თემურ შაშიაშვილი: ჩემგან ღალატი არ იქნება!

ამ სტატიის ავტორს,ლაშა ვერულაშვილს, არ ვიცნობ.

მისი ფეისბუკ-გვერდიდან ჩანს, რომ აფხაზეთიდანაა და ცხოვრობს ქუთაისში.ორი დღის წინ,მადლობის წერილი მივწერე პირადში.მისმა პასუხმა მისსავე გვერდზე შემიყვანა .. ვნახე
მოაზროვნე კაცი…სიძულვილისა და უმადურობის ეპოქაში,როცა ასეთ ახალგაზრდას შეხვდები, იმედი გეძლევა და ფიქრობ , პოლიტიკოსისთვის ღირს ცხოვრებაც და თავშეწირვაც ასეთი ადამიანებისთვის.

არ ვაპირებდი ამ მასალის ჩემ გვერდზე გამოტანას,მაგრამ გუშინწინ,ახალგაზრდა კაცმა,დათო ლიკლიკაძემ,
“იმედის” ეთერში საოცარი სიტყვებით მომიხსენია, რამდენიმე დღის წინ, “ტორპედოს” გულშემატკივართა თავკაცმა , ახალგაზრდა კაცმა, ლევან დანელიამ,რომელსაც,სამწუხაროდ, ასევე არ ვიცნობ , სტატია გამოაქვეყნა:“ჩემპიონი  ქალაქის- ჩემპიონი მერი”..

გუშინ ,გელათში, ქუთაისელმა მეცნიერებმა,ნამდვილმა ფაქტორებმა,ბატონებმა:ომარ ზივზივაძემ,რამაზ ნამიჭეიშვილმა,თემურ კეპულაძემ, საოცარი შეფასებები გააკეთეს... წავიკითხე გამოხმაურებები ამ და სხვა სტატუსებზე, გავიხსენე წერილები რომელთა ვიღებ და სწორედ,ამის შემდეგ გადავწყვიტე ეს ფორმა მიმეცა ჩემი მადლობის წერილისთვის.

მე ძალიან კარგად ვიცი,რომ თუ გაბედული არ ხარ,ყოფილ მერზე გაგიჭირდება მადლიერების გამომხატველი სიტყვების თქმა,რაგინდ ის ამას არ უნდა იმსახურებდეს . ვაფასებ თქვენ გაბედულებას, მიყვარს მართალი და სწორი ადამიანები და პირდაპირ ვეუბნები მათ:

ჩემგან ღალატი არ იქნება

https://www.facebook.com/100001656347593/posts/3025913197473862/

იხ. ეს ვარ მე 

ქუთაისის დღეები პარიზში 22-26 მაისი 1995 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *