კაცობის ეტალონი

რამხელა უნდა იყო,რომ შენი წასვლით ამ ქვეყნიდან ქალაქი დაობლდეს..

ასე მგონია,მართლაც დაობლდა ქუთაისი ჯავა ჭეიშვილის წასვლით..

ძნელი წარმოსადგენია ქუთაისი მის ქუჩებში მოსიარულე ჯავას გარეშე.ცოტაა თქვა,რომ კოლორიტი იყო…რომ გამორჩეული ხედვისა და ხელწერის,მართლაც,დიდი მხატვარი იყო…რომ ქართულით დატვირთული კაცი იყო…ის პატრონივით ჰყავდა ქალაქს,ჭირის და ლხინის გამზიატებლად ჰყავდა,ნიეის და ნიჭიერების დამცველად ჰყავდა…სტუმრის დამცვედრად და გამცილებლსდ ჰყავდა,ჩაცმულობის დამკანონებლად ჰყავდა….

დიდი კაცი იყო,დიდი…დროთა გამაერთიანებელი…მიწის და ზეცის შემაერთებელი…

ასეთად დარჩება..მისი სულიერებით სავსე შემოქმედებით საქართველოსა და ქართულ მიწაზე,სულით ზეცაში…

მახსოვს ერთი დიდი წამი ჩემს ცხოვრებაში- დამთავრდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები…დავემშვიდობე მხარდამჭერებს ქუთაისის ისტორიული უბნის ოფისში,ოფისიდან გავდივარ და საატელეფონო ზარი-დიდი მხატვარი,გივი თოიძე მამხნევებს თბილისიდან,წინ ვხედავ დგანან მწერალი რეზო ნაჭყებია და ჯავა ჭეიშვილი…მე ბატონ გივის ვპასუხობ::დრო დაადასტურებს,რომ გამარჯვებულისთვის ,ეს არის დამარცხების ტოლი გამარჯვება,ჩემთვის კი,ეს არის გამარჯვების ტოლი დამარცხება,თუნდაც იმით,რომ გივი თოიძე მირეკავ თბილისიდან და კაცობოს ორი ეტალონი-ჯავა ჭეიშვილი,რეზო ნაჭყებია აქ მა ხნევემენ თქო…მე არც ერთისთვის მხარდაჭერა არ მითხოვია.ეს იყო გულწრფელი თანადგომა და გულშემატკივრობა.

ჯავასა და ჩემი ურთიერთობა ძმობით იყო სავსე…ძმობის ამ განწყობით ვემშვიდობები.

ნათელი მის ხსოვნას

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *