(მედიანიუსი)ეს არის შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ებრძვის ეროვნულს – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს უყურებს, როგორც კარგ ბიზნესს რომელიც ქართულ ინტერესებს არ ითვალისწინებს და მომგებიანია მხოლოდ ამ ბიზნესის ინიციატორისთვის.

„ვინც ამას აკეთებს, აკეთებს ბიზნესს. ვადასტურებ, ეს არის კარგი ბიზნესი, რომელიც ძალიან შემოსავლიანი იქნება მისი ავტორისთვის, მაგრამ ებრძვის ეროვნულს, ებრძვის ქართულს.

ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვადასტურებ, რომ ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, მაგრამ ქუთაისში უნდა ასწავლიდნეს ძირითადად ქართველი პროფესურა, ასეთი უამრავია საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ისევე როგორც ძირითადად უნდა სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები. კი ბატონო, ჩამოვიდნენ აფრიკიდანაც, აზიიდანაც, მაგრამ 80-90 პროცენტით უნდა იყოს ქართველი სტუდენტები, ხოლო 5-10 პროცენტი კი ევროპიდან და ამერიკიდან. რეალურად კი რა გვაქვს? ძირითადად აფრიკელი და აზიელი სტუდენტებით უნდათ დააკამპლექტონ. ეს ხომ საქართველოს მასხრად აგდებაა!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *