განსხვავებული პოზიცია, რასაც სხვები ხმამაღლა ვერ, ან არ ამბობენ და რომელსაც ხიშტით შეხვდებიან მიტინგების მოყვარული პოილიტიკოსები
ნამდვილი და ქართული სულის პოლიტიკოსისთვის მიუღებელია მიტინგებით ქვეყნის მართვა - ეს ყალბ, გაკოტრებულ და სოროსის სკოლაგავლილ პოლიტიკოსთა გზაა!

კაცობრიობამ იცის მასობრივი პროტესტის გამოხატვით გამარჯვებული, მაგრამ არ იცის მიტინგებით კრიზისიდან გამოყვანილი ქვეყნები. კაცობრიობამ იცის, რომ მიტინგი არის პროტესტის ყველაზე მდაბიო ფორმა დღევანდელი მსოფლიოსათვის არაცივილიზებული და სრულიად მიუღებელი. კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს, რომ მიტინგი არის უმცირესობის აზრის მოხვევა უმრავლესობის სწორი აზრის დასათრგუნად…
რეფერენდუმი რომ ჩატარებულიყო, დღეს საქართველოში საპარლამენტო კი არა, ის საპრეზიდენტო მმართველობა იქნებოდა, რომელიც ნამდვილად ეროვნულმა და დამოუკიდებლობის აღმდგენმა პარლამენტმა მიიღო, და არა ის, რომელიც ჩუმად, მიტინგების განწყობით შეცვალეს ჯერ „ნაციონალებმა“ და მერე „ქართულმა ოცნებამ“. რეფერენდუმით რომ მიგვეღო საქართველოს კონსტიტუცია, დღეს გვექნებოდა ხალხის ინტერესების დამცველი და გამომხატველი და არა ზეპარტიული კონსტიტუცია, რომლის გაგრძელებაა ის, რაც დღეს არსებული კონსტიტუციის მიღების შემდგომ ხდება ქვეყანაში.
დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს დაუჭერს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების გაუქმებას, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას და ხალხისთვის, მის მიერვე არჩეული დეპუტატისთვის გაწვევის უფლების მინიჭებას, პარტიების კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად დაყოფის გაუქმებას, წინააღმდეგი იქნება რუსეთის ასეთი ლანძღვა-გინების, არა იმიტომ რომ რუსეთს თანაუგრძნობს, არამედ იმიტომ რომ საქართველო უყვარს, ქვეყნის მომავალზე ფიქრობს და იცის, რუსეთის ასეთი ლანძღვა-გაღიზიანება საზიანოა ჩვენი სამშობლოსთვის , ეს აწყობს რუსეთის ხელისუფლებას – აძლევს მას ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების საბაბს… ეს იცის მთელმა მსოფლიომ, ეს ვნახეთ უკვე 2008 წლის აგვისტოში… მოაროვნე საზოგადოებამ იცის, რომ თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ დავემშვიდობოთ სოხუმსა და ცხინვალს, მეტიც ,2-3 წელიწადში, შესაძლოა კიდევ დავკარგოთ ტერიტორიების 20-30 პროცენტი.
აქ განსაკუთრებულად მინდა შევეხო პროპორციული არჩევნების სისტემას. ეს სისტემა რომ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიოს და არჩეულ იქნას – ეს ფაქტია. პროპორციული საარჩევნო სისტემა გამორიცხავს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის არსებობას, ანუ თუ პარტიულ სიაში ვერ შეხვალ, ისე კენჭს ვერ იყრი. ეს თავისთავად, ბევრ ქვეყნისთვის საჭირო ადამიანს უკარგავს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. არ ჩაეწერება პარტიულ სიაში, ეს მისთვის ღირსების შელახვაა, რადგან სახეზე გვაქვს, რომ პოლიტიკურ პარტიებში დღეს ზნეობის დეფიციტია და ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა.
პროპორციული არჩევნების ყველაზე საშინელი შედეგი შეიძლება იყოს პარტიების შექმნა რეგიონების მიხედვით და პარტიების შექმნა ეროვნული პრინციპით. ასლან აბაშიძის „აღორძინებით“ გაღიზიანებული არაერთი იმერელი (მათ შორის ერთ-ერთი, ვინც გავრილოვს თავს დაესხა), მთხოვდა დაგვეფუძნებია პარტია იმერეთში ცენტრით – ქუთაისში. ამაზე მეტი სეპარატიზმი გინახავთ?! ამ სეპარატისტული განწყობის გაძლიერებას იძლევა სწორედ პროპორციული სისტემა. მეტიც, საქართველო იცლება ქართველებისგან, უამრავი შემოვიდა ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც არ არის გამორიცხული, რომ თავიანთი მზაკვრული მიზნები ჰქონდეთ. ვინმე აცნობიერებს დღეს, რომ შესაძლოა შენიღბული წესით შეიქმნას პარტიები რელიგიური და ეროვნული პრინციპით?! გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტსა და ზოგადად,ხელისუფლებაში, ქართველზე მეტი სხვა ეროვნებები იქნებიან. გაიხსენეთ მე-20 საუკუნის დასაწყისი, ვის ხელში იყო თბილისი და საქართველოს არაერთი რეგიონი. საერთოდ, ვაცნობიერებთ კი, რომ კავკასია დღეს მთელი მსოფლიოს დაინტერესების ცენტრია და საქართველო დღეს ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონდომებით, ყველაზე დესტრუქციულ როლს ასრულებს კავკასიის ერთიანობის საქმეში, მაშინ როცა დღევანდელობა საპირისპიროს ითხოვს. ანუ საქართველოს შეუძლია ყველაზე კონსტრუქციული როლის შესრულება კავკასიის შეკვრის თვალსაზრისით. გარე ძალებს აწყობთ დასუსტებული ამიერკავკასია, უპირველესად, მასში შემავალ სახელმწიფოთა დასუსტებით. ჩვენ გვჭირდება გლობალური და ეროვნული აზროვნების ერთმანეთტან დაკავშირება და არა დაპირისპირება. მე არ ვამბობ იმას, რომ ამას მაჟორიტარული არჩევრები სრულად უზრუნველყოფს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პროპორციული არჩევნები მხოლოდ სირთულეებს შექმნის. იქნებ, ჩვენ სწორედ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა გვაწყობს, რომ მეტად შევებრძოლოთ ჭილ-ყვავებივით გამრავლებულ დესტრუქციულ ძალებს.
ეს რომ ასეა, კარგად იციან მიტინგის მოყვარულმა პოლიტიკოსებმა,მაგრამ თუ იმას არ გააკეთებენ რასაც აკეთებენ, ანუ თუ დესტრუქციულები არ იქნებიან, დაფინანსებას ვერ მიიღებენ იმათგან, ვინც ამას უკვეთავს და ვისაც აწყობს ის, რაც დღეს ხდება საქართველოში..
საუბარია სოროსსა და მასონურ წრეებზე, რომელთათვისაც აუტანელია ცივლიზაციის სათავეებიდან მომავალი, ტრადიციებისა და რელიგიისადმი პატივისცემელი ქვეყნები (ისინი განსაკუთრებულად ებრძვიან მართლმადიდებლობას) მათ საქართველოს ძლიერება კა არ აინტერესებთ, არამედ მისი დამონება და გამოყენება, როგორც მართლმადიდებლობის, ქართული ცნობიერების, რაც მთავარია, რუსეთის წინააღმდეგ..
პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ–მოკიბვის გარეშე ვამბობ:ეს მიტინგი დღეს აწყობს რუსეთს.. ნახეთ ჩვენთან „რუსეთი ოკუპანტია“ ძახილის ფონზე, მისი ორი ძლიერი საერთაშორისო გამარჯვება, მხარდაჭერილი ჩვენი მეგობრების მიერ, იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც სიტყვით მეგობრობას გვიმტკიცებენ და გვეფიცებიან, რუსეთი დაბრუნდა ევროპარლამენტში და აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, შედგა და წარმატებულის აღიარებაც მიიღო. გულწრფელად გამიკვირდა ერთიც და მეორეც, მით უფრო რომ ეს ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს. მეტიც, პრესაში დასახელდა სახელმწიფოები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. როგორც ჩანს, საქართველო საერთოდ არ ყოფილა მათი საუბრის დღის წესრიგში.
ყველაფერი ის, რაც ჩვენთან ხდება რომ რუსეთს აწყობს, ამას მიტინგების სულისკვეთებაც ადასტურებს და ისიც,რომ მთავარ ფიგურათა შორის ვხედავ არაერთს რომელთაც არასდროს ქართული საქმე არ უკეთებიათ, რუსულისთვის კი სახედამალულად ბეჭი აქვთ შედგმული. ვხედავ ე.წ.პოლიტიკოსს, პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც 2011 წლის მაისში ,ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოში შემოსაჭრელი რაზმების მომზადებას ხელმძღვანელობდა და რომ „სახალხო კრებას“ მიგვეღო გადაწყვეტილება ავლაბარში მათ მიერ დანიშნულ მიტინგთან მიერთებისა, რუსეთის სპეცსამსახურებით შეიარაღებულ-გამაგრებული ეს რაზმები საქართველოს წალეკავდნენ.
დღეს დამაფიქრებლად ვიხსენებ იტალიის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის (მასში რომიც შედის) ლაციოს პრეზიდენტის სიტყვებს ვენეციაში ევროპის რეგიონთა ასამბლეის საბჭოს სხდომაზე ჩემ მიერ რუსეთის უმკაცრესი კრიტიკის შემდეგ რომ მითხრა: „არ დაიღალეთ თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით“ დააკვირდით, რუსეთის უმკაცრესი კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებად ჩამითვალა. მეტიც, მითხრა: სერიოზული პოლიტიკოსი მეგონეო. ადრეც და მით უფრო ამ იტალიური გაკვეთილის შემდგომ, ეჭვით ვუყურებ ყველას, ვინც რუსეთს ლანძღვა-გინებით აღიზიანებს და რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ისინი საქართველოს ებრძვიან და რუსულ საქმეს აკეთებენ საქართველოში. ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველაზე მეტად აკრიტიკებდადა დღესაც აკრიტიკებს რუსეთს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა და კაგებე-ს გენერალ გენერალოვის ხელისბიჭი ნაყოფია არა მარტო ამ მთავარ სიმდიდრეთა მფლობელი აღმოჩნდა, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის მთავარი დამფინანსებელია, მეტიც, სწორედ მისი ოჯახი ფლობს რუსეთის ყველაზე მეტად მლანძღავ მაგინებელ „რუსთავი 2“ -ს აქციების საკონტროლო პაკეტს. და ამ დროს , რუსეთში გამდიდრებული და რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში მყოფი რუსთავი 2, დემოკრატიის შუქურად სწორედ რუსეთის ლანძღვის გამოა აღიარებული. მე არ მახსოვს ჯერ დასავლური სახელმწიფოთა მიერ პროტესტი იმ ბილწსიტყვაობისა და კანიბალური განცხადებების გამო, რომლითაც გამორჩეულია „რუსთავი 2“-ს დირექტორი, ვის მიმართაც საზოგადოების საართლიანი აღშფოთებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ.
კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. დავფიქრდეთ, ვინც გამსახურდიას რიგებში რუსეთის მიმართ უსასტიკეს სიტყვებს გამოიყენებდა, უმეტესობას დღეს რუსეთის ხეისუფლებისგან მხარდაჭერილი ბიზნესი აქვს რუსეთში.
მე დღეს სინანულით ვამბობ, რომ გულწრფელად ვიდექი 2011 წლის 26 მაისს მიტინგზე და დღეს, როცა ვაცნობიერებ, თურმე რა ხდებოდა მიტინგს მიღმა, მომავალში არავის , არც მტერსა დ ა არც მოყვარეს არ ვუსურვებ მიტინგზე დგომასა და მიტინგთან კავშირს საერთოდ. მით უფრო, სწორედ იმ პიროვნებებს ვხედავ უკვე პოლიტიკოსთა და პარტიათა თავმჯდომარეების რანგში, რომლებიც იმ მზაკვრულ პროგრამას ედგნენ შემსრულებლებად 2011 წლის 26 მაისისთვის და რომ არა დიდი ქალბატონის – ნონა გაფრინდაშვილის და „სახალხო კრების“ მთავარი საბჭოს ეროვნული განწყობა, ძნელი წარმოსადგენია, მოვლენები როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო, მით უფრო, რომ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება იყო, რაც მან უკვე დაადასტურა ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დღეებში.
როგორ ვიმოქმედოთ?
პოლიტიკა არის ის, რომ შენი ქვეყანა არ აქციო ზესახელმწიფოების დაპირისპირების ცენტრად. მიტინგებზე სწორედ ეს ხდება – არ გვაქვს პირველი – მეცნიერების და ეროვნულ მოღვაწეთა მიერ ჩამოყალიბებული, მეორე – ჩამოყალიბებული და შემდგომ, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი: რას ნიშნავს ქართული ინტერესი. არც ის გვაქვს , როგორ არ ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების ცენტრად. ქვეყნის პოლიტიკას დღეს ე.წ. ულტრალიბერალები და ულტრანაციონალისტები წარმართავენ. პირველის უკან დასავლეთის სოროსულ-მასონური წრეები და მეორის უკან – რუსული შვინისტური ძალები დგანან. ერთიც მაგრად ფინანსდება და მეორეც. ქვეყანაზე კი არა, საკუთარ სკამსა და ძალაუფლებაზე ფიქრობენ ისინი, ვინც ფეხქვეშ დასავლეთსა და ამერიკას ეგებიან და ისინიც, ვინც გადარჩენას რუსეთში ხედავენ.
საქართველოს მომავალი სწორად ჩამოყალიბებულ ქართულ ინტერესშია , საქართველოშია და არა რუსეთსადა ამერიკაში… იმაშია, რომ ვიმოქმედოთ გონებით, დახვეწილი დიპლომატიით, არავინ არ გავაღიზიანოთ, არც არავის გავეგოთ ფეხქვეშ, მაგრამ მეგობრობა და ნორმალური ურთიერთობა შევძლოთ მთელ სამყაროსთან. ეს შესაძლებელია , თუ ღვთითბოძებულ ჩვენს გეოგრაფიულ მდგომარეობას ვაქცევთ პოლიტიკად. ეს შეუძლია არა ემოციას და აგრესიას, რომელიც ტრადიციულად მოდის მიტინგებიდან, არამედ გონების პოლიტიკას, მეცნიერებას , მოსახლეობასთან გულწრფელი დიალოგის სისტემას. ეს შეუძლიათ იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ რაც რუსთაველმა გვითხრა-“გველსა ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი”.
კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: მიტინგი არის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დაკანონება.რომელ ქვეყანაში არ იქნებოდა დღეს დაპატიმრებული ის,ვინც საჯაროდ თქვა:”24 საათში დავამხობთ ამ ხელისუფლებასო”,ან ვინც პარლამენტში შეჭრის მოწოდება გააკეთა,რასაც ხელისუფლების სისასტიკე მოჰყვა და დასახიჩრებული არაერთი ჩვენი თანამემამულე.
ძალადობას მოჰყვა ძალადობა. პოლიტიკოსი არის ის, რომელიც ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამ დღეებში ჩვენ გვაქვს ორმხრივი ძალადობა. ძალადობა, წარმოქმნილი პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შედეგად და ძალადობა, წარმოქმნილი ხელისუფალთა არასწორი გადაწყვეტილებებიდან. ხელისუფლება არ აღიარებს თავის ძალადობას და ოპოზიცია – თავისას. სახეზე ორთავეა. ქუჩაში შეკრებილი ხალხი შეგნებულად თუ შეუგნებლად, მხოლოდ სახელისუფლებო ძალადობას ებრძვის და იცავს მოძალადე პოლიტიკოსებს. ეს არც სამართლიანობაა და არც სახელმწიფოს შექმნის გზა. ეს ქვეყნის ნგრევის გზაა. ეს ყველაფერი უპირველესად იმ ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, ვინც არც ძალადობას უჭერენ მხარს და არც ამ ძალადობის ფსიქოლოგიით მომართულ მიტინგებში მონაწილეობენ.
ფაქტია ისიც, რომ ხალხი ქუჩაში ხელისუფლებას და გაბოროტებულ-რევანშისტულ ოპოზიციას გამოჰყავს.მიტინგზე 90 პროცენტზე მეტი დგას გულწრფელად.. დგას ან გაჭირვების,ან იდეის გამო.მათ იყენებენ თვითკმაყოფილი ხელისუფლება და გაბოროტებული ოპოზიცია.ეს მიტინგები რომ მართულია და მართულია ნაცებისა და მისი ნამსხვრევებისგან,მარტივად ჩანს : არ შეიძლება საუბარი,არც 7 ნოემბერზე,არც 26 მაისზე,არც იმ ბოროტებაზე,რაც ხალხს და ქვეყანას მოუტანა „ნაცმოძრაობამ“.
ქართული პარადოქსი და ნაც-ქოცების გაუკუღმართებული პოლიტიკის გამო,მიტინგზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის არც ანალიზი ჩანს,არც იმის სურვილი,რომ ნამდვილ მეცნიერებს,სახელმწიფო კაცებს ეთათბირონ,მოიწვიონ მიტინგზე დამოუკიდებელი ექსპერტები.. ნაცმოძრაობა ისე გამოდის,თითქოს ეხლა ნახეს პირველად დარბევა, სისასტიკე,რეზინის ტყვიები…
მე მაშინ დავიჯერებდი მიტინგის წამყვანთა გულწრფელობას,რომ ამბობდნენ იმას,რაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს უნდა: არც ნაცი და არც ქოცი მომავალ ხელისუფლებაში. ეს არის ხალხის აზრი, ჩავატაროთ რეფერენდუმი და ამაში დავრწმუნდებით.
დამანგრეველია ის ქება-დიდება ,რასაც უამრავი ადამიანისგან ტელევიზიით ვისმენ მომიტინგეთა მიმართ, პირად საუბრებში სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ!
ეს არ არის ჩემი დღევანდელი მოსაზრება. ჩემი პოზიცია დღემდე ჩატარებული ყოველი მიტინგის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. მე ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ვერ ვიტყოდი და არც ამის უფლება მექნებოდა, რომ ვინმეს ბოლო წლების განმავლობაში რომელიმე მიტინგზე ვენახე, გამომსვლელის კი არა, მონაწილის რანგშიც კი. ბევრმა შეიძლება გაიხსენოს ჩემ მიერ გამოქვეყნებული მძიმე განცხადება ბატონ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ მიტინგებთან დაკავშირებით.
ამ დღეებში უამრავმა ადამიანმა მომმართა კონტრაქციის, ანუ საპირისპირო მიტინგის ჩატარების თაობაზე. ოდნავაც არ ვეჭვობ, რომ აქ გაცილებით მეტი , რამდენჯერმე მეტი ადამიანი შეიკრიბება, მაგრამ ეს სიმშვიდეს კი არ მოიტანს, არამედ დაძაბულობას – სამოქალაქო ომამდე მიიყვანს. ეს უნდა გაცნობიერდეს დღევანდელ მომიტინგეებშიცდა კონტრმიტინგის მსურველთა შორისაც. მე პირადად იმ ადამიანებთან ვდევარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი, რომელთაც მიტინგი კი არა, ქვეყნის მომავალი აინტერესებს.
კიდევ ერთხელ გამოკვეთილად ვამბობ: მიტინგი არის დიქტატურის, გზა,გულწრფელი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გზა…ყალბი ბელადების შექმნის გზა… ხელისუფლებაში “ქუჩის პოლიტიკოსების” მოყვანის გზა, მიტინგებით მოჰყავთ და მიტინგებით ამხობენ მოყვანილს...ასე გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს.ასე უკეთებენ ბიძინა ივანიშვილს. უამრავი ვიცი, ვინც საჯაროდ თუ პირად საუბრებში ინანიებს ხელისუფლებების დამხობებში მონაწილეობას.
ისევ ქუჩა,ემოცია,აგრესია , სპეკულირება გაჭირვებული ხალხით,გულწრფელ იდეურთა გამოყენება…ამას დიდი ხანია აკეთებენ გაკოტრებული პოლიტიკოსები.ინტელიგენცია დუმს.
მიტინგების ასე მომძლავრების მიზეზი ისიცაა რომ სამწუხაროდ, ხელისუფლებას დესტრუქციულთან ომი და კამათი ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლები ხელისუფლებას სთხოვენ შეხვედრას და დიალოგს – პასუხი არ არის. დადგა საკითხი მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილიყო დიასპორის საბჭო, პასუხი არ არის. ახალგაზრდები ითხოვენ, პრემიერ მინისტრთან ახალგაზრდობის საბჭოს შექმნას – პასუხი არ არის. ამ დროს, ხელისუფლების მაღალი ჩინები ბ-ნი ივანიშვილის ჩათვლით შეხვედრებსა და დიალოგზე იწვევენ დესტრუქციულ პლიტიკოსებს და საერთოდ, რა დიალოგია საჭირო იმ ხალხთან, ვინც პარლამენტში ჰყავთ?. ეს პარლამენტი სალაყბოს გარდა სხვა ფუნქციას არ ასრულებს როდემდე?!
სამწუხაროა, რომ ჩემი ეს პოზიცია ვერ მიდის საზოგადოების დიდ ნაწილამდე , რადგან ის მიუღებელია როგორც ხელისუფლებისთვის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებისთვის. საქართველოში კი თავისუფალი ტელევიზია პრაქტიკულად არ არსებობს და საინფორმაციო სივრცეში ცოტა დარჩა მართალი და მიუკერძოებელი გაზეთი.
ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით მზად ვარ ნებისმიერ პოლიტიკოსთან კამათისა და დიალოგისთვის. ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტება და არა მიტინგებზე დამოკრატიის თამაში. ხალხთან შეხვედრების დროს სოციალური დემაგოგია, რისი შედეგია ელიტური კორუფცია, შედეგია ის, რომ ქვეყანა დიდი ხანია ცხოვრობს სიყალბეში და მას მართავს პოლიტიკური მაფია.
ვიცი ბევრი არ გაიზიარებს ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას, მაგრამ მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს.
ეს არის ჩემი გულწრფელი პოზიცია. მიტინგი დღეს პოლიტიკური ტანკის როლს ასრულებს.
ნამდვილი და ქართული სულის პოლიტიკოსისთვის მიუღებელია მიტინგებით ქვეყნის მართვა – ეს ყალბ, გაკოტრებულ და სოროსის სკოლაგავლილ პოლიტიკოსთა გზაა!
ღმერთმა, დამიფაროს ამისგან!



