შტრიხები გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის,პოლიტიკოსის, თეიმურაზ შაშიაშვილის პორტრეტისათვის⬆️

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კარიკატურულ პროცედურას თუ არ ავერიდეთ, დავიღუპებით, ვინაიდან ხელი დაგვრია მასონურმა აზროვნებამ და ტვინი გამოგვირეცხა ქართველებს-იმათი რჩევით ჩვენს დასაკლავ დანას თვითონვე ვლესავთ-ქვეყნიდან გავრბივართ და ღვთისგან ბოძებულ სამოთხეს უცხოელებს ვუტოვებთ ფეშკაშად, თვითონ მონურ შრომაში ვყვინთავობთ და ტალახიან წყალში ნატვრის თვალს ვეძებთ, ხელზე მოსამსახურებას ვარჩევთ. უპატრონოდ მიტოვებულ ცხვრის ფარას დავემსგავსეთ…ამ წერილით თეიმურაზ შაშიაშვილის, როგორც პოლიტიკოსის პორტრეტს კი არ ვალამაზებ და სააგიტაციო მოწოდებას კი არ ვემსახურები, მე მას ვიმეტებ ქართველი ერის სახელმწიფოებრივი სიმტკიცის ბალავარში ჩასაშენებლად დანიელ ჭონქაძის ზურაბივით, ვინაიდან თვითონაც არ არის წინააღმდეგი, რაკი იცის, რომ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს თუნდაც ერთი კაცი სიცოცხლე რომ არ ენანება სამშობლოს ფუძის ბალავრში ჩააგონ მსხვერლად, გადაშენება არ უწერია. ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
რატომ არის თეიმურაზ შაშიაშვილი ახლა ყველასთვის სასურველი და ერთხმად მისაღები საარჩევნო კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე?
თეიმურაზ შაშიაშვილი ფინანსური იმპერიის გავლენის გარეთააა. ფულის ხელისუფლება მასზე არ ვრცელდება. ხელისუფლებაში ფულის ძალაუფლებით მოსული, ქვეყნის მტერზე უარესი მტერია.
როგორ დავბრუნდეთ ფესვებთან, ან ვის შეუძლია დაგვაბრუნოს, არის ხშირად ასეთი კითხვა. რა თქმა უნდა, ხალხი თავისთავად ამას ვერ გააკეთებს, ვინაიდან ხალხი თვითმართვადი არ არის. ამის გაკეთება ეროვნულ ლიდერს შეუძლია. ასეთი ლიდერისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ნიჭიერება, გამოცდილება, ქვეყნის სიყვარული, რწმენა, ავტორიტეტი. უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების სტრატეგიული პროგრამული დოკუმენტის შექმნა, ასევე ხალხის მხარდაჭერის უნარის გამომუშავება. მაგალითად, მალაიზიის მომავალმა პრეზიდენტმა შექმნა ქვეყნის ნაციონალური აღორძინების გრძელვადიანი პროგრამა, რომელსაც ეროვნულმა ძალებმა დაუჭირეს მხარი. პრეზიდენტს მათი იმედი ჰქონდა და ამის საფუძველზე სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას, მექრთამეობას, კერძო ინტერესების უპირატესობის სამშობლოს კეთილდღეობისადმი მორჩილებას. ქვეყნის მაღალგანვითარებული ეკონომიკის შესაქმნელად უპირველესი ყურადღება დაუთმო განათლებასა და მეცნიერებას, რომლის ეთიკურ საფუძველს შეადგენდა მთელი აზიისა და კერძოდ მალაიზიის ეროვნულ ფასეულობები. ანუ ლიდერის წინაშე დგას ღმერთის რწმენა, სამშობლოს სიყვარული, ვალდებულება და პასუხისმგებლობა. უფრო ზუსტად: ეროვნული ლიდერში სულიერებას, პასუხისმგებლობას ყველაფერი ემორჩილება. მისთვის მთავარია ღირსების შეგრძნება, იმისა, რომ მან ქვეყნის სულიერი და მატერიალური ფასეულობები ახალ სიმაღლზე უნდა აიყვანოს. ეს არის მისი ამქვეყნიური არსებობის მიზანი და შეგნება, შემეცნება, რომ იგი მისი ხალხის სულისა და სხეულის ნაწილია. აი, რატომ არ შეიძლება ლიდერის როლი მოირგოს ბიზნესმენმა.
თეიმურაზ შაშიაშვილს აქვს სახელისფულებო თანამდებობეზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. იყო ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი. მისი ხელმძღვანელობით ბევრი სიახლე დაინერგა, მაგალითად, განათლების რეფორმა ქუთაისში და სხვა მრავალი.
ზეშთაგონება, ფანატიზმი. ხელისუფალი, ნიკო ნიკოლაძის თქმით, ორგვარია: ფანატიკოსი, რომელსაც სურს იყოს ქვეყნის რეფორმატორი და ხალხთა კეთილდღეობის ამაღლების მესარდლე და ისტორიის მარადისობის ბინადარი. ეს პოლიტიკოსის პიროვნული ამბიციაა. მეორე, რომელსაც მაღალი თანამდებობა გამდიდრებისთვის, პატივმოყვარეობისთვის უნდა. დღევამდელ საქართველოს ხელისუფლებაში პატივმოყვარეობისთვის მოსვლის თემურაზ შაშიაშვილზე დაბრალება ურემზე უკან მიბმული ხარის პრეცედენტზე უარეს იქნება. ამის დაჯერება უნიჭო მტრებსაც კი გაუჭირდებათ.
პასუხისმგებლობა. იგი პასუხისმგებლობაში კაი ხნის ნაცადია. თეიმურაზი არ ერიდება რისკს, ყველა ეროვნულ საფრთხეში თავისი სიცოცხლე უყოყმანოდ მიაქვს. იგი სულით და ხორცით ქართველია. სიტყვის კაცია. ქვეყნის ბედ-იღბალზე უძილო ღამეების გათენება შეუძლია და არაფერი ენანება. ეროვნულ ფესვებთან დაბრუნების ერთი პირობა იმის შეგნებაა, რომ ადამიანი შემოქმედია, თავის უფალი და დამოუკიდებელია. იგი ცხოველზე უმცირესია, როცა ფიქრად ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა ექცევა. ცხოველი სამაძღროს იქით არ სჭამს, არ სვამს. თავისი ადგილიც იცის. ბუნაგს იკეთებს ერთს და სამყაროს წესებს იცავს, რომელიც ერთხელ დაწერილა. რას ვგავართ ახლა ჩვენ. ის, რაც ღმერთმა შექმნა-იმას არა. კომფორტსა და სიამოვნებზე დაგეშილ ნადირს (ეს ფანტაზიაა, თორემ ნადირი ასეთ რაიმეზე არ დაიგეშება). საკუთარ სახლში ხიზნებად ვიქეცით-ჯაყო თავზე გვაზის. ჯიბრზე გაიძახიან-ტერიტორიის 20% რუსეთმა წაგვართვა, ამ ოკუპანტმაო. ეს გასაგებია, მაგრამ დანარჩენი საქართველო ოკუპირებული არ არის ფინანსური იმპერიის მიერ? მეზობელ ქვეყნებთან საუბრისთვის რომ „წმინდა მამების“ ნებართვა გვჭირდება, ეს სულიერების, პიროვნულობის ოკუპაცია არ არის? ქვეყანა რომ მშიერია და შენ გაძღომას ვერ გებულობ, ადამიანურობისაგან უკუპაცია არ არის? ღვთისგან ბოძებულ მიწას რომ ჰყიდი, ცოლს რომ უცხოეთში სხვების ხელზე მოსამსახურედ აგზავნი, ეს კაცობის ოკუპაცია არ არის? მიწას, საქონელს, ეზო-კარს რომ გაურბიხარ, ქალები რომ ხარჭებად იქცნენ, ეს თავმოყვარეობის ეკუპაცია არ არის? ჭკვიანებს რომ არ უსმენენ, აზროვნებას დევნიან, სიგლახეს გიქებენ, წარსულს გილანძღავენ, უძველეს ენას გიმახიჯებენ, გიბინძურებენ, ეს შენი ამქვეყნიური სიცოცხლის ოკუპაცია არ არის? ყველაფერი ეს კი თავისუფლების ოკუპაციაა შენივე სიგლახის ხელშეწყობით. თეიმურაზ შაშიაშვილის პროგრამული მასალების რეზიუმე ასეთია: დავბრუნდეთ ღმერთთან, სიყვარულთან, სამშობლოსთან, სინდისთან, სირცხვილთან, დედასთან, მამასთან, მიწასთან, გაციებულ კერიასთან, აზროვნების სიმაღლესთან, საკუთარ თავთან.
თეიმურაზ შაშიაშვილმა მიმართა თხოვნით მეცნიერთა და სახელოვან ადამიანთა გუნდს შექმნილიყო ქვეყნის გადარჩენის პროგრამები. რაიც ახლა ორ წიგნად დაწერილია და ყველა დაინტერესებულისთვის ხელმისაწვდომია. სწორია: ქვეყნის აღმავლობას სათავეში ბრძენ კაცთა გუნდი უნდა ჰყავდეს. ეს მსოფლიო გამოცდილებაა, უძველესი ქართული ტრადიცაა. ახლაც შემორჩენილია მაღალმთიან სოფლებში. მეცნიერებს ეყრდნობოდა მაკედონელი, აღმაშენებელი, თამარი, ბრწყინვალე გიორგი ნაპოლეონი, სტალინი, კენედი.
კავშირები. მას ნაცნობობა და საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ სახელოვან და ცნობილ სპეციალისტებთან, არამედ მსოფლიოს გავლენიან პირებთან და საქმიან ადამიანებთან, რომლებიც მას მხარდაჭერაში არ უმტყუნებენ.
ღიაობა. თეიმურაზ შაშიაშვილმა თვითონ აირჩია სამშობლოს გადარჩენის ვალდებულებების გზა ურთულესი ლაბირინთებისაკენ და სიცოცხლის სარისკო ისეთი პასუხისმგებლობის ტვირთი აიკიდა ქვეყნის წინაშე, რომლის შეუსრულებლობას ვერანაირად აპატიებს თვითონ ის გუნდი, რომლის სახელითაც იგი ხშირად გამოდის ხალხის წინაშე და რომლებიც მის ირგვლივ ერთიანდებიან. იგი ინტელიგენციის იმედზეა და მისი გამოწვევის ყველა საშუალებას იყენებს. ეს მისი ხელისუფლების სიმტკიცის გარანტიაა.
მას ახასიათებს უმაღლესი ხელმძღვანელისთვის აუცილებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა ღვთის მორჩილება, მართლმადიდებლური რწმენა, მიზანსწრაფულობა, სამშობლოს სიყვარული, უანგარობა, მოუსყიდველობა, პრინციპულობა, რისკი, პასუხისმგებლობა, ხასიათის სიმტკიცე, კომუნიკაბელობა, ერუდიცია, ვაჟკაცობა, შეუპოვრობა, მიმტევებლობა, იშვიათი შრომისმოყვარეობა, სამშობლოს უკიდურესი სირთულეებისადმი სიყვარულის შიში, შესაშური სულიერი და ფიზიკური ამტანიანობა.
თეიმურაზ შაშიაშვილი სუბიქტია, პროვნებაა, რასაც სულამომავალი ქვეყნისთვის რეინკარნაციის მნიშვნელობა აქვს. პიროვნულობის დეფიციტი იმაში მდგომარეობს, რომ კაცები ეროვნულ კატასტროფებს წინააღმდეგობებს ვერ უწევენ, იმედი დაკარგეს, მუხლზე ეცემიან, სულის სიმტკიცე არ ჰყოფნით, უძლურებისაგან წელი უწყდებათ. ორმოცი წელიწადი ხრავდა გარედან შემოგდებული ჭორი სინამდვილეს: საბჭოთა ადამიანი პროლეტარია, ტყულად შრომობს, მაშინ როცა საზღვარგარეთ რძეში ბანაობენ, საჭმელი არ აკლიათ და სასმელი, ცოტას მუშაობენ და ყელამდე სიმდიდრეში არიან, თურმე. ასე წარმოიქმნა თანამედროვე ქართველის და არა მარტო ქართველი ადამიანის მატერიალურისადმი მორჩილების თვითგამართლების რემინისცენცია: მე გავასწორებ ამ დაქცეულ ქვეყანას? ჰოდა, სადაც ის, მეც იქეთაო. პრიმიტივები ჩვენს სიცოცხლეს და ცხოვრებას შესაზარს ხდიან. იქიდან კიდევ ფინანსური იმპერია წარსულის ჩვენი უდიდესი, სახელოვანი პიროვნებების ავტორიტეტს გვაძულებს, გვითახსირებს, როცა თავისი საქმისთვის პიროვნებებს სანთლით ეძებს. საქართველოში პიროვნება იზოლირებულია, ყველაფერს აკეთებენ, რომ მიჩქმალონ, ასპარეზზე არ გავიდნენ. მეცნიერებიც კი იძულებული არიან საზღვარგარეთ ეძებონ შრომების გამოცემის საშუალებები, დააპატენტონ გამოგონებები, ნების წინააღმდეგი ხდებიან მიიღონ უცხო ქვეყნების მიწვევები და მამაპაპური კერია და ადგილის დედა უცხოეთზე გაცვალონ. კონკურსებში და კონფერენციებში გამარჯვებული ნიჭიერი ახალგაზრდები დამოუკიდებლად პოულობენ სამუშაო ადგილებს საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში. აქტიური შრომისუნარიანი მოსახლეობა კაი ხანია უცხო ქვეყნების შრომის ბაზრების შევსების წყაროა. აი, ასე ჩამოყალიბდა საქართველოს ინტელექტუალური და დემოგრაფიული გენოციდი. ამ დროს არის საჭირო ნაციონალური ენერგიის ვულკანური ამოფრქვევა. ამას თეიმურაზ შაშიაშვილისაგან ველოდებით.
ხალხი არასდროს ყოფილა თვითორგანიზებული, ამას ყოველთვის წინმავალი უმცირესობა, მისი ელიტა კისრულობდა. სად არის ახლა საზოგადოებრივი ელიტა? არ არის ელიტა. ელიტა ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებიდან იბადება, როცა ხელისუფლებას ხალხი ირჩევს ქვეყნის პატრონად. აი, ამ დროს ხდება ერის მოწინავე ნაწილის, ელიტის წინა პლანზე გამოსვლა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას არ აძლევს გამოიყენოს თანამდებობა პირადი კეთილდღეობისთვის. საქართველო ახლა ეროვნული სახელმწიფო არ არის. დღეს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა თავის ქვეყნის წინაშე კი არა აქვს, არამედ სამშობლოს გარეშე სოციალური ჯგუფების მიმართ, რომელთაც საქართველოში ხელისუფლების ფორმირების სადავეები ხელთ უპყრიათ. ამიტომ ახლა ვერ შეიქმნება ეროვნული ელიტა, მას ფინანსური იმპერია არ დაუშვებს, არც ეროვნული ლიდერის დაბადება გამორჩებათ მხედველობიდან. ეს ხომ არ ახალია. ყრმა ქრისტეს მოვლინებისაგან თავდაცვის გამო უამრავი ახალშობილი ამოწყვიტეს. ეროვნულობა არ აპატიეს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, სადამ ჰუსეინს, მუამარ კადაფს. კი, გვაქვს ქართველებს აკუმულირებული ნაციონალური ენერგია გერონტი ქიქიოძისა არ იყოს, მაგრამ ხომ არ დასუსტდა იგი, აქვს კი ახლა იმდენი შესაძლებლობა ახალი ლიდერი გამოიძახოს უმდიდრესი წარსულიდან? ისიც ხომ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ საქართველო დღეს ძლევამოსილი ფინანსური იმპერიის წინაშე უძლურია ანუ ეროვნული სახელმწიფოების თვითმყოფადობის შენარჩუნების მსოფლიო ქრისტიანული რელიგიის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. გასარკვევი ხდება ისიც თუ რა შეიძლება გახდეს ფინანსური იმპერიის ფულის რელიგიის უპირატესობის საპირწონე. ამის გამო არის ასე დაბალი ქართული ეროვნული სახელმწიფოს თვითმყოფადობის გადარჩენის ალბათობა. აი, რატომ გვჭირდება გააზრებული თავგანწირვა, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატი გვთავაზობს.
ენაზე აკერიათ: ამას ხალხი არ მოითმენს, ხალხი პასუხს მოგთხოვთ. ამ დროს წარმოდგენაც არა აქვთ რა არის ხალხი, მითუმეტეს, დღეს. ხშირად ამ ცნებით გამოიხატება ხელისუფლების გარეთ დარჩენილი, უფრო ზუსტად ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი. რა ნაწილია ეს? უმუშევრები, პენსიონერები, ავადმყოფები, სოციალურად დაუცველი მასა, პედაგოგები, საჯარო, სახელისუფლო და სხვა სახის სამსახურში დასაქმებული არათანამდებობრივი ადამიანები, ემიგრანტები, პროგრესულად მოაზროვნე მცირე სოციალური ჯგუფები, ათასგვარი პარტიული უჯრედები, რომლებიც ერთმანეთში ვერ იყოფენ დაუსაქმებელ მასას პარტიული მიტინგების მოსაწყობად. ერთი შეხედვით, მასობრივი ძალის შთაბეჭდილებას ქმნის 3 მლნ. მეტი პენსიონერი და ემიგრანტი. პენსიის ახლანდელი, ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ დადაგენილი მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმების საფუძველზე ჩემს მიერ გამოთვლილი მოცულობა საცხოვრებელი მინიმუმის მესამედს თუ შეადგენს. გამოდის რომ პენსიონერები ღატაკი მასაა და ამდენად მართვადია: არჩევნების წინ 20 ლარს წაუმატებენ, ბევრ მათგანს სახლებში მიაკითხავენ კვების პროდუქტების ნობათით და წუთიერ მხადაჭერას მიიღებენ. ემიგრაცია დიდი მასაა, მაგრამ არაორგანიზებული. ბევრი მათგანი საერთოდ მოკლებულია არევნების უფლებას. ასე რომ არც ორ მილიონზე მეტი დღევანდელი ემიგრანტი წარმოადგენს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ სერიოზულ ეროვნულ ძალას. რატომღაც გვერდს უვლიან იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაღლილია ათეული წლების მანძილზე უტიფარი ტყუილის სახელისუფლებო დაპირებებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების გაუგებრობებისაგან და სოციალური აქტიურობა დაკარგული აქვს. პედაგოგიურ მასას ახასიათებს, როგორც მხარდაჭერის მასობრიობა, ასევე მთავრობისადმი და საერთოდ ზედა სამსახურებისადმი პროტესტის მაღალი გრძნობა და ამდენად იგი გარედან ძნელად მართვადია. ამის შეგნების გამოხატულებაა სამთავრობო გადაწყვეტილება ასაკოვანი პედაგოგების სამსახურიდან ნებაყოფლობითი არჩევანის თაობაზე რამდენიმე წლის წინასწარი ანაზღაურების ალიბით. გაუთავებელი ექსპერიმენტებისაგან გადაღლილები დაიყოლიეს. ორი „საქმე გაკეთდება“: პოტენციალურ პროტესტანტებს მშვიდად მოიშორებენ და ჩანაცვლებული ახალგაზრდა პედაგოგების მასობრივ მხარდაჭერას მოიპოვებენ. ვის რაში აინტერესებს ის, რომ გამოცდილი პედაგოგების სკოლებიდან ასე ხელაღებით გაშვება ინტელექტუალური დანაკლისია. უფრო რთული მოვლენაა მოსალოდნელი უმაღლესი განათლების სისტემაში. მალე სწრაფად შემცირდება მისაღები კონტიგენტი დემოგრაფიული სიტუაციის გამო. მხედველობაშია შობადობის შემცირება და მიგრაციული ნაკადების ზრდა, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა 2003-2006 წლებიდან. 2020 წლის შემდეგ ბევრი უმაღლესი სასწავლებელი შევსებას ვერ მიიღებს და მათი პერსონალი უმუშევარი დარჩება. მარტივი ლოგიკით ისინი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების წყარო უნდა იყოს, მაგრამ ასეთი ინტერესი ხელისუფლებას არ გააჩნია. არც დღევანდელი პერსონალის უმრავლესობაა ამისთვის მზად, ვინაიდან მათი კვლევითი შემოქმედებით არავინ დაინტერესებულა, ხოლო ჩვენთვის ცნობილი რაღაც ფონდები თითქოსდა კვლევითი საქმიანობის დასაფინანსებლად რომ არის მოგონილი, უფრო მეტად ნაცნობებისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ კითხვებზე პასუხები აქვს მოცემული თეიმურაზ შაშაიაშვილს თავის საპროგრამო მასალებში.
ქვეყნის პოლიტიკური სისტემა რომ შეცვალო უნდა იცოდე, სად იმყოფები-მის შიგნით თუ მის გარეთ. როცა სახელისუფლო პატრონი არ ყოფილხარ, ყველა სამთავრობო სახლი იდეალური გეჩვენება. შენ, ყოფილი შინაური, გარედან მას ვერ შეცვლი, შენ მხოლოდ პოზიცია შეიძლება შეიცვალო ან იმ სისტემას გარედან შემოუარო, და შენი განათლება მის შესახებ თავშესაქცევი ინფორმაციის იქით არ გავრცელდება. ლამაზი სიტყვებია: ასე უნდა გააკეთოს, მოსახლეობას არ უსმენს, ასე არ უნდა იქცეოდნენ, ეს უსამართლობაა, ხალხი ცოდვა და ა.შ. სისტემის ინოვაციური გაუმჯობესებისა და გაკეთილშობილებისთვის სისტემის შიგნით ჩაღრმავება არის აუცილებელი. დაგვასწრეს, სამშობლოს სულის სიღრმეებში ჩაყვინთვისთვის ყველა შესასვლელი კარი დახშულია: „აძევს კლიტე უხეში“-ფინანსებს დაპატრონებულები არიან, ბანკებიც ჩაკეტილი სისტემაა, მასმედია მთლიანად მუჭში უჭირავთ, განათლებას ნუცა მასწავლებელი პატრონობს, მეცნიერების სახლის ერთი კარიდან ნამდვილებს ინგლისური დიპლომატიით იცილებენ, ხოლო მეორე კარში გარედან თავშიშველ მოხალისეებს ფეხით ტენიან, რომ ძველების ადგილი დაიკავონ. ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითონ ირჩევენ და სპეციალურ სასწავლებლებში აგზავნიან მამელუქებად და იანიჩარებად, დაბალი, საშუალო ნიჭისა და ტანმრთელი ახალგაზრდობა თვითონ გარბის ქვეყნიდან და სამშობლოში დამბრუნებლის დედას იკურთხება, თან ქაღალდში გახვეულ მიწას ჩუმად იჯიბავს თვალცრემლიანი. ერთი გნიასი აქვთ პენსიონერებს, მარტოხელებს, ავადმყოფებს, ღონემიხდილებს და თვალი სასაფლაოსკენ უჭირავთ, ვაი, თუ დაუმარხავი დავრჩეთო. პირში წყალი აქვთ დაგუბებული, ჯერ კიდევ, რაღაც სამსახურებში შემორჩენილებს. ხმელეთიდან, ზღვიდან ციდან ეშელონებად ყაშყაშით შემოდიან შავები, ყვითლები, წითელდაკანიანები, პირაკრულები, სულ ჩაშავებულები, გაპუტულები, აქოთებულები, და ყორნისფერი ედება ლაჟვარდს უფლისას. დღე თვალის ასაქცევად სახელისუფლო სალაყბოზე ლანძღვა-გინებით თავს ირთობენ დაქირავებული ქართულგვარიანები და სულგაყიდულები, საპარლამენტო ქვიშის საათის მერე რომ რესტორნებში სამშობლოზე ყალბ ცრემლებს ღვრიან და ერთმანეთს ლოშნიან…ვერ მალავს სიხარულს სტატისტიკის სამსახური: გასულ წელთან შედარებით მოსახლეობა გაიზარდა. აბა, გაისად ნახეთ ნამდვილი ზრდა. ამ სამზარეულოში თემურაზ შაშიაშვილი საფუძვლიანად ერკვევა.
13. ქართველებმა უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენი არსებობა დამოკიდებულია ჩვენს ერთიანობაზე. ყველაფერში კი არა, სამშობლოსთან დამოკიდებულებაში უნდა ვიყოთ ერთიანი, მთელი, რაც ისტორიულად ყოველთვის გვიჭირდა. ახლა მითუმეტეს. მთლიანობა სურვილი როდია. სხვა გამოსავალი არ დარჩა. მაგრამ რა ვუყოთ სიხარბეს, ფულზე დახამებას. ვიღაცამ უნდა ჰქნასო-ამბობენ ხშირად და ის ვიღაცა ვინ არის ყოველთვის გაურკვევლი რჩება. ქვეყანა ეროვნული ლიდერის მოლოდინშია, რომელმაც პარტიული კლანების საჯიჯგნად ქცეული საქართველო ეროვნული პასუხისმგებლობის ინტერესებში უნდა მოაქციოს, წინ გაიძღოლოს ბრძენ კაცთა ნაფიქრალი და ქარტეხილგამოვლილი ნაჯაფარი აზრები.
რამაზ ნამიჭეიშვილი, სამეცნიერო საზოგადოება ნიკო ნიკოლაძის პრეზიდენტი
შტრიხები საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის პორტრეტისთვის