(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: რას ფიქრობს ნინო ბურჯანაძე, როცა გიგი უგულავას, ამ სისხლიან ჯალათსა და ყველაფრის მკადრებელ კაცს „პოლიტპატიმრად“ აცხადებს!

პარტია „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან ღამეს და აზუსტებს იმ ინტერvენციის დეტალებს, რომლებიც თურმე რუსეთის პრეზიდენტისა და ჩეჩნების წინააღმდეგობის გამო ჩაიშალა.

– ბარტონო თემურ, ამ ორი კვირის წინ „ასავალ-დასავალს“ განუცხადეთ, რომ 2011 წლის 26 მაისს, როცა სააკაშვილმა მიტინგი დაარბია და ხალხი დახოცა, რუსეთიდან ცხინვალის გავლით თბილისში შეიარაღებული ხალხის შემოჭრა იგეგმებოდა. რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმი უნდა დაემხო! იცოდა თუ არა ნინო ბურჯანაძემ ამის შესახევ და რატომ ჩაიშალა ეს ოპერაცია?

– ხაზგასმით ვაცხადებ: ვიცნობ და პირადად შევხვედრივარ დაახლოებით ოცამდე ქართველს, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობენ და რომლებსაც ამ საქმისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში წვრთნიდნენ! მათ გარკვევით მითხრეს, რომ ოპერაციაში ჩართული იყვნენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ. რაც რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არ მინდა ვიფიქრო, რომ ნინო ბურჯანაძემ ამის შესახებ იცოდა! სააკაშვილი რომ ყველაფრის საქმის კურსში  იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ბურჯანაძის შესახებ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ის არის, რომ იმ ავბედით ღამეს სცენას ყველაზე გვიანობამდე შემოვრჩი და როცა ჯალათები ჩვენს გასასრესად მოდიოდნენ, „მამაო ჩვენოს“ ვჩურჩულებდი… იმ ღამეს ჩვენ ყველანი ფაქტობრივად განწირულები ვიყავით!

– რამ ან ვინ ჩაშალა ცხინვალიდან შეიარაღებული ხალხის თბილისში შემოჭრის გეგმა?

– ჩემი ინფორმაციით, გეგმა ჩაიშალა. იმიტომ, რომ ბოლო მომენტში ჩრდილოკავკასიელებმა – განსაკუთრებით ჩეჩნებმა და ოსებმა თბილისში შემოსვლაზე უარი თქვეს, რაც ყველაზე მთავარია, გეგმას მხარი არ დაუჭირა ვლადიმერ პუტინმა! მოგეხსენებათ, ირაკლი ოქრუაშვილი მაშინ მოითხოვდა, რომ მიტინგი გამართულიყო ავლაბარში, მეტროსადგურის სიახლოვეს, რაზეც „სახალხო კრება“ არ დათანხმდა…

დღევანდელ ხელისუფლებაში თუ არიან ისეთები, რომლებმაც ამ ოპერაციის შესახებ იცოდნენ?

– დარწმუნებული ვარ დღევანდელ ხელისუფლებაში ასეთი ხალხი ნამდვილად არსებობს. საერთოდ, სიტუაციას რომ ვაკვირდები, ქართული პოლიტიკიდან წესიერი ადამიანები გარბიან. მაგალითად, ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც უწესიერესი კაცია და შიგნიდან დაინახა, ის სიბინძურე, რა ჩვენს პოლიტიკურ რეალობას თან ახლავს, ადგა და წავიდა. რითაც , რითაც ქართულმა პოლიტიკა სერიოზული დანაკლის ი განიცადა. სამწუხაროდ, დღეს პარლამენტსა და ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან ის სამარცხვინო ადამიანები, რომლებიც ომის დროს ან მიწაზე ფორთხავდნენ, ანდა წითელ ხიდზე ერთმანეთზე გადადიოდნენ. ხოლო იმას, რაც წინა კვირას ამერიკის საელჩიოში მოხდა, არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ გააკეთებდა. წასულიყვნენ მარტყოფის ველზე მოეწერათ იმ შეთანხმებისთვის ხელი! ბოლოს და ბოლოს, სხვაგან შეკრებილიყვნენ, მაგრამ არა, შეიკრიბნენ იქ ვისაც უპირობოდ ემონებიან!

– თქვენ არე იცით, რაზე შეთახმდნენ სინამდვილეში აშშ საელჩოში?

– ამერიკის საელჩოში „ქართული ოცნებამ” და ნაცმოძრაობამ, რომელიც ბოკერია-სააკაშვილის გუნდითა და მათი სატელიტებით იყო წარმოდგენილი, აღთქმა დადეს, რომ ყველას. ყველაფერს აპატიებენ. უგულავასა და ოქრუაშვილს გამოუშვენდნენ, ხოლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ჭუტა წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდება!

– ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს,რ ომ მსგავსი არაფერი მომხდარა!

– – დააკვირდით მამუკა ხაზარაძის განცხადებებს და ყველაფერს მიხვდებით!

– რას გულისხმობთ?

– მამუკა ხაზარაძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ კორონავირუსის მავნე შედეგების აღმოსაფხვრელად და ეკონომიკის გადასარჩენად, თურმე ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა  და კერძო სექტორმა აუცილებლად უნდა შექმნან  ერთმილიარდიანი ფონდი! ეს უკვე აშკარად სხვა სიმღერაა, რომელიც მამუკა ხაზარაძისაგან გვესმის და ეჭვი არ მეპარენა, იმ გარიგებისა თუ დათქმის გამოძახილია, რომელიც ამერიკის საელჩოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა. არადა, მამუკა ხაზარაძის მიერ „გადარჩენილი საქართველოს ეკონომიკა“ ჩვენ გვინახავს… საქართველო სწორედ მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკმა“ და საქართველოს ბანკმა“ დააქცია! სწორედ ამ ორი ბანკის ხელშია თავმოყრილი ქართული საბანკო ბაზრის ოთხმოცი პროცენტი და ისინი ყველაფერს აკონტროლებენ. ბანკირებმა საქართველოს იმაზე უფრეო მეტი ავნეს. ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ანალიზს რომ ვაკეთებ, გამაოგნებელ დასკვნებამდე მივდივარ – ბანკები ანადგურებენ დსა ხელს უშლიან საშუალო ფენის წარმოქმნას. ხოლო ქვეყანაში საშუალო ფენა რომ იყოს, იმ პოლიტიკანების 80 პროცენტს, რომლებიც პოლიტიკაში მიძვრებიან, არავინ აირჩევს!

– ისევ ნინო ბურჯანაძეს მინდა, მივუბრუნდე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის ერთ-ერეთი მთავარი ინიციატორი იყო! კი მაგრამ, სწორედ უგულავას მერობის დროს დატრიალდა ის უბედურება და ბურჯანაძე ასეთი კაცის ციხიდნ განთავისუფლებას როგორ ითხოვს?

– ერთხელ უკვე განვაცხადე , თქვენი გაზეთის საშუალებით და ახლაც ვიმეორებ – თემურ შაშიაშვილი არასდროს იქნება იქ, სადაც ერთი კაცის წინააღმდეგ იკრიბებიან! რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ძალიან გაკვირვებული ვარ მისი საქციელით და  სერიოზულად ვწუხვარ! ჩვენ ვნახეთ 2011 წლის 26 მაისი, როცა რუსთაველის პროსპექტზე ყველანი უნდა დავეხოცეთ, ჩვენ ვნახეთ სისხლიანი ჯალათები, რომლებიც სწორედ გიგი უგულავას ბრძანებით მოქმედებდნენ… არ ვიცი, რას ფიქრობს ნინო ბურჯანაძე, როცა გიგი უგულავას, ამ სისხლიან ჯალათსა და ყველაფრის მკადრებელ კაცს „პოლიტპატიმრად“ აცხადებს!

 – ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას. მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს… რას ეტყვით ქვეყანას ამ გაჭირვენის ჟამს?

– გაჭირვება და კრიზისული სიტუაცია გმირებს ავლენს! სწორედ გაჭირვებამ და უბედურებამ, შვა გმირები -ჟიული შარტავა და გაბისკირია, რომლებმაც მტერს არ დაუჩოქეს, მე მაგალითად , გმირებად მიმაჩნია ბატონები – ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, რომლებსაც მილიონობით  ქართველი იმედის თვალით შეცქერის. ერთიც და მეორეც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რაც მახარებს და იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ღირსეული ადამიაები ყველგან არიან!  ცხონებული ჟიული შარტავა და გურამ გაბიკირია ვახსენე და აფხაზეთის ომის შესახებ მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო რამ. ცოტა ხნის წინათ ვესაუნრე ერთ დიდებულ ქართველს, საქვეყნოდ ცნობილ პიროვნებას, მსოფლიოში სახელგანთქმულ საოპერო მომღერალს, რომელმაც აფხაზეთის ომის შესახებ ისეთი ამბები მითხრა, დღემდე შოკში ვარ. ამ პიროვნების გვარსა და სახელს მისი თანხმობის გარეშე ვერ დავასახელებ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ის გახლავთ ვაჟკაცი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული პიროვნება. სწორედ მან მითხრა – აფხაზეთის ომის დროს თბილისიდან სოხუმში ქართველი ბიჭებისთვის გაგზავნილი იარაღი აფხაზებზე იყიდებოდაო! მან დამისახელა კონკრეტული ფაქტები… ამ საქმეში ჩართული იყვნენ მოღალატე ქართველები, რომლებიც ჩვენი ბიჭების სიცოცხლის მოსპობისა და ქართული მიწის გაყიდვის ხარჯზე მილიონებს შოულობდნენ! ვფიქრობ, ამ ყველაფრის შესახებ გამოძიება უნდა დაიწყოს კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიონ, ვინ რას სჩადიოდა მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა!

 – ვიცი, რომ თქვენ ძალიან საინტერესო კვლევის შედეგების გასაჯაროებას აპირებთ.

– ქართველმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა,  და  დაადგინეს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი დაავადებულია საშინელი ნევროზით, ამას ადასტურებს როგორც ფეისბუქის ანალიზი, ისე სხვა კვლევები. ნევროზი კი ისეთი დაავადებაა, რომელმაც საარჩევნო ხმა მიაბა კუჭსა და სიძულვილს. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ხმას აძლევენ ნაცმოძრაობის სიძულვილით, ხოლო ნაცმოძრაობას – „ქართული ოცნების“ სიძულვილით!

აი, ჩვენი ტრაგედიის რეალური მიზეზებიც!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *