საქართველოს მოსახლეობის გენოციდი

„თეთრები:“ ანალიზზე დაყრდნობით ვამტკიცებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მოსახლეობის რეალური გენოციდი და იგი შეეხება არა მარტო სოციალურ სფეროს, ეს არის ბრძოლა ქართული სულის, ქართული ცნობიერების და ქართველთა ფიზიკური არსებობის წინააღმდეგ, კონკრეტულად:

1. მთლიანი შემოსავლების მიხედვით (რომელიც მოიცავს აგრეთვე ნატურალურ შემოსავლებსაც), ერთ სულ მოსახლეზე 2009 წელს ფულადი და არა ფულადი (ნატურალური) შემოსავლები (სახსრები) შეადგენს 153,3 ლარს, ანუ 1988 წელთან შედარებით 38,4 პროცენტს. კერძო სექტორის ფასების საქონლის რეალიზაციის გათვალისწინებით, 2009 წლის ფულადი შემოსავლები შადგენდა 1988 წლის ფულადი შემოსავლების – 38,9 პროცენტს, ხოლო ფულადი და არა ფულადი შემოსავლები – 48,5 პროცენტს.

2. საქართველოს ხელისუფლებამ უარყო მთელს მსოფლიოში მიღებული ტერმინოლოგია – „საარსებო კალათა“ და შემოიღო „საარსებო მინიმუმი“.

საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთი ადამიანისათვის განსაზღვრულია 130-140 ლარი . ჯერ ერთი, რომ ეს არის სამარცხვინო ტყუილი. რაც მთავარია,

რუსეთში საარსებო კალათა, ანუ საარსებო მინიმუმი ქართულ ფულზე 410-420 ლარის ტოლია,
ჩეხეთში – 1200- 1400 ლარის,
ძველ ევროპაში – 3500 ლარის.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვების პროდუქტები გაცილებით ძვირია, ვიდრე ამ ქვეყნებში და საქართველოში კომუნალური გადასახადები გაცილებით მაღალია, ვიდრე ამ ქვეყნებში – საარსებო კალათით განსაზღვრული კვების პროდუქტებისა და მომსახურების ფასი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ამ ქვეყნებში

3. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საარსებო წყაროს საძებნელად ქვეყნის გარეთაა გასული და ყოველწლიურად 1,3-1,5 მლრდ. დოლარი შემოდის ქვეყნის გარედან, ანუ გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობაოზე ქვეყნის შიგნით გაცემული ხელფასები, პრაქტიკულად 2-ჯერ მეტი, ვიდრე სახელმწიფო 1 მილიონი პენსიონერისათვის გაიღებს წელიწადში.

4. საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება 76 აშშ დოლარი… – ისრაელში – 1477 , ფინეთში – 1940, გერმანიაში – 2548 ამერიკული დოლარი.

საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება ყველაზე ნაკლები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საქართველოში განათლებაზე იხარჯება რამდენჯერმე, ნაკლები ვიდრე კითილმოწყობაზე, ვიდრე გზების დაგებაზე. ყველა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ჰყავს – პირიქითაა.

5. საქართველოში სამთავრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო სტრუქტურების შენახვა ჯდება 1,8 -ჯერ მეტი, ვიდრე განათლება, 5-ჯერ მეტი, ვიდრე კულტურა და სპორტი, 3-ჯერ მეტი, ვიდრე ჯანდაცვა, 1,2-ჯერ მეტი, ვიდრე სოციალური დაცვა. ხელისუფლების ასეთ ქმედებასა და თავგასულობას ანალოგი არ აქვს მსოფლოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა დიქტატორულისა.
ეს კატასტროფაა!

6. მეცნიერებაზე გაწეული დანახარჯები შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის საქართველოში – 0.22%ს
ევროპაში – 2-3%
ამერიკის შეერთებულ შტატებში – 3.4%
ისრაელში – 4,1%
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულზე გაანგარიშებით რამდენიმე ასეულობით დოლარით აღემატება საქართველოს მონაცემს, დარწმუნდებით, რომ ხელისუფლება გამიზნულად ებრძვის მეცნიერებას, განათლებას, სულიერებას.

ეს და უამრავი სხვა ანალიზი ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა განსაცდელშია, მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის გენოციდი.

ისაც ღირსება გაგვაჩნია,
ვინც ვფიქრობთ ქვეყანაზე და არა სკამზე,
ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი წარსულისა და მომავლის წინაშე –

გავერთიანდეთ ქვეყნისა და მისი მოსახლეობის გადარჩენისათვის ბრძოლაში!

22 ოქტომბერი, 2010 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *