21-ე საუკუნის ბოლშევიკები,არაფრით ჩამორჩებიან მე 20- სას…ვიფიქროთ ამაზე!

ბოლშევიზმი არის მოვლენაა, რომელსაც არ აქვს ნაციონალობა, უფრო მეტიც, ის ეპოქის გარეშეც არსებობს და ზეპარტიულიცაა. 20- ე საუკუნის ბოლშევიკები ხელაღებით ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ისტორიასთან, ღმერთთან და რწმენასთან იყო დაკავშირებული. იგივე ხდება 21-ე საუკუნეში და ამის არაერთი მაგალითის მომსწრე თითოეული ჩვენგანია. თუმცა ყველა ეპოქას ჰყავს ადამიანები, ვინც პატივს სცემს და აფასებს ისტორიას, რწმენით ცხოვრობს და იმ შევბნელ პერიოდშიც იყვნენ ისეთები, ვინც ცდილობდა ქვეყნისთვის ისტორიული და კულტურული ძეგლები შეენარჩუნებინა. ასეთები კომუნისტურ პარტიაშიც იყვნენ. თემურ შაშიაშვილი ერთი მათგანია, ვინც მუდამ ზრუნავდა კულტურული მემკვირეობის და ისტორიული ძეგების დაცვაზე.
“მერიის შენობაში ჩემი წინადადებით და პატრიარქის ლოცვა-კურთხევითეკლესია გახსნილიყო და ამ მოედანზე მეფეთ-მეფის ძეგლი აღმართულიყო და საფუძველი ჩაგვეყარა დავით აღმაშენებლის ეკლესიისთვის…
ყველაფერი ამით, მე,რომელსაც გვარში,არც დედის მხრივ და არც მამის მხრივ ,გვარში ერთიც კი არ მყოლია არც პარტიის წევრი და არც ოდესმე ხელისუფლებაში,იმათთვის ჩამომერეცხა სირცხვილი ვისმა წინაპრებმაც ეს გააკეთეს,იმათთვის,ვისაც წინაპრები ბოლშევიკები ჰყავდათ.ბოლშევიკი წინაპრების სააკაშვილმა,დავითის ძეგლიც კი არ დააყენა ამ ადგილზე და ლენინის კვარცხლბეკზე შედგა სადგურის წინ…ეს ხელისუფლება კიდევ უფრო წინ წავიდა,მაკდონალდსი ააშენა დავით აღმაშენებლის მოედანზე.. ჩემი აზრით,21-ე საუკუნის ბოლშევიკები,არაფრით ჩამორჩებიან მე-20 სას…ვიფიქროთ ამაზე” , – წერს თემურ შაშიაშვილი და აქვე მოჰყავს ეს დრამატული ისტორია, რომელიც ქუთაისის სობოროსთანაა დაკავშირებული.
სობორო, რომელიც დღევანდელ ცენტრალურ მოედანზე იდგა და სიდიდით თითქმის ბაგრატის ტაძარს უტოლდებოდა.
მისი მშენებლობა 1852 წელს, ცნობილი მხატვრის, გაგარინის პროექტით დაიწყო და 1871 წელს დასრულდა. ტაძარი იმერეთის ეპისკოპოსმა, გაბრიელ ქიქოძემ აკურთხა.
ტაძარში განისვენებდა საქართველოს ეკლესიიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი სასულიერო იერარქი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი.
სურათზე ჩანს, თუ როგორ ანგრევდნენ და დაანგრიეს სობორო კომუნისტებმა და კომკავშირლებმა 1923 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ.
საქართველოს კომპარტიის ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმის დადგენილებაში ნათქვამი იყო: “დაირღვეს საკათედრო ტაძარი (სობორო), მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი.”
„სობოროს“ ნგრევაში მონაწილე ვინმე გვიშტიბელს, ქვის კეცის მთლელს, რომელმაც ჯვრის ღეროს ნაწილი გადაჭრა, მთელი სხეული დაუწყლულდა, მატლები დაესია და ასე საშინელი ტანჯვით აღესრულა. მასზე ამბობდნენ, ცოდვებმა უწიაო.
ქუთაისის „სობოროს“ ნგრევის დროს მოხდა სწორედ, რომ ჭკუიდან გადამდგარი ერთი აქტივისტი, გუმბათიდან გადმოვარდა და იქვე განუტევა სული.


