7 ნოემბერი : “ღირსების დღე”

თავისუფალი აზრის სახლის” ინიციატივით 7 ნოემბერს 7 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ “ღირსების დღე” აღინიშნა.
საპროტესტო აქციაზე 10 000 ზე მეტი ადამიანი მოვიდა. პარლამენტთან შეიკრიბნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები..

5860 ადამიანმა ხელმოწერით დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტისადმი უნდობლობა.

“თავისუფალი აზრის სახლის” ინიციატივით გამართულ აქციას ევროკავშირის, შვეიცარიისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
7 ნოემბერს “ღირსების დღის” აღნიშვნა გადასცა საქართველოში აკრედიტებულმა ყველა უცხოურმა საინფორმაციო საშუალებამ.

2010 წლის 8 ნოემბერს, “თავისუფალი აზრის სახლის” დირექტორმა, ბაკურ ბაკრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა “თავისუფალი აზრის სახლის” ინიციატივას 7 ნოემბერს “ღირსები დღის” აღნიშვნასთან დაკავშირებით:

“ხელისუფლებას უნდა ქართველ ხალხს დაავიწყოს 7 ნოემბერი, სწორედ ამიტომ, დანიშნეს ამ დღეს კახეთში ილიაობა. საპროტესტო აქციაზე მომსვლელთა რაოდენობა ყველას თავისი ჰქონდა გამოცხადებული. ჩვენ ამ საკითხზე პოლემიკას არ ვაპირებთ. სამოქალაქო პროტესტი შედგა. “ღირსების წიგნის” წერა დაიწყო. უკვე 5000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. ერთი თვის განმავლობაში ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება”, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.
“ღირსების წიგნის” შექმნის ინიციატივით “თავისუფალი აზრის სახლი” 7 ნოემბერს გამოვიდა. ამ ინიციატივას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია და 11 პოლიტიკური პარტია უკვე შეუერთდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები:

1. “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”
2. “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”
3. “სახალხო წარმომადგენლობითი კრების საინიციატივო ჯგუფი”
4. “საერთაშორისო პატიმართა თანამეგობრობის ნაციონალური
სამსახური” / ლალი აფციაური /
5. “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”/ლია მუხაშავრია/
6. “გადაარჩინე სიცოცხლე’
7. “სახალხო სასამართლო”
8. “პრეზიდენტისადმი უნდობლობის გამოცხადების”
საინიციატივო ჯგუფი
9. “ქართული აკადემია”
10. “კანონი ხალხისათვის”
11. “დაიცავი საქართველო”
12. “საქართველოს ლეგიონი”
13. “კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის”
14. “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი
15. გია გაჩეჩილაძე – “უცნობი”
16. პოეტი დათო მაღრაძე

პოლიტიკური პარტიები:

1. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”
2. “თეთრი მოძრაობა”
3. “ეროვნული ფორუმი”
4. “ქართული პარტია”
5. “საქართველოს კონსერვატიული პარტია”
6. “ქართული დასი”
7. “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”
8. საქართველოს “რესპუბლიკური პარტია”
9. საქართველოს “ლეიბორისტული პარტია”
10. “თავისუფალი – დემოკრატები”
11. “საქართველოს გზა”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *