ჩემპიონი ქალაქის – ჩემპიონი მერი!

რამოდენიმე დღის წინ ქუთაისმა მორიგი მერი შეიცვალა, მიუხედავად იმისა რომ გიორგი ჭიღვარია ხალხის მიერ იყო არჩეული, მას მაინც მოუწია თანამდებობის დატოვება. ამ სტატიის წერა გიორგი ჭიღვარიაზე სასაუბროდ არ დამიწყია, უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ის დარჩება ბევრის თვალში მერად, რომლის დროსაც ტორპედოს სულში ჩააფურთხეს, მან კი არაფერი მოიმოქმედა. ახალ მერად დავით ერემეიშვილი დაინიშნა, რომელზეც როგორც ამბობენ დაინტერესებული არის ტორპედოს კეთილდღეობით, ვნახოთ…დრო ყველაფერს გვიჩვენებს. მანამდე კი მინდა ჩემპიონი ტორპედო გაგახსენოთ, თავისივე ჩემპიონი მერით!

ქუთაისის ტორპედომ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონი და თასი ორჯერ, როგორც გახსოვთ 1999-2003 წლის ინტერვალში მოიგო, ეს იყო ფანტასტიური გუნდი, რომელიც საქართველოში ყველას და ყველაფერს აცალმტვერება, აი ევროარენაზე კი სამწუხაროდ მუდამ ძლიერი გუნდი ამოდიოდა, სპარტა, კოპენჰაგენი, ლანსი…ამათი დამარცხება ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო, ახლა ბევრად ადვილია ჯგუფში მოხვედრა. იმ საოცარი გუნდს არაერთი შემოქმედი ყავდა, ზოგიც მწვრთნელებს მოიშველიებს, ზოგიც ფეხბურთელებს, ზოგიც ზურაბ ხინიკაძეს, ზოგი კიდე ქუთაისური იუმორით იონაო, გეტყვით თუმცა იმასაც დაამატებს წაიღო რიონმაო 🙂 ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი აზრით მთავარი შემოქმედის შესახებ დავიწყებ წერას…თემურ შაშიაშვილი ქუთასის მერი და შემდგომში იმერეთის გუბერნატორი! მოდი თავიდან დავიწყოთ, როგორც თემურმა დაიწყო. ფული! იმ პერიოდში ყულევში ებრაელები ნავთობტერმინალებს აშენებდნენ, რომლებზეც გავიდა და დააინტერესა ისინი, თანხმობაც მიიღო და წარმომადგენლად ზურაბ ხინიკაძე გამოუშვეს, იმ პერიოდის ტორპედოში იმდენი ფული იყო, ახლანდელ მთელ ეროვნულ ლიგას ერთად არ დაესიზმრება! ამას სრული პასუხიმგებლობით ვწერ. ხელმძღვანელობა! ყველაზე ავტორიტეტულ ადამიანს ქართულ სპორტში, ოლიმპიურ ჩემპიონ, ქუთაისელ მიშა ქორქიას ანდო გუნდი, ხოლო დინამოს მისივე ლეგენდები დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი ”დაახია,” პირველი მათგანი მწვრთნელად დანიშნა, მეორე ხელმძღვანელობაში. შემოდგომში რევაზ ძოძუაშვილიც მიახმარა ყიფიანს, ორივე მათგანი იმ დროს არ დაგავიწდეთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელები იყვნენ. დინამოდან და სხვა კლუბებიდან დაიმატა საუკეთესო/ნარჩევი ფეხბურთელები და ასე დაემხო დინამოს მრავალწლიანი ჰეგემონია. გათიშე და იბატონე! დიდი ალექსანდრე მაკედონელის სიტყვებია, თუმცა რეალობაში ეს გამოიყენა შაშიაშვილმაც, ელემენტარულად გეტყვით, ტორპედოს იმ პერიოდში ერთდროულად ყავდა სამი თანაბარი დონის მეკარე:გრიგოლ ჭანტურია, ნიკოლოზ ტოგონიძე და ზვიად სტურუა, ამით ყველაფერი გითხარით…2003 წლის მალხაზ ასათიანის პენალტამდე, იყო გასვლა ბათუმში, სადაც ავტობუსები არ გვეყო გულშემატკივრებს და თემურმა დარეკა, მოხსენით წრიულები – ყველანი ბათუმში! და ჩვენ ის თამაში მოვიგეთ…და ახლა?! მიხვალ მერიაში თხოვ ტრანსპორტს, გეგონება საკუთარი ბიძაშვილის ქორწილში მიგყავდეს, ისე დაგატირებენ. კომპანია ვისოლი ტორპედოდან წასვლაზე ფეხს ითრევდა, ერთ-ერთი აქცის შემდეგ იმდროინდელი თითქმის მერი შეგხვდა, რა გამიწყალეთ ამ თქვენი ტორპედოთი საქმეო, ტორპედო კი არა კაცი კვდებაო, პირი დავაღეთ იქ მყოფებმა გაკვირვებისგან, სულ ახლახან გავიგე, სამწუხაროდ გარდაცვლილა, არადა ახალგაზრდა კაცი იყო…ტორპედო კი არასდროს მოკვდება!

თუკი იტალიელ ინვესტორს არ ექნა გვერდში დგომა ქალაქიდან, ვერაფერს იზამს, მითუმეტეს რომან ფიფიამ უკვე გათიშა მანინო(ჩხეტიანი-კვასხვაძე-ქიმაძე-კუხიანიძე-კაპანაძის) წაყვანით და ბატონობს! შაშიაშვილი იყო მთავარი რეჟისორი იმ სპექტაკლის რომელსაც ტორპედო დგამდა, ახლა კი, რეჟისორის გარეშე გვინდა შედეგის დადება. იცით, რატომ დავწერე ეს ყველაფერი?! მადლობის თქმა მინდა ვისწავლოთ მეგობრებო ესეთ რთულ პერიოდში! მადლობის! გინება ვიცით უკვე…

წყარო: https://www.facebook.com/FCTorpedoKutaisi/posts/3684820294893041

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *