ბატონო რეზო, გაბედული შეფასებები გაქვთ.. ერთი პირდაპირ შემიძლია ვთქვა ყველას გასაგონად: ჩემგან ღალატი არ იქნება!

პროფესორი რეზო ბალანჩივაძე: ბატონო თეიმურაზ! მადლობა მოლოცვისათვის, მადლობა კომპლიმენტებისათვის. რაღაც პრეტენზია კაცობაზე, ცხადია, მეც მაქვს, მაგრამ თუ მაგარ კაცობაზეა საუბარი, აქ ბევრს გაუჭირდება თქვენთან გატოლება. მითუმეტეს ამ ჩვენ ბედკრულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი დადებითის დეფიციტი გვაქვს, უფრო კონკრეტულად: გვაქვს ცოდნის დეფიციტი,განათლების დეფიციტი, ლიტერატურული გემოვნების დეფიციტი, ვაჟკაცობის დეფიციტი, პირიანობის დეფიციტი, სამართლიანობის დეფიციტი, ზნეობის დეფიციტი, კეთილშობილების დეფიციტი, მოყვასის სიყვარულის დეფიციტი, როცა ყველა „მე“-სა და “ჩემიას“ გაიძახის, და სადაც ყველას პირველკაცობა უნდა, ამ სრულ ვაკხანალიაში თქვენი ჯანსაღი, მართალი პოზიცია, თქვენი უანგარო ზრუნვა საქართველოსა და მის მომავალზე შეუფასებელი რჩება.პირდაპირ ვიტყვი, სანამ ჩვენი საზოგადოება თქვენს ფასს, თქვენს მისიას სწორად არ გაიცნობიერებს,მანამ არაფერი გვეშველება. დღეს რუსეთში გაჩნდა მოძრაობა, რომელიც ამბობს, რომ მოაზროვნე ხალხმა უნდა მართონ სახელმწიფოო /ანუ ამბობენ იმას,რასაც თქვენ დაუღლელად ქადაგებთ/. ისე ყველაზე ადრე პლატონი ამბობდა, ფილოსოფოსებმა უნდა მართონ სახელმწიფოო/ცხადია, არც ჩემნაირ და არც ჩემი ასაკის ფილოსოფოსებზე არაა ლაპარაკი/. მე თქვენ და თქვენი თაობის ჯანსაღად მოაზროვნეებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ბევრნი არიან თქვენს გარშემო /და არა უმწიფარ თინეიჯერებზე, რომელთაც არავითარი გამოცდილება არ გააჩნიათ, რაც ასე აუცილებელია ქვეყნის მართვისთვის/.
ბედნიერი ახალი წელი გაგთენებოდეთ! დიდ წარმატებებს გისურვებთ! მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ „სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს“



