყანაში,ერთ-ერთ უპირველეს პოეტს,სახლში არაფერი აღმოაჩნდა,თონის პურის ნატეხებს,ცხვრის ყველსა და ჟიპიტაურს გარდა.ამაზე გემრიელი კარგახანია არაფერი გვიგემია, მთავარი ის ქართული სული და იმის მძაფრად შეგრძნება იყო,რომ ,მეფობა ძნელია,მაგრამ დღეს უფრო ძნელი ქართველობაა.

(გაგრძელება იქნება)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *