თემურ შაშიაშვილი: ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი თქვენს მეგობრულ და იმედიან შემოძახილზე

ცნობილმა პუბლიცისტმა  და ჟურნალისტმა თემურ შაშიაშვილს  ღია მიმართვა   მიწერა, რომელშიც ავტორი წერს:

“თემურ, ჩემი აზრით,პირველ რიგში შენმა გუნდმა უნდა გააკეთოს ის,რომ თითოეული ადამინის ცნობიერებამდე მიიტანოთ თუ რამხელა უნიკალური პროგრამა შექმენით! ამას ადვილად აკეთებენ ბრენდად ქცეული ტელევიზიები,რომლებსაც ზურგს უმაგრებენ მილიონობით ევროსა და დოლარის პატრონები!  პიარი– ი დიდი ფულით კეთდება და შენ რომ არ გაქვს ეს,,დიდი ფული,, სწორედ ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი!დიდი ფული რომ იშოვო,ფულიანს უნდა,,შეეკრა,,!ფულიანი ისე არ,,ჩადებს ინვესტიციას,,, მოგება თუ არ ნახა!მოგება კი ქვეყნის გადარჩენა იქნება და ,,ფულიანები,, არ არიან პატრიოტები ჩემო თემურ!ასეა სამწუხაროდ”!…

მიმართვა იმდენად ქტუალურია, და იმდენი ადამიანის აზრია მასში განზოგადოებული,  მსგავსი მოსაზრება არაერთხელ გამოუთქვამს უამრავ პიროვნებას, რომ  თემურ შაშიაშვილმა პასუხად, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა:

ბატონო თამაზ,

ჯერ ერთი, საქვეყნოდ მომართული კაცი ხარ და იმაზე მეტად მეიმედები,ვიდრე წარმოგიდგენია, მეორე,მე ამ ბრძოლაში როგითი ჯარისკაცი ვარ,რომელსაც პატრიოტიზმთან ერთად,კონკრეტული მომენტების გამო მეკისრება პასუხისმგებლობა,უპირველესად იმის გამო,რომ ჟიული შარტავას მხარდაჭერითა და დიდი კაცობით შემოვედი პოლიტიკაში…ის დღეს ცოცხალი არ არის და ვიცი,ცოცხალი რომ იყოს,სიცოცხლის ფასად იქნებოდა დღეს გამეფებული დიყალბისა და პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში…შემდგომ,ორჯერ დავხვდი ტანკებს,1993 და1998 წლებში…ვიცოდი,რომ თუ გავატარებდით,ქვეყანა სამოქალაქო ომში შედიოდა და ეს მომაკვდინებელი იქნებოდა ქვეყნისთვის..ანუ,ქუთაისმა,იმერეთმა,ორჯერ ააცილა ქვეყანას ახალი ბაზალეთი.

მაგრამ მე დღეს ვფიქრობ,რომ გამოგვეშვა,დღეს ამაზე უარეს მდგომარეობაში არც ქვეყანა და არც ხალხი ნამდვილად არ იქნებოდა,ქვეყანა გაცილებით ეროვნული იქნებოდა.მკლავს და მტანჯავს ამის გაცნობიერება…იმის გაცნობიერება,რომ ტანკებს ვხვდები მარტო…ერთი თითის გამოკვრაა საკმარისი და…მაგრამ ეს არ გააკეთეს ამბოხებულებმაც კი,ანუ მათ ჩემზე დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს…მე ამ ხალხის მიმართ მადლიერიც უნდა ვიყო და პასუხისმგებლობაც მეკისრება…როგორ ფიზიკურ ტანკს დავხვდი,არ შემეშინდა და დღეს პილიტიკურ ტანკზე ამხედრებული პოლიტიკური მაფია პარპაშობს,სულს გვხდის,ქვეყანას გვართმევს,გვიყიდის და გავჩერდე?

  მესამე:მითხრას ვინმემ,რომ შევარდნაძეს პირდაპირ და გულწრფელად არ ვეუბნებოდი სათქმელს. მაშინ ვეუბნებოდი,რომ კრიზისმა ზღვარს მიაღწია,ასე ცხოვრება არ შეიძლება-თქო…ნულოვან აუქციონზე,ე.წ.რეფორმატორებისა და უცხოელი “მეგობრების” კარნახით,საავტომობილო, ელმექანიკური, სატრაქტორო  და ქუთაისის კიდევ 10 ქარხანა გაყიდა,სასამართლოში ვუჩივლე, მე, გუბერნატორმა და ყველაფერი სახელნწიფოს დავუბრუნე(სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე გაყიდა)…მაშინ ვეუბნებოდი პრეზიდენტს,პარლამენტს, მთავრობას, რომ ქვეყანაში მართვის სისტემაა ავადმყოფი,კორუმპირებული და პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლით მდგომარეობა კიდევ მეტად გაუარესდება,რომ მთავარი მართვის სისტემის შეცვლაა საჭირო და ეს ტრადიციების გათვალისწინებით და მეცნიერებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს-თქო…დღეს ცუდი კი არა,კატასტროფულად ცუდი მდგომარეობაა და გავჩუმდე?

მეოთხე: ყველაზე ადრე და შეიძლება ითქვას, პირველად,ჯერ ამერიკელებმა(1993,1995,1997 და ბოლოს, 2001 – 2002წლებში),მერე რუსებმა (პირველად 1993წელს,მეორედ 1996 ში) შემომთავაზეს ჩემი გაპრეზიდენტების პირობები…მე არ მივიღე,მაგრამ სხვებმა ხომ გაცილებით გაუარესებული პირობებით მიიღეს…ვხედავ,ეს გამყიდველიბა გრძელდება და გავჩუმდე?გავჩუმდე,როცა სააკაშვილს,რომელსაც 1997 წელში ვუწოდე-არასერიოზული,გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში…რომელსაც,ინგა გრიგოლიას გადაცემაში,2001 წლის 11 აპრილს,პირდაპირ ვუთხარი-საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში-თქო…,ახლა გავჩუმდე და შევეგუო?

მეხუთე: წინაპრებში,არც მამის და არც დედის მხრივ,არც პარტიის წევრი მყოლია და არც ვინმე ხელისუფლებაში. ყველანი განათლებული ადამიანები იყვნენ,საზოგადოებაში მიღებული,ძირითადში მიწასთან და ეკლესიასთან დაკავშირებული.პრაქტიკულად არავის უნდოდა , რომ ჩემი გზა სახელისუფლებო კარიერაზე ყოფილიყო აგებული. ოჯახიც,სანათესაოც,სკოლაც, ჩემი მათემატიკის მასწავლებლები –  ლუბა ვაჭრიძე და ნოდარ ეფრემიძე-მეცნიერების გზას მირჩევდნენ.უწესიერესი ადამიანების  – თამაზ იმედაძის და ჟიული შარტავას პატრონობით,მე საოცარ სიმაღლეს მივაღწიე სახელისუფლებო კარიერის თვალსაზრისით…ყველა რგოლი გავიარე და ქუთაისის მერი,იმერეთის გუბერნატორი გავხდი(უარი ვთქვი,1989 წელში ცეკას მდივნობაზე,1990 ში პირველ მდივნობაზე 1993 ში მინისტრობასა  და ვიცე-პრემიერობაზე,1999-2001 – ში სახელმწიფო მინისტრობაზე)…ყოველ დროს მქონდა ერთი პოზიცია-ქართული, მხოლოდ ქართული გზა...ხელი ავუწიე ქვეყნის გადასვლას საპარლამენტო მმართველიბიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე…კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მიწის,წყლის რესურსების,ტყეების,საერთოდ სტრატეგიული ობიექტების! დღეს სრულიად საპირისპირო პროცესები მიდის გავჩუმდე?

მთავარი და განსაკუთრებული..ჩემი ხელმოწერა დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციაზე. ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიმაღლე და ამავდროულად უდიდესი, მე ვიტყოდი, უმძიმესი პასუხისმგებლობა! ყველაფერი საპირისპიროდ მიდის.ქვეყანა, პრაქტიკულად, ქვეყნის გარედან იმართება. ებრძვიან ქართულ სულს და ცნობიერებას, ჩვენს მართლმადიდებლობას და დედა ეკლესიას… დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისისა და ქუთაისის ცენტრებიდან გატანა,… ქუთაისში,ქართულ ბიბლიად და ფილოსოფიურ ტრაქტატად წოდებული „დიდების მემორიალის“ აფეთქება დედა-შვილის მსხვრპლით, ანტიქართულ გზაზე გადასვლს ზუსტი ნიშნებია.ამას ადასტურებს ის,რომ საქართველო იცლება ქართველებისგან და ჩვენ ქვეყანას უცხო ტომელები ეპატრონებიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან,რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას,მილიონობით ჩვენი წინაპარი შეეწირა, ჩვენ 100 000 წამებულის ქვეყანა ვართ.

ასეთ დროს სიჩუმე დანაშაულის ტოლფასია,მით უფრო ჩემგან, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ერთმა კაცმაც არ უნდა იფიქროს,რომ, ვიდრე თანამდებობაზე ვიყავი,ვბობოქრობდი,ვიცავდი ქართულს და ვიბრძოდი ანტიქართულის წინააღმდეგ და დღეს,როცა აღარ ვარ თანამდებობაზე,გავჩუმდი,თუ გამაჩუმეს.

დამწვარა ყველა სახელისუფლებო სკამი და ყველა პარტია,ხალხი და ქვეყანაა გადასარჩენი. საქართველოში – საქართველო,ქართველში  – ქართველი,აფხაზში – აფხაზი,ოსში –  ოსია გადასარჩენი.

ეს არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა,რომელიც კიდევ უფრო გამძაფრდება ქართული სულის ადამიანებისთვის,ჩვენი თანამემამულეებისთვის.

მე ამ ბრძოლაში რიგითი ჯარისკაცი ვარ.ჯარისკაცი,რომელმაც იცის ,რომ ამ ბრძოლის საყრდენი სინდის-ნამუსიანი,მორალური ადამიანები არიან,რომ ეს უნდა იყოს შიშველხელებიანთა მოძრაობა,რომ ის უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერებას და მეცნიერულ პროგრამებს.

მე ვარ რიგითი ჯარიკაცი,რომელმაც ვიცი,რომ ამ ბრძოლას თავშეწირვისთვის მზადმყოფი პოლიტიკოსები სჭირდება. პოლიტიკოსები,რომელნც მზად არიან იყვნენ ოცდამეერთე საუკუნის 301 – ეარაგველი და მეათე ცხრა ძმა ხერხეულიძე,რომელთაც ესმით პასუხისმგებლობა თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა,შინდისის მებრძოლთა წინაშე. პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობით ცხინვალში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დაღუპულთა წინაშე..

დღეს თუ გინდა იყო პილიტიკოსი,უნდა იყო მზად სპარტელთა პრინციპისადმი:ფარით ან ფარზე.ეს ნიშნავს,რომ ბრძოლიდან,ან ფარით უნდა დაბრუნდე,ან,თუ დამარცხდები,ფარზე დასვენებული…ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა პოლიტიკაში და ხელისუფლებაში ყოფნა განცხრომით ცხოვრებისთვის,მით უფრო მაშინ,როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია გაჭირვების გამო

მე არ მინდა ჩემ შვილებს ლაჩარი  მამა ჰყავდეთ.მე ამ ბრძოლაში ვდგევარ სიცოცხლის ფასად და მირჩევნია, რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს!

ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი თქვენს მეგობრულ და იმედიან შემოძახილზე.დარწმუნებული ვარ,თქვენში უკვე ეჭვს აღარ იწვევს,რატომ ხდება იგნორირება.კატასტრფაა,როცა ხელისუფლებას უზნეო ფულიანების ეშინია და ვერ ახერხებს დიალოგს უფულო ძლიერებთან..ალბათ,იმის გამო ,რომ არ ეშინია მისი.ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ფულისუფლების და არა ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში.

კატასტროფაა,რომ მონოპოლიზებულია საინფორმაციო სივრცე-ქართული აღარ არის,რომ ტელევიზიების უკან პარტიათა და ფულიანთა მსახურები დგანან.კატასტროფულია,რომ საინფორმაციო სვრცეში შევარდნაძის ეპოქის ის ჟურნალისტები ბატონობენ, რომელნიც შევარდნაძის დროს მდიდრებს ემსახურებოდნენდა შევარდნაძის ეპოქის მდიდრები(ისინი ხელისუფლებაშიც არიან და შეიძლება მეტად ოპოზიციაში) ქმნიან სახელისუფლებო პოლიტიკურ-ოლიგარქიულ მაფიას,რომელიც დასავლეთში გაწვრთნილი პიარმენეჯერების მეშვეობით სოციალური დემაგოგიის მეშვეობით,გვაცხოვრებენ სიყალბეში…

30 წელია გვიმტკიცებენ,რომ საქართველოს ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია… რომ მივდივართ წინ ისეთი ტემპებით,მოწინავე ქვეყნებსაც კი უსწრებთ-პირველები ვართ…რომ,ყოველი მთავრობა უკეთესია, ვიდრე წინა,მუშაობს საუცხოოდ.. ამ დროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს უარესად,სულს ღაფავს გაჭირვებისგან.

ეს მოჯადოებული რკალია გასარღვევი…

ამის გაკეთება მხოლოდ მორალურ ადამიანებს შეუძლიათ და შეუძლიათ მეცნიერებაზე დაყრდნობით,დუმილში მყოფი ინტელიგენციის დუმილიდან გამოყვანით. ამას ემსახურება მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილი ქვეყნის განვითარების კონცეფცია-,გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”გელათში მიღებული პროგრამული დოკუმენტი-ხალი განზომილება-რა შევცვალოთ ,რომ გადავრჩეთ!”, “ხალხის წერილი-ხელისუფლების გასაგონად!,რომელსც უკვე 50 000 ადამიანმა მოაწერა ხელი… ა.წ. 5 აგვისტოს გამართული ,მეცნიერთა და ინტელიგენციის  შეკრების გადაწყვეტილება შემოდგომაზე მცნიერთა დიდი კონგრესის მოწვევის თაობაზე თბილისში- ქვყანაში შექმნილი მდგომარეობის გასაანალიზებლად … მომდევნო წლის 8 თებერვალს,გელათის კონგრესზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის (დოქტრონის) დამტკოცებით…მომდევნო წლის შემოდგომაზე ეროვნული ყრილობის  მოწვევითა და მომავლის საქართველოს პროგრამის ფამტკიცებით.. მანამდე კი,მსოფლიოს 40 ზე მეტი ქვეყნის 85 ზე მეტ ქალაქში,სადაც მინიმუმ 1000 ქართველი მაინც ცხოვრობს-“ყოველთა ქართველთა,საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის სესიების ჩატარებით.

ეს არის გრანდიოზული პროგრამა,რომელსაც სჭირდება,არა დაპირისპირება,არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაცია…ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა.

ხალხში ეს განწყობა არის, ყველაფერ ამას აქვს პატრიარქის კურთხევა, დღემდე ხელისუფლება აკეთებს ყველაფრის იგნორირებას,აშკარაა,რომ მას დესტრუქციულ ძალებთან ბრძოლა უღირს, კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. ეს დამღუპველი გზაა ქვეყნისთვის,მაგრამ საუცხოო ნაციონალებისა და ქართული ოცნების მიერ ქვეყნის მართვის შენარჩუნებისთვის,როგორც ეს აწყობთ და დაგეგმილი აქვთ უცხოელ “მეგობრებს”..

კარგი იქნება,თუ ჩვენ შევძლებთ ამ დისკუსიის გაგრძელებას ოთხშაბათის უკვე ტრადიციად ქცეულ ფეისბუqკონფერენციაზე.

სიკეთე თქვენთან! ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

იხ. თამაზ ჭეიშვილი: ხალხისგან არაფერი გვაქვს დასამალი მე და შენ თემურ და ამიტომ გწერ ასე ღიად და აშკარად

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *