პროფ. რეზო ბალანჩივაძე: თუ მართლა გიყვართ „მამული, ენა, სარწმუნოება“ სრული მხარდაჭერა თეიმურაზ შაშიაშვილს!

ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო ბალანჩივაძე მიმართავს   თეიმურაზ შაშიაშვილს

ბატონო თეიმურაზ! მას შემდეგ, რაც დაიწყო ფეისბუქტელევიზიაზე თქვენ ორშაბათისა და ოთხშაბათის საუბრები,მე ყველა თქვენს გადაცემას ვუსმენ/, რამდენჯერმე გამოგეხმაურეთ კიდევაც. ვრცელი „ღია წერილითაც“ მინდოდა მომემართა თქვენთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოვისმინე გუშინდელი /20 მაისის/ გადაცემა, ვეღარ ვითმენ და მალევე მინდა გამოგეხმიანოთ.

თვითონ ის ფაქტი, რომ, ჯოყოლას არ იყოს, გადაწყვიტეთ მარტოკა გამოსულიყავით საომრად და ისეთი რამ გელაპარაკათ, რაზედაც ადრე ასე ღიად, ასე გაბედულად, ასე გახსნილად, ასე უშიშრად, ასე პირდაპირ არავის ულაპარაკნია, მართალი კაცის თქვენეულ იმიჯს კიდევ უფრო ამაღლებს და ისედაც მაღალ ავტორიტეტს კიდევ უფრო მაღლა სწევს.

კერძოდ, თქვენ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად თქვით, რომ არც ამერიკა, არც რუსეთი და არც რომელიმე სხვა ქვეყანა არაა საქართველოსთვის /როგორც ამბობენ, წინა ორის გარდა, ყველას თავისი თავი გაჭირვებია/. ამიტომაც ჩვენ მანამ არაფერი გვეშველება, სანამ საქართველოს არ ეყოლება ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთების ხელისუფლება, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას გაატარებს და სანამ ჩვენი თავის პატრონები თავად არ გავხდებით!

პოროშენკო- ბაიდენის სატელევიზიო საუბარი – ეს კრებსითი სახელია ყველა იმ საუბრისა და ჭკუის დარიგებისა, რასაც სხვა სახელმწიფოების მიმართ იყენებენ ამერიკელები ან რუსები /ესენი ჩემთვის პირადად ერთიდაიგივეა/.

ძალიან ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ მიხვდეს, რომ, თუ შენი ქვეყანა გიყვარს, თუ მზადა ხარ თავი გაწირო შენი ქვეყნისათვის, მაშინ საკუთარი ქართული, ქრისტიანულ-მართლმადიდებლური პოლიტიკა უნდა გაატარო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ ჩვენ გარედან მართულები ვიქნებით, არაფერი გვეშველება.
აქვე მინდა მივმართო ჩვენ ხალხს: ხალხო, ქართველებო, მართლმადიდებლებო! გვერდით დაუდექით ამ მართალ და უშიშარ კაცს, მიეცით საშუალება რომ მოვიდეს ქვეყნის მართვის სათავეებთან. თუ ქვეყნის გადარჩენა გინდათ, სწორედ ეს გაწონასწორებული, მართალი, უშიშარი, გონიერი კაცი აირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტად!

თუ მართლა გიყვართ „მამული, ენა, სარწმუნოება“ სრული მხარდაჭერა თეიმურაზ შაშიაშვილს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *